in

“Make Someone Happy” – კოკა-კოლას ახალი საახალწლო კამპანია

ახალი წლის განწყობა კოკა-კოლას საახალწლო კამპანიებს შემოაქვთ. რა თქმა უნდა კოკა-კოლა ტრადიციას არ ღალატობს და ახალ 2015 წლის საახალწლო ვიდეოს გვთავაზობს.

BOG

დიდი ხნის პაუზის შემდეგ კოკა-კოლას თეთრ დათვებს ისევ სანტა კლაუსი შეცვლის. კამპანიაზე ორმა სარეკლამო კომპანიამ “Ogilvy” და ამერიკულ ვარიანტზე “Wieden & Kennedy”-მ იმუშავა.

ვიდეოში სანტა კოკა-კოლით ტკბება და წიგნს “How to make someone happy”-ს კითხულობს და თან ადამიანების ყოველდღიურ ცხოვრებას და მათ პატარ-პატარა კეთილ საქმეებს უყურებს.

სარეკლამო კამპანია, რომელიც ვიდეოს და ბეჭდურ რეკლამას მოიცავს 27 ნოემბრიდან ჩაეშვა.

http://youtu.be/-wnmmusPMAM

Coca-Cola 1920 წლიდან ახალ წელს სანტასთან ერთად გვილოცავს.  1931 წელს D’Arcy-ის შემსრულებელმა დირექტორმა სანტა კლაუსზე შეხედულებები შეცვალა და კოკა-კოლას შესთავაზა მათი სანტა განსხვავებული, უფრო რეალისტური და “პუტკუნა” ყოფილიყო.  ესკიზისთვის კლარკ კემენტის მოთხრობის “წმინდა ნიკოლოზის სტყუმრობა” აიღეს. ეს იყო კოკა-კოლას სანტას პირველი გამოჩენა და ათეული წლების მანძილზე ის უცვლელი რჩებოდა.  დღეს ყველა პოსტერი ისტორიად იქცა. თანამედროვე ხელოვნების მუზეუმები, არტ ცენტრები და სხვა საგამოფენო სივრცეები მოიარეს და ბოლოს კოკა-კოლას მუზეუმში დაიდეს ბინა.

სანტას ერთ-ერთი ბოლო ვერსიის ავტორი სენდბლომი (1968 წელი) ნატურად თავის მეგობარს იყენებდა. მეგობრის სიკვდილის შემდეგ მხატვარი საკუთარ თავს სარკეში უყურებდა და ყველასთვის საყვარელ საახალწლო პერსონაჟს საკუთარი თავის მიხედვით ქმნიდა.

1942 წელს კოკა-კოლას Sprite Boy შეუერთდა – პერსონაჟი, რომელიც 40-იან წლებში სანტასთან ერთად იდგა. Sprite Boy ასევე სენდბლომის მოგონილი იყო. (Sprite ინგლისურად ელფს ნიშნავს) პატარა ბიჭს არანაირი კავშირი არ აქვს სპრაიტთან, რომელიც კოკა- კოლას მხოლოდ 1961 წელს შეუერთდა.

Santa and boy Santa and sprite Sprite boy

2001 წლიდან სანტა კოკა-კოლას ანიმაციების და ვიდეო-რგოლების გმირი ხდება. პირველი ვიდეო-რგოლი რუსმა, ოსკაროსანმა მხატვარმა ალექსანდ პეტროვმა გააკეთა.

 

მიუხედავად იმისა, რომ სანტა კოკა-კოლას სახედ იქცა ის 2012 წელს თეთრმა დათვებმა შეცვალეს. 2013 წელს დათვებს ახალი პერსონაჟი – პუფინი შეუერთდა.

http://youtu.be/0WUzsykS-dg

სანტასთან ერთად თეთრი დათვები ბრენდის საახალწლო განწყობის უცვლელი, შემადგენელი ნაწილია. კოკა-კოლას ორი უმნიშვნელოვანესი სიმბოლო აქვს, რომლებსაც მთელი სამყარო იცნობს და ახალი წლის დადგომა მათ გამოჩენას უკავშირდება.

თეთრი დათვები 1993 წელს

თეთრი დათვები 2012 წელს

თეთრი დათვები 2013 წელი

2015 წლისთვის კომპანიამ უპირატესობა სანტა კლაუსს მიანიჭა

… და ბოლოს, სენდბლომის მთლიანი ისტორია.

ვარსკვლავებმა ჯონ ლენონთან ერთად იმღერეს “IMAGINE”

“გადაარჩინე თოვლის ბაბუა” – სადაზღვევო კომპანიის გენიალური რეკლამა