სასიხარულოა, რომ საქართველოს ტექნოლოგიური ბაზარი სულ უფრო იზრდება და მოთხოვნადი ხდება. ამ მიმართულებით თითქმის ყოველდღე ახალი კომპანია, სტარტაპი, პროექტი თუ კადრი ჩნდება. მნიშვნელოვანია უცხოურ ორგანიზაციებთან თანამშრომლობაც, მათთან, ვისაც უკვე დიდი ცოდნა, გამოცდილება აქვს დაგროვებული ტექნოლოგიური კუთხით და ქართული კომპანიისთვის უამრავი და ნაყოფიერი პერსპექტივის შეთავაზება შეუძლია.
ისინი, ვინც მიმდინარე ამბებს თვალყურს ვადევნებთ, ვხედავთ, რომ დიდი და მასშტაბური ტექკომპანიებისთვის საქართველო საინტერესო ბაზარია, სადაც შეიძლება ინვესტიციის ჩადება, ჩვენი რესურსების სასარგებლოდ გამოყენება და ორმხრივი თანამშრომლობა. ერთ-ერთი ასეთი სიახლეა ,,მეიქინგ საიენს სვიფტის’’ თანამშრომლობა ცნობილ იტალიურ კომპანია ,,სნაიტექთან“.
„სნაიტექი” ლეგალური თამაშების სექტორის წარმომადგენელია, რომელიც კიდევ უფრო დიდი ორგანიზაციის, ,,ფლეიტექის“ შვილობილია. ,,ფლეიტექი“ საჯარო სავაჭრო ბირჟის წევრია და მისი მოგება 2022 წელს 1,602 მილიარდი ევრო იყო. ორგანიზაციას 6500-ზე მეტი თანამშრომელი ჰყავს. მისი შვილობილი ,,სნაიტექი“ საკმაოდ პოპულარულია როგორც მთელ იტალიაში, ისე – მის ფარგლებს გარეთ. თამაშების მოყვარულებს სათამაშო და გასართობი სერვისების ფართო სპექტრს სთავაზობს. შინაარსის მრავალფეროვნების გარდა, ,,სნაიტექი “ იმითაც არის ცნობილი, რომ მისი აპლიკაციები, ადაპტირებული ტექნოლოგიის გამოყენებით, ყველა მოწყობილობას ერგება და ტექნიკურად მაღალი ხარისხისაა.
„მეიქინგ საიენს სვიფტისთვის’’, რომელიც ქართული ციფრული ინდუსტრიის ერთ-ერთი დიდი და მოწინავე ორგანიზაციაა, ძალიან მნიშვნელოვანია ,,სნაიტექთან “ თანამშრომლობა, იდეების გაცვლა და ერთობლივ პროექტებზე მუშაობა.
„სნაიტექმა”, გუნდის მოცულობისა და შესაძლებლობების გაზრდის (Staff Augmentation) მიზნით, ევროპის ბაზარზე თანამშრომლობების მოძიება დაიწყო და არსებული კომპანიებიდან აირჩია Making Science Sweeft, რითაც მას, software დეველოპმენტის ნაწილი საქართველოში გადმოაქვს.
„სნაიტექთან” პარტნიორობა საქართველოს ტექნოლოგიური სექტორის მომავალზე ძლიერ გავლენას მოახდენს. მიხარია, რომ ჩვენ ამ ცვლილების წინა პოზიციებს ვიკავებთ და დიდი წვლილი მიგვიძღვის. ამავდროულად, ვმუშაობთ მაღალი რეპუტაციის მქონე ინოვაციურ კომპანიასთან და ამ პარტნიორობას ვაფასებთ, როგორც მნიშვნელოვან შესაძლებლობას, გამოვიყენოთ ჩვენი გამოცდილება და მივიღოთ ინოვაციური გადაწყვეტილებები, რომლებიც აკმაყოფილებს ჩვენი კლიენტების საჭიროებებს. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ეს არის ჩვენი გუნდის რეპუტაციითა და დაუღალავი შრომით მიღებული შედეგი.
ჩვენ ასევე გვჯერა, რომ ქართული პროგრამული უზრუნველყოფის ინდუსტრიისთვის ეს არის შესანიშნავი შესაძლებლობა, რადგან ჩვენი ქვეყნის წინსვლასა და განვითარებას უწყობს ხელს ”, – ვაკო თურნავა, „მეიქინგ საიენს სვიფტის” დამფუძნებელი.
„მეიქინგ საიენს სვიფტის” დირექტორის მოადგილე, თემო მაღრაძე:
„გლობალურ კომპანიებთან თანამშრომლობა, როგორიცაა „სნაიტექი”, საინტერესო შესაძლებლობაა ჩვენი კომპანიისა და გუნდისთვის. ის გვაძლევს საშუალებას, ვიმუშაოთ რთულ პროექტებზე და გავეცნოთ ახალ ტექნოლოგიებსა და მიდგომებს, რაც დაგვეხმარება ჩვენი უნარებისა და ცოდნის გაუმჯობესებაში.
მოხარულები ვართ, რომ ,,სნაიტექთან“ ერთად ვმუშაობთ ჩვენს პირველ პროექტზე, თუმცა დეტალებს ჯერ ვერ ვაცხადებთ. ჩვენი თანამშრომლობის შედეგებს ქართველი მომხმარებლები უახლოეს მომავალში იხილავენ და დარწმუნებულნი ვართ, რომ ეს იქნება მნიშვნელოვანი წამოწყება, რომელიც ორივე კომპანიის ძლიერ მხარეებს გამოიყენებს, გვეძლევა უნიკალური პერსპექტივებისა და გამოცდილების გამოყენების საშუალება, მივიღოთ ,,სნაიტექისთვის“ საჭირო ინოვაციური გადაწყვეტილებები”.
[R]