როდესაც პროექტისთვის გუნდს აკომპლექტებთ და გინდათ თქვენს გუნდს სთხოვოთ ზეგანაკვეთურად იმუშაოს ან გესაჭიროებათ ვინმე სასწრაფო დავალების შესასრულებლად, ზოგჯერ შეიძლება იგრძნოთ, რომ გჭირდებათ იძულება თანამშრომლებისგან თანხმობის მისაღებად. მაგრამ რა ღირს ეს? როდესაც თანამშრომლები გრძნობენ ზეწოლას ან დანაშაულის განცდა უჩნდებათ, რომ აიღონ დავალება, რისი შესრულებაც არ უნდათ, ამან შეიძლება გამოიწვიოს იმედგაცრუების და უკმაყოფილების გრძნობა. თანამშრომელს, რომელიც უხალისოდ ეთანხმება მოთხოვნას იმ მომენტში, არ შეუძლია საქმის ხარისხიანად გაკეთება.
თანამშრომელთა ლოიალობისა და ჩართულობის შენარჩუნება, რომ აღარაფერი ვთქვათ დისტანციის დაცვაზე, თანამშრომლებზე უნებლიე ზეწოლისგან თავშეკავებაზე, უფრო მეტ ძალისხმევას მოითხოვს, ვიდრე თქვენი მოთხოვნების დაკმაყოფილების ხისტი ძიება. საჭიროა ნამდვილი, ნებაყოფლობითი შეთანხმების მიღება. სამწუხაროდ, ბევრმა ჩვენგანმა არ იცის, როგორ დაალაგოს მოთხოვნა ისე, რომ თავიდან აირიდოს ზეწოლა სხვა ადამიანზე.
რას აჩვენებს კვლევა
კვლევებმა აჩვენა, რომ ადამიანები უფრო მეტად განიცდიან ზეწოლას, დაეთანხმონ მოთხოვნებს, ვიდრე ჩვენ წარმოვიდგენთ. ისინი ხშირად თანხმდებიან იმაზე, რაც არ სურთ გააკეთონ. ადამიანებს ხშირად უჭირთ უარის თქმა.
იმ ზეწოლის წინააღმდეგ საბრძოლველად, რომელსაც ადამიანები გრძნობენ, რომ ეთანხმებიან თხოვნებს, მრავალმა მკვლევარმა და პრაქტიკოსმა წარმოადგინა სტრატეგიები, რომელთა გამოყენებაც მოთხოვნის სამიზნეებს გამოიყენონ უარის სათქმელად შეუძლიათ. მაგალითად, სამიზნეებს ურჩიეს გამოიყენონ სტრატეგიები, რომლებიც მათ დაეხმარება უარი თქვან თხოვნებზე, რომლებზეც ურჩევნიათ არ დაეთანხმონ.
მაინც, როგორ შეიძლება ჩამოაყალიბოთ თხოვნა, რომლითაც ადამიანს ნებაყოფლობით დაითანხმებთ? ჩვეულებრივ, დავალების, ბრძანების ფორმა როგორ უნდა ჩაანაცვლოთ? მნიშვნელოვანია, რომ ადამიანს მისცეთ არჩევანის საშუალება, რომ მან ხაფანგში მოქცეულად არ იგრძნოს თავი. ადამიანს არ უნდა შეეშინდეს, რომ უარის თქმით მოგვიანებით საფრთხე შეექმნება.
აქ არის სამი კვლევის საფუძველზე დაფუძნებული ვარიანტები, თუ როგორ მივიღოთ უფრო ნებაყოფლობითი თანხმობა დავალების შესასრულებლად:
მიეცით ადამიანს დრო პასუხისთვის
ადამიანებს შეიძლება გაუძნელდეთ უარის სათქმელად სიტყვების მოფიქრება, როცა მათ სწრაფად სთხოვენ რეაგირებას. ასეთ მომენტში კი რთულია წინააღმდეგობის გაწევა. დარწმუნდით, რომ ადამიანს დასაფიქრებლად ცოტა დრო მაინც მიეცით. მან უნდა შეძლოს და გითხრათ თავისი პასუხი და არ იყოს იძულებული აუცილებლად გააკეთოს რაღაც, რაც არ სურს. ამის გაკეთება შეგიძლიათ ფრაზით, მაგალითად, „არ მიპასუხო ახლავე. დაფიქრდი და ხვალ დამიბრუნდი“.
სთხოვეთ გიპასუხონ ელ.ფოსტის დახმარებით
ელფოსტა არ არის სრულყოფილი გზა, მაგრამ მას აქვს თავისი უპირატესობები. ერთ-ერთი უპირატესობა ის არის, რომ ის საშუალებას გაძლევთ დაწეროთ და გადაწეროთ პოტენციური უარი იმდენჯერ, რამდენჯერაც გსურთ, სანამ არ იგრძნობთ კმაყოფილებას თქვენი პასუხით. მართლაც, საჭირო იქნება თუ არა, ზოგიერთ ადამიანს სჭირდება რაღაც კონკრეტული რომ თქვას, რათა თავი კომფორტულად იგრძნოს უარის თქმისას. ელ.ფოსტა კი ამის საშუალებას იძლევა.
გააზიარეთ მაგალითები, თუ როგორ შეიძლება თქვათ „არა“
კვლევაში, გამოვლინდა მოთხოვნის ჩამოყალიბების ალტერნატიული გზა, რათა ადამიანებმა უფრო თავისუფლად თქვან „არა“, მაშინაც კი, როდესაც ეს პირადად გაქვთ ნათქვამი: მიაშველეთ მათ სიტყვები „არას“ სათქმელად, როგორც თქვენი მოთხოვნის ნაწილი. ორ კვლევაში, მკვლევარების ასისტენტები მონაწილეებს სთხოვდნენ ეთხოვათ ისე, რომელზედაც ადამიანების უმეტესობას ურჩევნია უარი თქვას. სულ ორი ვარიანტი იყო – მონაწილეთა ერთ ნაწილს უთხრეს, რომ შეეძლოთ უარი ეთქვათ დავალებაზე, მეორე ნაწილს კი უთხრეს, რომ შეეძლოთ უარი ეთქვათ დავალებაზე კონკრეტული გზით, მაგალითად „არა, მირჩევნია არ გავაკეთო“. საბოლოოდ, ისინი, ვინც მეორე ნაწილს მიეკუთვნებოდნენ და დათანხმდნენ დავალების შესრულებას, უფრო თავისუფლად გრძნობდნენ თავს სამუშაო პროცესში.
წყარო: HBR