in

Makidine.ge – ქარუ მანქანის ყიდვის გამოცდილებას ცვლის

CARU მანქანის ყიდვის გამოცდილებას ცვლის და ახალ პროდუქტს სთავაზობს მომხმარებელს. Makidine.ge, რომლის საშუალებითაც მანქანის შერჩევა-შეძენის პროცესი შეგიძლია ავტოექსპერტს გადააბარო.

პროცესი შემდეგია:

აკეთებთ განაცხადს საიტიდან და უთითებთ როგორ ავტომობილს ეძებთ, ავტოასისტენტი ავტომობილებით ვაჭრობის საიტებზე მოიძიებს შესაბამის ავტომობილებს, შეამოწმებს როგორც საჭიროა და შეგირჩევთ 3 საუკეთესო ვარიანტს, რომლიდანაც შემდეგ თქვენ უნდა ამოარჩიოთ რომელი გირჩევნიათ.

ბოლო პერიოდში ძალიან ხშირად მოგვმართავდნენ თხოვნით, რომ იქნებ მანქანის საყიდლად შემოწმებაში დავხმარებოდით. პროდუქტი რომ სწორად ჩამომეყალიბებინა ჩემი მანქანა გავყიდე და ახლის ძებნა დავიწყე რომ ზუსტად გამევლო ყველა სირთულე რასაც ჩვეულებრივი ადამიანი აწყდება მანქანის ყიდვისას. ჩამოვაყალიბეთ მანქანის ყიდვის ისეთი პროცესი, რომელიც საუკეთესო იქნებოდა მომხმარებლისთვის და გავამზადეთ პროდუქტად. ყველაფერი მარტივად გვინდოდა ყოფილიყო, ამიტომ ჩამოვაყალიბეთ პროცესი, რომელსაც 3X3 დავარქვი. 3 დღეში ტოპ 3 ვარიანტს მოუძებნის ექსპერტი მომხმარებელს, რომელიც იქნება ყველანაირად გადამოწმებული. თუმცა ყველაზე საინტერესო ფასდადების მოდელია. მომხმარებელი იხდის ფიქსირებულ 50 ლარს და საწყისი ღირებულებიდან დაკლებული თანხის 20%-ს. ანუ თუ გამყიდველი მანქანას აფასებდა $8500-ს და ექსპერტი მას 300$-ს დააკლებინებს მომხმარებელს მხოლოდ $60 ექნება გადასახდელი. ეს იმის გარანტიას იძლება, რომ ექსპერტი მომხმარებლის ინტერესებს მაქსიმალურად გაითვალისწინებს, რადგან მისი კეთილდღეობა იქნება ამაზე დამოკიდებული” – ამბობს ქარუს დამფუძნებელი ნიკა აბაშიძე.

იმის გამო, რომ პროდუქტი სატესტო რეჟიმშია CARU მომხმარებელს Guaranteed Cashback-ს პირდება, რაც ნიშნავს რომ თუ მომხმარებელს შერჩეული მანქანებიდან არც-ერთი მოეწონა წინასწარ გადახდილ 50 ლარს ექსპერტი უკან დაუბრუნებს.

 

[R]

უსმენთ თუ არა რეალურად?

ტოქსიკური „სირბილე“ თანამშრომლებთან კომუნიკაციაში – „რინგოს“ #შეცდომები