ადიდასმა მსოფლიო ჩემპიონატისთვის სარეკლამო კამპანია წამოიწყო, რომელიც რამოდენიმე ვიდეოს აერთიანებს. ადიდასის სარეკლამო კამპანიაში “გააკეთე არჩევანი” ფეხბურთის მსოფლიო ვარსკვლავები მონაწილეობენ.
ვიდეო “სიზმარი” მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილეების დაძაბულობაზეა. ფეხბურთელები ვარჯიშობენ და ყველაზე მნიშვნელოვანი “შერკინებისთვის” ემზადებიან, მაყურებელი გადამწყვეტ გოლს ელოდება, ჟურნალისტები სენსაციებს, პოლიცია წესრიგს იცავს.
ვიდეოს მნახველებს აქვთ შესაძლებლობა აირჩიონ “ყველაფერი” ან “არაფერი”. “ყველაფერი” ღილაკზე დაჭერის შემთხვევაში თქვენ ადიდასის ოჯახის წევრი ხდებით, რაც ტვიტერზე გვერდების @adidasfootball, @TeamMessi, @brazuca და @adidasRU გამომწერის სტატუსის მიღებას ნიშნავს.
http://youtu.be/jR1XQsCiAKE
ადიდასის მსოფლიო ჩემპიონატისთვის მოზადებული კიდევ ერთი რეკლამა “თამაში გრძელდება”