ყოველი წარმატებული კომპანიის, მისი ბრჭყვიალა ბანერების, პროდუქტებისა და დაპირებების, მომხმარებლის დადებითი უკუკავშირების მიღმა მისი თანამშრომლები დგანან. იმისთვის, რომ თანამშრომელი საქმეს სიყვარულითა და შემართებით აკეთებდეს, მას ცოდნასთან ერთად კარგი მოტივაციაც სჭირდება. როდესაც ვსაუბრობთ სამსახურში მოტივაციაზე, ზოგისთვის ის მხოლოდ მაღალ ანაზღაურებასთან ასოცირდება, თუმცა ამას გარდა, არსებობს კიდევ უფრო მყარი და მნიშვნელოვანი ასპექტი, როგორიცაა კარგი სამუშაო კულტურა, რომლის ჩამოყალიბებაც ცალკე ხელოვნებაა.
თემა იმდენად დიდია, რომ შეიძლება ამაზე უსასრულოდ ვისაუბროთ, თუმცა მოდი, მოკლედ ჩამოვწეროთ ის რამდენიმე მიზეზი, რომლებიც სამსახურში კომფორტს გვიქმნის.
- ოფისი – სამუშაო დროის კომფორტულ სივრცეში გატარება ძალიან მნიშვნელოვანია. ალბათ ყველას გვქონია საყვარელი ან სასურველი კუთხე ოფისში, სადაც თავს მყუდროდ ვიგრძნობთ. ოფისი კიდევ უფრო „სახლურად” გვეჩვენება, თუ იქ მოსასვენებელი და სათამაშო სივრცეებიცაა თავისუფალ წუთებში რელაქსაციისათვის.
- პროფესიული განვითარება – სამსახური თანამშრომელს განვითარების, კვალიფიკაციის ამაღლების საშუალებას უნდა აძლევდეს. ტრენინგები, ვორკშოპები, საერთაშორისო ფორუმები და სხვა მსგავსი ღონისძიებები გუნდს ზრდაში ეხმარება, კომპანიას კი – უფრო გამოცდილი და პროდუქტიული თანამშრომლებით დაკომპლექტებაში.
- Team building-ები – ქალაქგარეთ გასვლის დაგეგმვა, კორპორაციული წვეულებები, სპორტული შეჯიბრებები და მსგავსი აქტივობები გუნდს ხდის უფრო ერთიანს, საშუალებას გვაძლევს, უკეთ გავიცნოთ ერთმანეთი და დავაგროვოთ საუკეთესო სამსახურებრივი მოგონებები.
Making Science Sweeft ის კომპანიაა, რომელიც ამ სამ ძირითად მიმართულებას აკმაყოფილებს და თანამშრომლებისთვის მუდმივად ქმნის კომფორტს როგორც ოფისში, ისე მის გარეთ.
ეს სამი ძირითადი პუნქტია, რომლებიც ორგანიზაციულ კულტურას განსაზღვრავს. Making Science Sweeft ის კომპანიაა, რომელიც ამ სამივე პუნქტს აკმაყოფილებს და თანამშრომლებისთვის მუდმივად ქმნის კომფორტს როგორც ოფისში, ისე მის გარეთ.
გიორგი მარიამიძე, Making Science Sweeft-ის აღმასრულებელი დირექტორი:
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, თანამშრომლებს შევუქმნათ ჯანსაღი სამუშაო გარემო, მივცეთ პროფესიული განვითარების შესაძლებლობა, რაც გულისხმობს, როგორც შიდა ტრენინგებს, ისე საერთაშორისო ფორუმებზე, პრესკონფერენციებზე დასწრებას და მათთვის საინტერესო კურსების, მოძიების, გავლის შესაძლებლობას შიდა პლატფორმის ფარგლებში, მაგალითად, „სქილვილის“ აკადემიაში.
