in

შეიძინე მაკიაჟი უკვე ქუჩის აპარატებში

ნიუ-იორკში ლორეალმა იმ ადამიანებს, ვისთვისაც ყოველდღიურად ფორმაში ყოფნა აუცილებელია სიახლე შესთავაზა-ქუჩის მაკიაჟის აპარატი.

BOG

აპარატებს ფერის სენსორი გააჩნიათ, რომელიც ტანსაცმელთან შეხამებულ თვალის, ტუჩის და თმის ფერს გირჩევთ. იმ შემთხვევაში, თუ შერჩეული ვარიანტი მოგეწონებათ კოსმეტიკის ყიდვა ადგილზე შეიძლება.

პრომო კამპანია სარეკლამო სააგენტო R/GA-ს ეკუთვნის. ავტომატი 4 ნოემბერს დამონტაჟდა და 31 დეკემბრამდე Bryant Park-ის მეტრო-სადგურში იქნება.

ამ აქციის დახმარებით ლორეალი პირველი კოსმეტიკური კომპანია გახდა რომელმაც მომხმარებელს კომპიუტერიზებული მომსახურეობა შესთავაზა.

http://youtu.be/n_iab_9EcHM

 

რისთვის შეიქმნა Mr.Rex და კიდევ რას უნდა ველოდოთ მისგან ?

მელანქოლია და გამარჯვება ერთად! – ყველაზე ირლანდიური რეკლამა