in

„გაათბე ზამთარი უსაფრთხოდ“ – „თერმოინდუსტრიის“ კამპანია 

„გათბობის სისტემა ხანგრძლივი მოხმარების პროდუქტია. ის უნდა იყოს უსაფრთხო და ეკონომიური. ზამთრის სეზონის მოახლოებასთან დაკავშირებით“ – „თერმოინდუსტრია“ მომხმარებელს, ცნობიერების ამაღლებისა და მაქსიმალურად ინფორმირების მიზნით, ვიდეორგოლებს სთავაზობს.

 

 

„ჩვენი მიზანია, სასარგებლო რჩევებისა და რეკომენდაციების გაზიარება. გვინდა, მომხმარებელს საინტერესო შეკითხვებზე პასუხი თავადაც ჰქონდეს, წარმოდგენა შეექმნას გათბობის სისტემის სწორად შერჩევის, შემდგომ უსაფრთხო და ენერგოეფექტურად გამოყენების შესახებ. ე.წ. ,,ლაიფ ჰეკები“ მომხმარებელს სწორი არჩევანის გაკეთებაში დაეხმარება“.

ამ ეტაპზე, ცენტრალური გათბობის სისტემების შესახებ ოთხი ვიდეორგოლია მომზადებული. როგორც კომპანიაში ამბობენ, მომხმარებელთა ინტერესიდან გამომდინარე, „თერმოინდუსტრია“ სასარგებლო რჩევების მომზადებას განაგრძობს.

დამატებითი ინფორმაციისთვის, შეგიძლიათ, ეწვიოთ კომპანიის ვებგვერდს.

[R]

“Crosscurrents” – გამოფენა Window Project-ში

“შემოდგომის ლეგენდა 2019-ის” ფინალისტები ცნობილია!