Making Science Sweeft-ისთვის მნიშვნელოვანია პროფესიონალიზმისა და თავისუფლების ბალანსი, რომელიც გამოიხატება ყველა დეტალში, რაც ორგანიზაციას, გუნდსა და სამუშაო სტილს უკავშირდება.
ჩვენი სამუშაო სამუშაო სივრცეც ნათლად ასახავს კომპანიის მთავარ ფასეულობებსა და ხედვებს, ღია, ფერადი და თავისუფალია ბევრი სხვადასხვა ზომის შეხვედრის ოთახით, რომლებსაც წარმატებული ტექნოლოგიური კომპანიების სახელი ჰქვია. თანამშრომლებს სურვილისამებრ შეუძლიათ, აირჩიონ სამუშაო კუთხე და მაქსიმალურ კომფორტში შეასრულონ ამოცანები, მოიწყონ შემოქმედებითი შესვენება”.
გარდა უკვე არსებულ გუნდზე ზრუნვისა, კომპანია აქტიურადაა დაკავებული სტუდენტების ხელშეწყობითაც, რასაც, აგრეთვე, ორგანიზაციულ კულტურაში ნერგავს. Making Science Sweeft პრიორიტეტად აყენებს ახალგაზრდა ლიდერების მოზიდვას, ამიტომ კარიერული განვითარების პროგრამას, ELEVATOR-ს ბიზნესის ფაკულტეტის მე-3-მე-4 და მაგისტრატურის სტუდენტებს სთავაზობს. ეს ანაზღაურებადი სტაჟირებაა, რომელიც 8 თვეს გრძელდება და სტუდენტებს აძლევს საშუალებას, 4 ძირითადი მიმართულებით დააგროვონ გამოცდილება: ტალანტების მენეჯმენტი, პროექტმენეჯმენტი, გაყიდვები და მარკეტინგი.
„ამ პროგრამის ფარგლებში სტუდენტებს შესაძლებლობა ეძლევათ, ტოპმენეჯმენტისგან მიიღონ დავალებები, რჩვები და მუდმივი უკუკავშირი, რაც ხელს შეუწყობს მათ სწრაფ პროფესიულ ზრდასა და განვითარებას ტექნოლოგიურ ინდუსტრიაში. Elevator-ის ფარგლებში, ახალგაზრდები შეძლებენ გაიგონ, როგორ მუშაობენ საერთაშორისო ტექნოლოგიური კომპანიები და როგორ ქმნიან ციფრულ პროდუქტებს, აღმოაჩინონ ახალი ინტერესები და დააგროვონ მრავალფეროვანი სამუშაო გამოცდილება. პროგრამის დასრულების შემდეგ, საუკეთესო მონაწილე შეძლებს 2 კვირით ესპანეთში გამგზავრებას და Making Science-ის ოფისში საერთაშორისო გამოცდილებისა და პრაქტიკული ცოდნის დაგროვებას”, – გიორგი მარიამიძე.
განაცხადების მიღება უკვე დაწყებულია და 31 მაისის ჩათვლით გაგრძელდება.
დაინტერესებულ პირებს შუძლიათ რეზიუმე შემდეგ ელ.ფოსტაზე გააგზავნონ: [email protected], ან დარეგისტრირდნენ QR კოდის საშუალებით.
Making Science Sweeft-ში სჯერათ, რომ თანამშრომლებს კომპანიაზე უდიდესი გავლენა აქვთ, ამიტომ ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ გუნდის თითოეული წევრისთვის სამსახური არა უბრალოდ რუტინა, არამედ ცხოვრების ნაწილი იყოს.
„საუკეთესო ტალანტების მოძიებისა და შენარჩუნების მიზნით, ორგანიზაციული კულტურის განვითარებას დიდ ყურადღებას ვაქცევთ, რაც თანამშრომლებთან ინდივიდუალურ მიდგომასა და ინოვაციას მოითხოვს”, – გიორგი მარიამიძე.
[R]