in

ეს სტიკერები მიანიშნებს, რისი მომზადება შეიძლება გადამწიფებული პროდუქტებისგან

საკვების ნარჩენებთან და გარემოზე მის მავნე ზემოქმედებასთან გასამკლავებლად, Makro და სარეკლამო სააგენტო Grey Colombia გენიალურ სტიკერებს გვთავაზობენ.

BOG
BOG

FAO-ს, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის თქმით, ნარჩენების 40%-ს სწორედ ხილი და ბოსტნეული შეადგენს. მომხმარებლები გადამწიფებულ ხილს ხშირად არ ყიდულობენ, რადგან ფიქრობენ, რომ საკვებად ვარგისი აღარ არის. თუმცა რეალურად, ეს ყოველთვის ასე არაა და ამის გაგებაში სწორედ სტიკერები დაგეხმარებათ. ასე არა მარტო ასწავლიან მომხმარებლებს, თუ როგორ შეუძლიათ სხვადასხვა სიმწიფის სტადიაზე მყოფი პროდუქტების გამოყენება, არამედ ხელს შეუწყობენ გონივრული გადაწყვეტილებების მიღებაში ზუსტად იმ პროდუქტების არჩევით, რომლებიც მათ საჭიროებებს აკმაყოფილებს. 

თუ დააკვირდებით სტიკერზე ფერების გრადაციაა ნაჩვენები, რომლებიც სიმწიფის სხვადასხვა ხარისხს ასახავს. მაგალითად, შესაძლოა, ბანანის სტიკერი გთავაზობდეთ მისი შეწვის, ნაყინისა თუ ნამცხვრისთვის გამოყენებას, რაც სწორედ ხილის ფერზეა დამოკიდებული. გამოდის, ასე პრაქტიკულ სახელმძღვანელოს გვთავაზობენ, თუ როგორ გადავაქციოთ მწიფე პროდუქტი გემრიელ საკვებად. 

სწორედ ასე აპირებენ Makro და Grey Colombia სურსათის ნარჩენების პრობლემასთან გამკლავებას, მომხმარებლების დახმარებას, გააკეთონ გონივრული არჩევანი და მოიფიქრონ მეტად კრეატიული იდეები, თუ რა მოამზადონ…

ტანსაცმლის ვირტუალურად მორგება თუ კანის მდგომარეობის დადგენა — Google ახალ AI ფუნქციებს ამატებს

„ყვარლის ღვინის გვირაბი“ — კახეთის მთავარი მასპინძელი