in

Makita-ს ყავის პორტატული აპარატი ბატარეებზე! – UPDATE

veon
veon

იაპონურმა ბრენდმა Makita ყავის მორიგი აპარატი CM501D გამოუშვა, რომლის გამოყენებაც სადენის გარეშე, ბატარეების საშუალებით შეიძლება. შესაძლოა, გაგიკვირდეთ, რამ განაპირობა ასეთი მოწყობილობის საჭიროება? თუმცა, ყავის ნამდვილი მოყვარულები უსათუოდ მიხვდებიან – თუკი სალაშქროდ ან სამოგზაუროდ წასულს, ბუნებაში, მშვენიერი ხედის ცქერისას, ნავით სეირნობისას ან პიკნიკის დროს ფინჯანი ყავა მოგინდებათ, Makita-ს ახალი მოდელი ამის საშუალებას უკვე იძლევა. მართალია, თავდაპირველად, შეიძლება მეგობრებისგან არაერთი ხუმრობაც მოისმინოთ ამ თემაზე, თუმცა, მალე ისინიც სიამოვნებით შემოუერთდებიან თქვენს ახალ წამოწყებას.

Makita-ს ყავის აპარატი 1.5 კგ-ს იწონის და აქვს 18V BL1860 ბატარეა, მისი წარმადობა 640 მლ-ის. აპარატი $111 ღირს.

30 მარტს ელექტრონული მუსიკის ფესტივალი MICROB გაიმართება!

ბოდიში სრულიად უადგილოა! – ვიდეორგოლი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით