in

გამოყავით დრო საკუთარი თავისთვის – HBR

თავს იმდენად დაკავებულად გრძნობთ, რომ თქვენს პირად საჭიროებებზე ფიქრს ვერ ახერხებთ? ალბათ მუდმივად სამუშაოზე ფიქრი გიწევთ და გგონიათ, რომ თუკი 24/7-ზე ხელმისაწვდომი არ ხართ, საკუთარ მონდომებას ვერ დაამტკიცებთ. შესაძლოა, თქვენი დროის უმეტეს ნაწილს ოჯახის წევრებზე ზრუნვას უთმობთ ან უბრალოდ დაკავებული ხართ ოჯახური საქმეებით: სახლის დალაგებით, კომუნალურების გადახდით და ა.შ და მაინც, როგორ უნდა გამოყოთ დრო საკუთარი თავისთვის, როდესაც მუდმივად ამგვარ რეჟიმში იმყოფებით?

pasha-statiebi
pasha-statiebi

პირველ რიგში, უნდა შეჩერდეთ – ღრმად ჩაისუნთქოთ და გააცნობიეროთ, რომ მთელი  სამყარო თქვენს მხრებზე არ ისვენებს. ხშირად, გარშემომყოფებს შეუძლიათ თქვენი პირადი თუ პროფესიული ვალდებულებების გაზიარება, თუ უბრალოდ მათ ამას თხოვთ. ან უბრალოდ არ იფიქროთ იმაზე, რომ ყველა თქვენს დავალებას სრულყოფილად ვერ ასრულებთ, ეს სრულიად ჩვეულებრივი რამაა.

შემდეგი ნაბიჯი საკუთარ თავზე ზრუნვის დაწყებაა. თუკი ამას მანამდე გადადებთ, სანამ ნაკლები სამუშაო გექნებათ, ან თქვენი ბავშვები სკოლაში დაბუნდებიან და ა.შ, დიდი ალბათობით, საკუთარი თავისთვის დროის დათმობას ვერ მოახერხებთ. თუმცა, თუკი ღრმად ჩაისუნთქავთ, ამ ყველაფერზე ფიქრს დროებით შეწყვეტთ და ხელისშემშლელ ფაქტორებს გადაახტებით, შეძლებთ, დაიწყოთ საკუთარ თავზე ზრუნვა მაშინაც კი, როცა სამსახურის და სახლის საქმეები დაუსრულებლად მოგეჩვენებათ.

განსაზღვრეთ, რა გჭირდებათ

სხვადასხვა ადამიანს სხვადასხვა საჭიროება აქვს, მაგრამ არსებობს რამდენიმე უნივერსალური საჭიროება. ჩვენ ყველას გვჭირდება ხარისხიანი ძილი, ფიზიკური აქტივობა და ნორმალური საკვები. ხოლო უკეთესად ყოფნისთვის კი, ყველას სჭირდება საყვარელ ადამიანებთან დროის გატარება, ბუნებაში ყოფნა, იმ საქმის კეთება, რაც მას სიამოვნებას/სიხარულს ანიჭებს.

ერთი წუთი დაუთმეთ იმაზე ფიქრს, თუ რა გჭირდებათ და რა გსურთ. ჰკითხეთ საკუთარ თავს:

  • რამდენი საათი ძილია საკმარისი იმისათვის, რომ ფხიზლად იყოთ მთელი დღის განმავლობაში?
  • რა სახის ფიზიკური მოძრაობაა საჭირო იმისთვის, რომ ფორმაში იყოთ?
  • რომელი საკვები გმატებთ ენერგიას და კმაყოფილების განცდას გიტოვებთ?
  • რომელ ადამიანებთან გიყვართ დროის გატარება?
  • როგორ შეგიძლიათ იპოვოთ გარეთ ყოფნის მიზეზები?
  • როგორ შეგიძლიათ დაუკავშირდეთ საკუთარ თავს და იპოვოთ თქვენი სულიერი ცენტრი?
  • რა საქმიანობა განიჭებთ სიხარულს (ჰობი, კითხვა, მოხალისეობა და ა.შ.)?

თქვენ არ გჭირდებათ ბოდიშის მოხდა თქვენი საჭიროებების გამო. ამ საჭიროებების ქონა სრულიად ადეკვატური რამაა მაშინაც კი, როცა თქვენი ცხოვრება სხვა საქმეებით არის დატვირთული.

განსაზღვრეთ, რისი გაკეთება შეგიძლიათ

თქვენი ცხოვრების გარკვეულ ეტაპებზე – როდესაც სამუშაო გრაფიკი განსაკუთრებით დატვირთულია, დისტანციურ რეჟიმში მყოფი სკოლის მოსწავლე შვილებზე ზრუნვა თქვენ გიწევთ ან რაიმე დიდი ცვლილებისთვის ემზადებით, საკუთარ თავზე ზრუნვის დრო პრაქტიკულად არ გაქვთ. თუმცა, ამ სიტუაციაშიც კი შეგიძლიათ, მიზერული რამ მაინც გააკეთოთ.

