წლის მიწურულს, განვლილი 12 თვის შეჯამება გვეხმარება გავიაზროთ, რა გზა გამოვიარეთ და სამომავლო მიზნებიც დავისახოთ. ამჯერად, სააგენტო making science-ის 2023 წლის შეჯამებას გაგაცნობთ.
2023 წლიდან არაერთი განსაკუთრებული მოგონება დაგვრჩა. დავიწყოთ Young Cannes Lions-დან – პირველად მივიღეთ მონაწილეობა და პირველივე მცდელობისას ფილმის კატეგორიაში საპრიზო ადგილი მოვიპოვეთ – გვანცა გელოვანისა და გვანცა დარსანიას დამსახურებით. ასევე, ACAG-ის პრინტ კონკურსებში ორჯერ შევძელით მესამე ადგილის მისაკუთრება და ბრინჯაოს პრიზის დაუფლება.

ასეთ სასიხარულო ამბებთან ერთად, სამწუხაროდ, მოგვიწია დავმშვიდობებულიყავით გუნდის რამდენიმე განსაკუთრებულ წევრს, რათა თავიანთი დიდი მიზნებისკენ გზა გაეგრძელებინათ.
წლის ბოლოს კი, სიხარულით შევეგებეთ გუნდის ახალ წევრებს.
2023 წლის ნამუშევრებიდან გამორჩეულად გვიყვარს სოკარის კამპანია – „მეგზურსაც გააჩნია“, რომლის ფარგლებშიც, საგზაო კულტურის გასაუმჯობესებლად შევქმენით არაერთი სარეკლამო რგოლი, კონტენტ სტრატეგია, განვახორციელეთ რამდენიმე მნიშვნელოვანი კოლაბორაცია და დავამზადეთ მერჩი.

რაც შეეხება შეუდარებელ „იტონგს“, მათთვის ახალი მესიჯით – „რა შედარებაა?!“ ახალი კამპანია შევქმენით. ვიდეოსერიებმა ნაძლევის ისტორიის შესახებ უკვე გამოიწვია გამოხმაურება სოციალურ მედიაში. მალე, „იტონგისთვის“ მომზადებულ ახალ სერიებსაც შემოგთავაზებთ.

„პიცა ჰატი“ გუნდის ზოგიერთ წევრს მანამდე გვიყვარდა, სანამ საქართველოში დაიწყებდნენ მოღვაწეობას. შესაბამისად, საქართველოში მათი გამოჩენა ჩვენ თავზე ავიღეთ და შეგიძლიათ ძალიან საინტერესო კონტენტს დაელოდოთ.
2024 წლისთვის ბევრი მიზანი გვაქვს – განსაკუთრებით ორს გამოვყოფდით: გვინდა მეტი დრო დავუთმოთ სოციალურ პროექტებს და სხვადასხვა ბრენდთან ერთად განვახორციელოთ თითოეული იდეა. ასევე, შევქმნათ Making Science-ში საუკეთესო სამუშაო გარემო, სადაც ყველაფერთან ერთად, ადამიანებს თავიანთი იდეების თავისუფლად განხორციელება შეეძლებათ.













