in

კარიერული განვითარების შანსი ტექნოლოგიური მიმართულებით -Making Science Sweeft-ის აქსელერაცია

ტექნოლოგიების ისტორიულ ეპოქაში, 21- საუკუნეში, ძალიან მნიშვნელოვანია ყოველი სიახლე, გამოწვევა, გადაწყვეტა თუ მიგნება, რასაც საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში სხვადასხვა კომპანია გვთავაზობს მსოფლიოს გარშემო და მით უფრო საქართველოში. დასაქმების გლობალური ბაზარი სულ უფრო ზრდის მოთხოვნას პროგრამული უზრუნველყოფის კომპეტენციის მქონე ადამიანურ რესურსზე. ეს მიმართულება ჩვენთანაც ძალიან წარმატებულად ვითარდება. სულ უფრო მცირდება ადამიანების ასაკი, ვინც ტექნოლოგიით ინტერესდება და დღითიდღე მეტი მოთხოვნა ჩნდება დამსაქმებლებისგან.

ამის მიუხედავად, ტექნოლოგიური პროფესიები ბოლომდე ათვისებული არ გვაქვს და ბაზარზე სპეციალისტების ნაკლებობას განვიცდით, რადგან ტექინდუსტრია ძალიან ფართო დარგად სულ მოკლე დროში იქცა. მას აქვს მიმართულებების ვრცელი სია, რაც თითოეულ მათგანში კვალიფიციური სპეციალისტების დეფიციტს ქმნის. ეს არის პრობლემა, რომელსაც გონივრული და დროული გადაჭრა სჭირდება.

მეიქინგ საიენს სვიფტიის კომპანიაა, რომელიც პროგრამული უზრუნველყოფის მიმართულებით მრავალ პროექტს ახორციელებს, თუმცა მისი მიზანი მხოლოდ კონკრეტულ პროექტებზე მუშაობა არ არის. კომპანიას სურს, რომ საქართველოში ტექნოლოგიების კუთხით ცნობიერება გაზარდოს, ხელი შეუწყოს ახალი რესურსის აღმოჩენას და აამაღლოს მათი კვალიფიკაცია

სწორედ ამ მიზნით, 1-ლი აგვისტოდან ,,მეიქინგ საიენს სვიფტი” კიდევ ერთ მიღებას აცხადებს კარიერული აქსელერაციის პროგრამაზე, რომლის მხარდამჭერიცაა USAID-ის პროგრამადამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის“. აღნიშნული პროგრამით კომპანია ეხმარება შრომის ბაზარს და დამსაქმებლებს, მიიღონ მაღალკვალიფიციური კადრები პროგრამული უზრუნველყოფის მიმართულებით, რაც, თავის მხრივ, ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაზეც იქონიებს გავლენას.

დეტალები კარიერული აქსელერაციის პროგრამის შესახებ

დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვისკარიერული აქსელერაციის პროგრამა USAID –ის ფინანსური მხარდაჭერით და სხვა სტრატეგიული პარტნიორების ჩართულობით შეიქმნა და განახლდა 30 სასწავლო პროგრამა პროგრამული უზრუნველყოფისა და ციფრული მარკეტინგის სხვადასხვა მიმართულებისთვის. ამასთან, პროგრამის მეტი ეფექტურობისთვის და პროცესის გამარტივების მიზნით, შეიქმნა საგანმანათლებლო პლატფორმა, რომელიც სტაჟიორების საჭიროებებზეა მორგებული

აქსელერაციის პროგრამის მიმდინარე ნაკადში 50 სტაჟიორია ჩართული, რომლებიც სპეციალურად შერჩეული მენტორების დახმარებით, გადამზადებას გადიან მათთვის სასურველ კურსებზე. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ მონაწილეების 42% ქალია, რაც ტექნოლოგიების მიმართ ქალთა დაინტერესების მაღალ მაჩვენებელზე მიუთითებს. თავის მხრივ, ამ პროგრამისთვის გადამზადება გაიარა 40-მა მენტორმა, რომლებიც სტაჟიორებს ცოდნასა და გამოცდილებას უზიარებენ. აქსელერაციის პროგრამა 6 თვის განმავლობაში გრძელდება და მონაწილეები რეალურ გარემოში  რეალურ ბიზნეს ქეისებზე მუშაობენ, რაც მათ საშუალებას აძლევს, განიმტკიცონ ტექნიკური ცოდნა და უნარები

თავის გამოცდილებას გვიზიარებს პროგრამის კურსდამთავრებული ნინი თარალაშვილი – მონაცემთა ანალიტიკოსი:

