in

მაქსიმალური ტემპერატურა, რომელსაც ადამიანის სხეული გაუძლებს — კვლევა

მეცნიერებმა სითბოსა და ტენიანობის ის მაქსიმუმი დაადგინეს, რომელსაც ადამიანის სხეული გაუძლებს. აქამდე ამბობდნენ, რომ ჯანმრთელი ახალგაზრდა ადამიანიც კი გარდაიცვლებოდა 35 გრადუს ტემპერატურასა და 100%-იანი ტენიანობის პირობებში, მაგრამ ახალი კვლევა გვეუბნება, რომ ეს კომბინაცია მეტად დაბალი მაჩვენებლებითაც შეიძლება იყოს წარმოდგენილი.

M2
M2

ასეთ დროს ოფლი, ძირითადი საშუალება ჩვენი სხეულისთვის ტემპერატურის შესამცირებლად, აღარ ორთქლდება კანიდან, რასაც ე. წ. სითბურ ინსულტამდე, ორგანოების გათიშვამდე და საბოლოოდ სიკვდილამდე მივყავართ… 35 გრადუსი რომ ვახსენეთ, მსგავსი შემთხვევები პრაქტიკაში 2 საათზე მეტხანს არ გაგრძელებულა, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს პროცესი მასობრივ სიკვდილიანობაში არ გადაზრდილა. 

თუმცა ამბობენ, რომ ექსტრემალური სიცხე მაინცდამაინც ამ ნიშნულთან ახლოს არ უნდა იყოს იმისათვის, რომ ადამიანების სიკვდილი გამოიწვიოს და ეს ინდივიდუალურია  ასაკის, ჯანმრთელობის მდგომარეობისა და სხვა სოციალური თუ ეკონომიკური ფაქტორების მიხედვით. აი, მაგალითად, გასულ ზაფხულს ევროპაში 61 000-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა მაღალი ტემპერატურის გამო, როცა იქ ტენიანობა დამაკმაყოფილებელი იყო. მაგრამ თუ იმას გავიხსენებთ, რომ გლობალურმა ტემპერატურამ მკვეთრად მოიმატა, ეს მეტად საშიში გახდება კაცობრიობისთვის… 

ე. წ. სველი ნათურის ტემპერატურა კი ჩვეულებრივ თერმომეტრზე სველი ქსოვილის დაფენით იზომება, შემდეგ კი აკვირდებიან, რამდენად სწრაფად აორთქლდება წყალი ქსოვილიდან. ეს ამჯერად მკვლევრებმა ექსპერიმენტით გამოსცადეს და აჩვენეს, რომ უკვე ლიმიტი 35 გრადუსი კი არა, 30.6 გრადუსია. გუნდის გამოთვლებით, ამას 5-7 საათამდე დასჭირდება იმისათვის, რომ ჩვენთვის ძალიან საშიშ მდგომარეობამდე მიაღწიოს. 

სიტუაცია ნამდვილად საგანგაშოა, თუ გავიხსენებთ იმას, რომ ბავშვებს ნაკლებად შეუძლიათ სხეულის ტემპერატურის რეგულირება, რაც მათ დიდი რისკის ქვეშ ამყოფებს. ხანში შესული ადამიანები კი ყველაზე მოწყვლად ჯგუფში შედიან — გასულ ზაფხულს ევროპაში სიცხის გამო გარდაცვლილ ადამიანთა 90% 65 წელზე მეტის იყო. ხოლო ის ადამიანებიც, რომლებსაც ღია ცის ქვეშ უწევთ მუშაობა, მეტად მაღალი რისკის ქვეშ არიან, იმ ინდივიდებს კი, რომელთაც საპირფარეშოებთან წვდომა ნაკლებად აქვთ, ნაკლებ წყალსაც იღებენ, რასაც დეჰიდრატაციამდე მივყავართ. 

როგორც ამბობენ, სველი ნათურის ტემპერატურა მჭიდროდ უკავშირდება ოკეანის ზედაპირის ტემპერატურებს, რამაც უკვე წინა რეკორდი მოხსნა

სლოვენიის ბაზარზე „ბიბლუსი ჯგუფის” ფლაგმანის, XS Toys-ის ახალი მაღაზია გაიხსნა

Tester’s Day 2023 – თიბისის მხარდაჭერით ტექნოლოგიური ღონისძიება გაიმართება