in

Make-up-დან Make-app-მდე: თიბისის კრეატიული გზა ტექნოლოგიებში გოგონების დასაინტერესებლად

ტექნოლოგიების სამყაროში ქალების მონაწილეობა კვლავ გამოწვევად რჩება მთელ მსოფლიოში. მიუხედავად წინსვლისა, არსებობს სტერეოტიპები, რომლებიც გოგონებისთვის არ არის წამახალისებელი, ჯერ კიდევ ბევრს ჰგონია, რომ ტექნოლოგიური მიმართულებები მათთვის არ არის. თიბისიმ ამ გამოწვევის დასაძლევად უჩვეულო და ინოვაციური გზა აირჩია, რომელიც სოციალური მედიის და თანამედროვე ახალგაზრდული ტრენდების გამოყენებით ცდილობს გოგონებში ტექნოლოგიური პროფესიებისადმი ინტერესის გაღვივებას.

მთავარი გამოწვევა

თიბისი, როგორც საქართველოს ერთ-ერთი წამყვანი საფინანსო ინსტიტუტი, წლებია აქტიურად არის ჩართული საგანმანათლებლო ინიციატივებში. ბრენდი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ტექნოლოგიური განათლების მიმართულებას და ამაყობს იმ ფაქტით, რომ მისი თანამშრომლების 72% ქალია. თუმცა, როდესაც საქმე ტექნოლოგიურ მიმართულებას ეხება, სურათი რადიკალურად განსხვავებულია – ბანკის ტექნოლოგიურ განყოფილებაში ქალების წილი 36%-ს შეადგენს. მიუხედავად იმისა, რომ ეს მაჩვენებელი აღემატება მსოფლიო (28%), ევროპის (25%) და ამერიკის (20-30%) საშუალო მაჩვენებლებს, თიბისის გუნდმა გადაწყვიტა მეტი ძალისხმევის ჩადება, რათა მომავალში ეს ბალანსი კიდევ უფრო გაუმჯობესდეს.

ბანკის ტექსკოლის მონაცემებმა საინტერესო ტენდენცია გამოავლინა. მიუხედავად იმისა, რომ პროგრამაში მონაწილე მოსწავლეების გენდერული ბალანსი თითქმის თანაბარია (49% გოგონები, 51% ბიჭები), გოგონები უპირატესობას ანიჭებენ ისეთი მიმართულებების სწავლას, როგორიცაა გრაფიკული დიზაინი, UX/UI დიზაინი და ციფრული მარკეტინგი. ისეთ ტექნიკურ მიმართულებებში კი, როგორიცაა Front-End, Back-End პროგრამირება, ხელოვნური ინტელექტი და მობილური აპლიკაციების შექმნა, გოგონების რაოდენობა მხოლოდ 18%-ს შეადგენს.

აქედან გამომდინარე, გამოწვევა ნათელი იყო: უნდა დაეინტერესებინათ მოზარდი გოგონები  ტექნოლოგიური მიმართულებებით და დაერღვიათ სტერეოტიპი, რომ პროგრამირება და ტექნოლოგიები უმეტესად „ბიჭების საქმეა“.

აუდიტორიის კვლევა და კრეატიული სტრატეგია

პრობლემის გადასაჭრელად თიბისიმ სააგენტო Playmakers-ს მიმართა. პირველი ნაბიჯი იყო მიზნობრივი აუდიტორიის – მოზარდი გოგონების ციფრული ქცევის სიღრმისეული შესწავლა. კვლევამ აჩვენა, რომ ამ ასაკის გოგონები დიდ დროს ატარებენ ტიკტოკზე, განსაკუთრებით პოპულარულია GRWM (Get Ready With Me) და Make-up ტუტორიალები.

@tatokarchava

მერე ერთი მეც დამადაზამებინეთ 🩵 #MakeAppტუტორიალი #თიბისიტექსკოლა

♬ Tarantella – FSL Music

„პირველ რიგში დავიწყეთ ძებნა, სად იყო ამ ასაკის გოგონების ყურადღება კონცენტრირებული. ბუნებრივია, რომ მივედით ტიკტოკამდე. მონაცემებმა გვიჩვენა, რომ ყველაზე ყურებადი ამ ასაკობრივ ჭრილში იყო ინფლუენსერების გვერდები, კერძოდ, ე.წ. GRWM (ჩემთან ერთად გაემზადე) და Make-up (მაკიაჟის) ვიდეოები,“ – განმარტავს ნუკა შევარდნაძე, Playmakers-ის მმართველი პარტნიორი.

