in

როგორ ვიმუშაოთ გუნდთან ერთად უფრო ეფექტურად?!

ყოველდღიურ ცხოვრებაში ადამიანები ერთმანეთს ეხმარებიან. ცდილობენ, საქმე გაინაწილონ, რომ უფრო მარტივად გადალახონ დაბრკოლებები და დასახულ მიზნებს ადვილად მიაღწიონ. გუნდური პრინციპით „თამაში“ პირად, ოჯახურ, მეგობრულ ურთიერთობებში მარტივია. სამსახურში, ჯგუფის წევრობა და წარმატების მიღწევა გაცილებით რთულია.

pasha-statiebi
pasha-statiebi

დენიელ კოილი სწორედ ამ მიმართულებით მუშაობს, იკვლევს სხვადასხვა ჯგუფებს. წლების მანძილზე აკვირდებოდა სამხედრო ნაწილის, პროფესიონალ კალათბურთელთა გუნდის, კრიმინალთა დაჯგუფების წევრებსაც კი, რომ დაედგინა, როგორ აღწევენ გუნდში წარმატებას, ან პირიქით, რა არ მუშაობს ასეთ დროს. დაკვირვების შედეგად, მან დაწერა წიგნი „კულტურული კოდი, წარმატებული გუნდების საიდუმლო“.

დენიელ კოილი შეეცადა დაედგინა, თუ რა არის მთავარი გუნდში ნდობის მოსაპოვებლად, რაზე უნდა ვიყოთ კონცენტრირებული, რომ კოლეგების ნდობა გაგვიჩნდეს და პირიქით, ჩვენ მათი ნდობა მოვიპოვოთ.

წარმოგიდგენთ რამდენიმე მიგნებას, რომელიც დენიელ კოილიმ დაკვირვებისა და ანალიზის შედეგად ჩამოაყალიბა. მისი აზრით, სულ ცოტა ცვლილებებია საჭირო, იმისთვის, რომ უფრო ეფექტური გუნდური მოთამაშე იყოთ. ეს რჩევები დაგეხმარებათ, გუნდის წევრებთან გქონდეთ კარგი დამოკიდებულება, მოიპოვოთ  ერთმანეთის ნდობა და შედეგად,  საქმეში წარმატებას მიაღწიოთ.

ყურადღება მიაქციეთ სხეულის ენას!

ხშირად თქვით: „მე შემეშალა, ჩემი ბრალია“!

ეცადეთ, უბრალო დეტალიც მნიშვნელოვნად აღიქვათ !

გამოხატეთ, რაც შეიძლება მეტი მადლიერება. ადამიანებს თქვენს გარშემო ხშირად უთხარით „მადლობა“!

ხშირად უთხარით თანაგუნდელებს „ახლა ყველაფერი შენზეა“!

აუცილებელია, საჭირო დროს თქვათ „არა“!

 

წყარო : www.entrepreneur.com



სამსუნგი თებერვალში Galaxy S9-ის წარდგენას გეგმავს!

როგორ იხსნა Whopper-მა პატიმარი სასიკვდილო განაჩენისგან – Burger King-ის ვიდეორგოლი