in

როგორ მოქმედებს ChatGPT-ის ხშირი გამოყენება სტუდენტებზე?

უახლესი კვლევის მიხედვით, ხელოვნური ინტელექტის სისტემები უარყოფითად მოქმედებს მეხსიერებაზე და ამავდროულად, პროკრასტინაციის დონესაც ზრდის. კვლევის ავტორმა, მუჰამედ აბასმა, FAST-ის მენეჯმენტის სკოლის ასოცირებულმა პროფესორმა აღნიშნა, რომ საკითხის შესწავლა პირადი გამოცდილების საფუძველზე გადაწყვიტა. როგორც ამბობს, სტუდენტებს შორის აშკარად ბევრმა პრობლემამ იჩინა თავი, რომელთანა უმეტესობა სწორედ მახსოვრობის უნარის დაქვეითებასა და დავალებების შესრულების გაჭიანურებას უკავშირდებოდა.

M2
M2

კვლევის ფარგლებში 494 სტუდენტი  სამჯერ, ორ-ორი კვირის ინტერვალით გამოჰკითხეს იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად იყენებდნენ ChatGPT-ს აკადემიურ საქმიანობაში. საწყის ეტაპზე დაადგინეს, რომ მძიმე აკადემიური დატვირთვისა და დროის ზეწოლის მქონე სტუდენტები მეტად იყენებდნენ AI ჩატბოტს.

საბოლოო ჯამში, მკვლევრებმა ასევე დაადგინეს, რომ ChatGPT-ის მაღალი გამოყენება დაკავშირებული იყო ნეგატიურ შედეგებთან. სტუდენტებს, რომლებიც ხშირად იყენებდნენ AI მოდელს, მეხსიერება გაუუარესდათ და ცუდი GPA ჰქონდათ. „ლექტორებმა სტუდენტები უნდა წაახალისონ, რომ აქტიურად ჩაერთონ კრიტიკულ აზროვნებაში და პრომლების გადამჭრელ აქტივობებში. შესაბამისად, ისეთი დავალებები უნდა მისცენ, რომელთა გადაჭრაც ხელოვნურ ინტელექტს არ შეუძლია. ასე მნიშვნელოვნად შემცირდება ზემოხსენებული უარყოფითი გავლენა“, — წერენ კვლევის ავტორები.

ChatGPT თითოეული ინფორმაციის წყაროს მიუთითებს

სელფი მსოფლიოში 25 კომპანიას შორისაა, ვინც ბიზნესის კეთილსინდისიერების სამუშაო ჯგუფის წევრი გახდა