12
Jun
2019

სასოფლო-სამეურნეო ნარჩენებისგან დამზადებული შესაფუთი მასალა

12 Jun 2019

ბიზნესი, მსოფლიოს მასშტაბით, ცდილობს, მაქსიმალურად ეკო-მეგობრული იყოს. ყოველ შემთხვევაში, მათი ოფიციალური პოზიცია ასეთია – ეკოლოგიურად სუფთა შეფუთვა, გარემოზე ზრუნვა, სხვადასხვა აქტივობით. მაგალითად, პოლონურმა კომპანიამ MakeGrowLab, ერთჯერადი შესაფუთი მასალა SCOBY შექმნა, რომელიც ჰერმეტულად იცავს პროდუქტს.

 

„SCOBY არ ატარებს ჟანგბადს, სითხეს და მიკრობებს. ეს ნიშნავს, რომ იდეალური მასალაა მარცვლეული კულტურების, სენდვიჩის, სანელებლების, ტკბილეულის, მწვანილის შესაფუთად“.

SCOBY-ის დასამზადებლად, სასოფლო-სამეურნეო ნარჩენებს იყენებენ. საინტერესოა, რომ მისგან შემდეგ უკვე მრავალჯერადი გამოყენების შესაფუთ მასალას ამზადებენ.

SCOBY-ის  ყიდვა, ნებისმიერ მსურველს, „ონლაინ“ შეუძლია.

განხილვა