აქ ყველაფერი სკეტჩით იწყება – ჯერ ჩანახატი კეთდება და შემდგომ უკვე მისი გაცოცხლება ხდება, ტანსაცმლის დიზაინით დაწყებული მისი მასიური წარმოებით დასრულებული. MAKRATELLI სრულ მომსახურებას სთავაზობს როგორც დიდ კომპანიებს, ასევე სტარტაპებს.
MAKRATELLI-ს ისტორია 10 წლის წინ დაიწყო ის პირველი სააგენტოა კავკასიის რეგიონში, რომელმაც კომპანიებს ტანსაცმლის შექმნის სრული პაკეტი შესთავაზა. დღეისათვის ის თანამშრომლობს როგორც ქართულ, ასევე უცხოურ კომპანიებთანაც და მათთვის შესაბამის სამოსს ქმნის. ძირითადი ინდუსტრიები, რომლებსაც საწარმო მოიცავს, არის: ჰორეკა, ავიაცია და სათამაშო ბიზნესი. ასევე აღსანიშნავია, რომ MAKRATELLI წარმატებით თანამშრომლობს სხვა ნებისმიერი მიმართულების კომპანიებთანაც.
რაც შეეხება გუნდს, საწარმოში 50-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული, რომლებიც თავიანთი საქმის პროფესიონალები არიან.
MAKRATELLI ბევრ უცხოურ მომწოდებელთან და მწარმოებელ ქარხნებთან თანამშრომლობს, რაც ეხმარება საწარმოს დროულად, ეფექტურად და ხარისხიანად შეასრულოს ნებისმიერი მოცულობის შეკვეთა.
თუ ბიზნესისთვის და თქვენი გუნდისთვის ეძებთ მორგებულ სამოსს, რომელიც შესაბამისობაში იქნება თქვენი ბრენდის იდენტობასთან, ფერებთან, ხასიათთან, მაშინ არჩევანი სწორედ MAKRATELLI-ზე შეგიძლიათ, შეაჩეროთ. სანამ უშუალოდ პროცესი დაიწყება, სპეციალისტთა გუნდი თქვენს მოთხოვნებს, გემოვნებასა და საჭიროებებს გაეცნობა, შემდეგ გაგიზიარებთ საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას, ერთობლივი შეთანხმების შედეგად კი, პირველ სკეტჩებზეც დაიწყებს მუშაობას. მნიშვნელოვანია იმის ცოდნაც, რომ MAKRATELLI თანამშრომლობს მხატვრებთან, ინდივიდუალური და სხვებისგან განსხვავებული ქსოვილის ზედაპირი შესაქმნელად.
MAKRATELLI-ს ფილიალი იტალიაში, ქ. მილანში 2022 წლიდან არსებობს.
ფილიალი კონკრეტულად დიზაინმიმართულებით მუშაობს. ამ სივრცეში დიზაინერები და მხატვრები ერთმანეთთან კოლაბორაციით სხვადასხვა ნამუშევარს ქმნიან დამკვეთი ბრენდისთვის. ყოველი მათი ნამუშევარი ბრენდის ფილოსოფიასა და კონცეფციას ეფუძნება. დიზაინერები შეიმუშავებენ დიზაინს, ზოგად სტილს, ხოლო მხატვრები უშუალოდ იმ ნახატებზე მუშაობენ, რომლებიც შემდეგ ქსოვილზე უნდა გადავიდეს. ამ ფილიალის სერვისით მრავალი ბიზნესსექტორი სარგებლობს, მათ შორის არიან: ტანსაცმლის დიზაინერები, ბრენდები, ქსოვილის დამამზადებელი ქარხნები, ტანსაცმლის სააგენტოები და სხვები. შედეგად, ყოველი მათგანი იღებს მის საჭიროებებს მორგებულ და კონკრეტულად მისთვის შექმნილ უნიკალურ ნამუშევარს.
ბრენდის იდენტობა მხოლოდ სახელწოდება და ლოგო არ არის. ის ყველა დეტალში გამოიხატება, ამ დეტალების მთავარი ნაწილი კი სამოსია. ტანსაცმელი არა მხოლოდ ადამიანის სტილსა და ინდივიდუალიზმს გამოხატავს, არამედ მთელი კომპანიისაც. კომპანიებს, სტარტაპებს რომლებსაც გსურთ, შეიქმნათ ეს ინდივიდუალიზმი და გამოირჩეოდეთ სხვებისგან, MAKRATELLI შესაბამის მომსახურებას გაგიწევთ.
[R]