მე მქონდა წარმოუდგენელი შესაძლებლობა, ვყოფილიყავი Making Science Sweeft-ის კარიერული აქსელერაციის პროგრამის წევრი, სადაც შევძელი ჩემი სასურველი პროფესიის დაუფლება. აღმოვჩნდი ადამიანების გარემოცვაში, რომლებიც მუდმივად ზრუნავდნენ ჩემს კარიერულ ზრდაზე. აქსელერაციის პროგრამა არამხოლოდ ტექნიკურ უნარ-ჩვევებზე არის კონცენტრირებული, არამედ .. რბილი უნარების შეძენაგანვითარებაზეც, რაც ამ გამოცდილებას ნამდვილად კიდევ უფრო გამორჩეულს ხდის. სწავლის პერიოდშივე შევძელი რეალურ გარემოში მუშაობა, რაც გარდამტეხი აღმოჩნდა ჩემთვის. პროგრამამ მომცა არა მხოლოდ ცოდნა და გამოცდილება, რათა განვვითარებულიყავი, როგორც მონაცემთა ანალიტიკოსი, არამედ გამომიმუშავა თავდაჯერებულობა და მზადყოფნა რეალურ სამყაროში გამოწვევების დასაძლევად“.

მომდევნო, ანუ რიგით მეექვსე ნაკადის ფარგლებში, აქსელერაციის პროგრამაზე მიღება 1-ლი აგვისტოდან დაიწყება და 14 აგვისტოს დასრულდება. შემდეგ იქნება შერჩევა – 15 აგვისტოდან 20 ოქტომბრამდე. ეს ეტაპი ხანგრძლივია და სამი საფეხურისგან შედგება. საბოლოოდსწავლა 1-ლი ნოემბრიდან დაიწყება. ახალი ნაკადისთვის  კომპანია უკვე ემზადება და ამისთვის განახლებულია სილაბუსები, ტესტირებისა თუ შეფასების სისტემები.

გარდა გამოცდილების მიღებისა, აქსელერაციის პროგრამა კიდევ იმითაა საინტერესო, რომ სწავლის პერიოდში სტაჟიორები ანაზღაურებას იღებენ. ასევე, ის ეხმარება კურსდამთავრებულებს, გააგრძელონ კარიერა. ,,მეიქინგ საიენს სვიფტის“ თქმით, შეიქმნება სამუშაო ადგილები, რომლებზეც 150-ზე მეტი სტაჟიორი გადანაწილდება.

ნათია გაფრინდაშვილი – კარიერული აქსელერაციის პროგრამის მენეჯერი:

კარიერული აქსელერაციის პროგრამა, რომელსაც  Making Science  Sweeft უკვე სამი წელია წარმატებით ახორციელებს, თავისი არსითა და სტრუქტურით, ვფიქრობ, უნიკალურია საქართველოში. პროგრამა მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ციფრული ტექნოლოგიების სფეროს განვითარებასა და პოპულარიზაციას ქვეყანაში, ამ მიმართულებით ტალანტების აღმოჩენას და დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნას, რაც მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის. კარიერული აქსელერაციის პროგრამა მოიცავს 6-თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების პროცესს პროგრამული უზრუნველყოფისა და ციფრული მარკეტინგის სხვადასხვა მიმართულებით, რომელიც დაფუძნებულია მენტორობის პრინციპებზე და სამუშაო ადგილზე თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებას გულისხმობს

აქსელერაციის პროგრამის ფარგლებში, უკვე გადამზადდა 200-ზე მეტი მონაწილე, რომელთა 80% დასაქმებულია. პროგრამაში მიღება წელიწადში ორჯერ ცხადდება და დაინტერესება მის მიმართ ძალიან მზარდია. ამ ეტაპზე მეექვსე მიღებისთვის ვემზადებით და წინა ნაკადის გამოცდილებით თუ ვიმსჯელებთ, პროგრამაში მონაწილობის მსურველებს საკმაოდ კონკურენტული შერჩევის პროცესის გავლა მოუწევთ”. 

ვის შეუძლია მონაწილეობა და სად უნდა გაიაროთ რეგისტრაცია

პროგრამაში მონაწილეობა ყველა იმ ადამიანს შეუძლია, ვისაც საბაზისო ცოდნა მაინც აქვს პროგრამირების ან ციფრული მარკეტინგის სფეროში. აქსელერაცია 25-ზე მეტ მიმართულებას გთავაზობთ, რაც საშუალებას გაძლევთ, თქვენზე მორგებული კურსი შეარჩიოთ, მიიღოთ ანაზღაურება, ახალი ცოდნა, პრაქტიკა და, ამასთანავე, დასაქმდეთ.

განაცხადების დაფიქსირება შეგიძლიათ ვებგვერდზე: https://sweeftdigital.com/

[R]

ყველის საუკუნოვანი ამერიკული ბრენდი, ფრანგული ფესვებით

WeTransfer-ის ახალი კამპანია თანამედროვე ხელოვანების წასახალისებლად