ამ დაკვირვებიდან დაიბადა კრეატიული კონცეფცია – Make-up-ის Make-app-ად გარდაქმნა. იდეა გულისხმობდა მაკიაჟის ვიდეოების ფორმატის გამოყენებას ტექნოლოგიური განათლების პოპულარიზაციისთვის. ეს არ იყო მხოლოდ სიტყვათა თამაში, არამედ სტრატეგიული მიდგომა, რომელიც სამიზნე აუდიტორიისთვის ნაცნობ და საინტერესო ფორმატს იყენებდა ახალი იდეის გადასაცემად.

თიბისიმ და Playmakers-მა შეიმუშავეს სტრატეგია, რომელიც ოთხ ძირითად მიზანს ისახავდა: გოგონების ინტერესის გაზრდა ტექნოლოგიური მიმართულებებისადმი, სპეციალური საგანმანათლებლო პროგრამის შექმნა, სტერეოტიპების დანგრევა და გრძელვადიან პერსპექტივაში ქალების რაოდენობის გაზრდა ტექნოლოგიურ სფეროში.

„თიბისისთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია ტექნოლოგიური განათლების კუთხით ახალი თაობისთვის შესაძლებლობების მიცემა. გარდა არსებული კურსებისა, გადავწყვიტეთ გოგონები კიდევ უფრო მეტად წავახალისოთ და მათი ინტერესი ტექნოლოგიების მიმართ მეტად გავზარდოთ, ამისათის თიბისი ტექსკოლაში 9-12 კლასის მოსწავლე გოგონებისთვის შევქმენით საზაფხულო, ინტენსიური Crash კურსები.

გოგონების მეტი ჩართულობისათვის საკომუნიკაციოდ გადავწყვიტეთ დავკავშირებოდით ინფლუენსერებს. მათმა ჩართულობამ რეგისტრაციის რიცხვი საგრძნობლად გაზარდა და ამ დროისთვის უკვე 400 დარეგისტრირებული გოგონაა ჩვენს Crash კურსებზე.

გარდა მიღებული ცოდნისა ვფიქრობთ რომ გოგონებს ამ კურსების გავლის შემდეგ მეტი თავდაჯერებულობაც შეემატებათ, ადამიანის თვითრწმენას კი ძალიან დიდი ძალა აქვს და ბევრი ბარიერის გადალახვაა შესაძლებელი. ამიტომ ჩვენ ახალ თაობას ვეუბნებით ყველაფერი გამოუვათ მთავარია სჯეროდეთ“ – მაკუნა თავბერიძე, თიბისის ბრენდის გამოცდილების და მარკეტინგის ხელმძღვანელი.

@tikakurtanidze

კიდევ რა კითხვებს გავცე პასუხი? 👀 #მაკიაჟი #MakeAppტუტორიალი #თიბისიტექსკოლა

♬ 机械键盘打字 – unknown

ინფლუენსერების ჩართვა და სტერეოტიპების დანგრევა

სტრატეგიის განხორციელების ერთ-ერთი მთავარი ელემენტი იყო ინფლუენსერების ჩართვა. შეირჩნენ პოპულარული ინფლუენსერები, რომლებიც მაკიაჟის კეთების პარალელურად საუბრობდნენ ტექნოლოგიების შესაძლებლობებზე და თიბისის Crash კურსებზე.

„ასე მივიღეთ ინფლუენსერების ვიდეოები, სადაც მაკიაჟის კეთების პარალელურად გვიყვებიან ტექსკოლის შესაძლებლობების და ზოგადად ქალების ტექნოლოგიებში დასაქმების მნიშვნელობის შესახებ. ბევრი მათგანი თავად ეუფლება მსგავს პროფესიებს და განიხილეს, რამდენად სტერეოტიპულია საზოგადოება პროფესიების გენდერული ნიშნით დაყოფის დროს,“ – აცხადებს ნუკა შევარდნაძე.