დაფიქრდით რა იქნება გონივრული არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე. მაგალითად, თუკი საათობით სირბილს ვერ მოახერხებთ დღის განმავლობაში, კვირაში რამდენჯერმე ირბინეთ ნახევარი საათით. შესაძლოა, თქვენი შვილების გათვალისწინებით, მთელი დღით ძილი ვერ მოახერხოთ, მაგრამ დაიძინეთ 1 საათით ადრე, ვიდრე იძინებთ ხოლმე. შესაძლოა, თქვენს მეგობრებს პირადად ვერ ხედავთ, თუმცა, ეცადეთ დარეკვით მაინც შეეხმიანოთ.

განსაზღვრეთ დრო

თუ გრძნობთ, რომ უფრო მეტის გაკეთება შეგიძლიათ, ვიდრე ახლა აკეთებთ და საამისოდ დრო გაქვთ, სოციალური ქსელების სქროლვის მაგივრად, საკუთარი თავის მოვლას დაუთმეთ დრო. ამით მისცემთ საკუთარ თავს ნებართვას, რომ ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი და შესაფერისი რამ, რაც ახლა უნდა გააკეთოთ. დაგეგმვა დაგეხმარებათ იმის გარკვევაში, თუ გრაფიკის რომელ ნაწილში ჯდება საკუთარი თავის მოვლა და სად/რომელ დგას ის სხვა მნიშვნელოვან საქმეებს შორის.

მოამზადეთ საკუთარი თავი

ამის განსახორციელებლად, თქვენ უნდა გადაწყვიტოთ, რომ თქვენი თავის მოვლის დრო არის მნიშვნელოვანი და რომ აუცილებლად აპირებთ მის შესრულებას. ეს ნიშნავს დაბრკოლებების აღმოფხვრას და ნივთების განთავსებას, რომლებიც აძლიერებს პოზიტიურ ქცევას. მაგალითად, თუ გსურთ ვარჯიში, გაასუფთავეთ სარბენი ბილიკი, გააკეთეთ სავარჯიშო ვიდეოების ფლეილისტი ან დარეგისტრირდით სავარჯიშო კლასებზე წინასწარ. თუ გსურთ ჯანმრთელად იკვებოთ, გქონდეთ სტანდარტული საკვებ პროდუქტების ყოველკვირეული სია, ამოიღეთ არაჯანსაღი საკვები თქვენი სამზარეულოდან. დაუწესეთ საკუთარ თავს ე.წ პრიზები, თუკი შეძლებთ საკუთარ თავზე ზრუნვის გეგმის შესრულებას.

თქვენი გეგმა გაუზიარეთ სხვებსაც

და ბოლოს, მოამზადეთ სხვები. თუ თქვენი მეუღლე გვიან ღამით აპირებს ტელევიზორის ყურებას, აცნობეთ მას, თუ როდის დაგჭირდებათ ის თქვენ. თუ თქვენი ბავშვები ძალიან ადრე წამოდგებიან და იმ ასაკში არიან, რომ ცოტა ხნით უსაფრთხოდ ითამაშონ, აუხსენით, რომ დილით ვარჯიშობთ, კითხულობთ ან ფინჯან ყავას მიირთმევთ ვერანდაზე და მათ შეუძლიათ შემოგიერთდნენ, თუკი ისურვებენ ან ითამაშონ, სანამ არ დაასრულებთ.

დაადგინეთ მსგავსი საზღვრები სამსახურში. თუ ვინმე დილაადრიან ან გვიან ღამით შეხვედრას დაგინიშნავთ, სთხოვეთ, რომ თქვენთვის მოსახერხებელ დროს დანიშნოს, რომელიც თქვენს ძილის რეჟიმს ხელს არ შეუშლის. და თუ აღმოჩნდება, რომ თქვენს უფროსს ან კლიენტებს სამსახურის ბოლო წუთს თხოვნა ექნებათ, გაესაუბრეთ მათ – შეიძლება უფრო ადრე შეგატყობინონ მომავალი საჭიროებების შესახებ? შესაძლებელია თუ არა ვადებზე მოლაპარაკება? საკუთარი თავის მოვლის დრო რომ გქონდეთ, თქვენ უნდა ფლობდეთ საკუთარი თავისა და თქვენი საჭიროებების ადვოკატირებას.

წყარო: HBR



საფრანგეთის არმიამ რობოძაღლი Spot სამხედრო სიმულაციების დროს გამოსცადა

კაპუჩინატორი „მეამასგან“ – რძით მომზადებული ყავის სრულყოფილი გემო სახლშიც