კამპანიის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა იყო სტერეოტიპის დანგრევა, რომელიც, როგორც Playmakers-ის მმართველი პარტნიორი აღნიშნავს, „კაცების შემთხვევაში არ არსებობს, თითქოს თავის მოვლა და საინტერესო კარიერაზე ზრუნვა ურთიერთგამომრიცხავია“. ეს მიდგომა აჩვენებდა, რომ გოგონებს არ უწევთ არჩევანის გაკეთება ფემინურობასა და ტექნოლოგიურ პროფესიებს შორის – მათ შეუძლიათ ორივე მიმართულებით განვითარება.

ინფლუენსერების ჩართვამ უზრუნველყო კამპანიის აუთენტურობა და რელევანტურობა მიზნობრივი აუდიტორიისთვის. ტექნოლოგიური განათლების შესახებ ინფორმაცია მიეწოდა გოგონებს იმ არხების და ფორმატების გამოყენებით, რომლებსაც ისინი უკვე იცნობდნენ და ენდობოდნენ.

@saintnacka

#MakeAppტუტორიალი #თიბისიტექსკოლა

♬ original sound – Naწka

Crash კურსები – რეალური შესაძლებლობა განათლებისთვის

თიბისის კამპანია არ შემოიფარგლებოდა მხოლოდ წახალისებით. ბრენდმა შექმნა საზაფხულო Crash კურსები, რომლებიც ორიენტირებულია მხოლოდ გოგონებზე და სრულიად უფასოა. პროგრამა მოიცავს ოთხ ძირითად მიმართულებას: შესავალი ხელოვნურ ინტელექტში, შესავალი მობილური აპლიკაციების შექმნაში, შესავალი ვებგვერდები პროგრამირებაში: Back-End (Python & Flask) და შესავალი ვებგვერდების პროგრამირებაში: Front-End (HTML, CSS).

კურსებზე დარეგისტრირება შეუძლიათ 9-12 კლასის მოსწავლე გოგონებს. რეგისტრაცია 24 ივნისიდან 6 ივლისის ჩათვლით მიმდინარეობს, ხოლო სწავლება ონლაინ ფორმატში ჩატარდება, რაც ხელმისაწვდომს ხდის მას საქართველოს ნებისმიერი რეგიონიდან.

პროექტი რეალურ შესაძლებლობას აძლევს გოგონებს, გადადგან პირველი ნაბიჯები ტექნოლოგიური კარიერისკენ. კურსების უფასო ხასიათი კი უზრუნველყოფს, რომ ეს შესაძლებლობა ხელმისაწვდომია ნებისმიერი სოციალური ფენის წარმომადგენლისთვის.

რატომ არის მნიშვნელოვანი თიბისის ეს ინიციატივა

თიბისის კამპანიის წარმატება რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორით აიხსნება. პირველ რიგში, ეს არის მონაცემებზე დაყრდნობილი გადაწყვეტილებები – კომპანიამ დეტალურად შეისწავლა პრობლემა და აუდიტორიის ქცევა, რის საფუძველზეც შეიმუშავა კრეატიული სტრატეგია. მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორია აუდიტორიის სიღრმისეული გაგება – თიბისიმ და Playmakers-მა ზუსტად იცოდნენ, სად და როგორ უნდა მიეწოდებინათ ინფორმაცია მიზნობრივი ჯგუფისთვის.

Make-up-დან Make-app-ზე გადასვლა – აღმოჩნდა მარტივი, დასამახსოვრებელი და ეფექტური. ამ იდეამ საშუალება მისცა თიბისის, დაენგრია სტერეოტიპები და 400-ზე მეტი გოგო დაეინტერესებინა ტექნოლოგიებით.

მთავარია გჯეროდეს შენი მიზნების, თიბისის განათლების პროგრამები კი გაძლევს შესაძლებლობას ისწავლო იქ, სადაც ხარ და სიახლეების მუდმივ ძიებაში გაიღრმაო ინტერესები და ცოდნა.

[R]

ვისკი, რომელიც ამერიკის სახელმწიფოზე ძველია

Bentley-მ ლოგო განაახლა!