in ,

მაკულატურა ტყის აღსადგენად! PRINT კონკურსი და ქართული სააგენტოების ნამუშევრები

საქართველოს საკომუნიკაციო სააგენტოების ასოციაციის (ACAG) ორგანიზებით ჩატარდა ტრადიციული, სოციალური თემატიკის PRINT კონკურსი. ამჯერად, საკონკურსო ბრიფი „პაშა ბანკს” ეკუთვნოდა და მის მიერ წარმოდგენილი დავალება მოიცავდა ისეთი ნამუშევრის შექმნას, რომელიც მოუწოდებდა კომპანიებს ეზრუნათ გარემოზე სამსახურიდან გაუსვლელად, არ გადაეყარათ ქაღალდი ნაგავში, არამედ შეეგროვებინათ სპეციალურ ყუთებში, შეგროვილი მაკულატურის სანაცვლოდ კი, „პაშა ბანკის” პროექტის ფარგლებში, ბორჯომის მიმდებარედ დამწვარი ტყის სარეაბილიტაციოდ, დაირგვება ხეები. აღნიშნულ კონკურსში მონაწილეობას იღებდა ACAG-ის წევრი 8 საკომუნიკაციო სააგენტო: ABK, Marmelads, Saatchi&Saatchi, branding.ge, Switch Communications, Elliot Webber, McCann Tbilisi, Windfor’s. PRINT კონკურსის ფარგლებში შექმნილი ნამუშევრები შეფასდა შეჯიბრებაში მონაწილე სააგენტოებისგან შემდგარი ჟიურის მიერ. ქულათა უმეტესობა მოიპოვა McCann Tbilisi-ს ნამუშევარმა „დაიწყე ძველი ფურცლიდან”. აღსანიშნავია, რომ „პაშა ბანკმა” ცალკე გამოვლინა რჩეული ნამუშევარი, რომელიც ABK-ს „ხე იყავ და ხედ იქეცი” აღმოჩნდა. ABK-ს მიერ შესრულებული პოსტერი გამოყენებული იქნება „პაშა ბანკის” რეალურ კამპანიაში. წარმოგიდგენთ კონკურსში მონაწილე სააგენტოების მიერ შექმნილ ნამუშევრებს:

BOG
BOG
McCann Tbilisi – I ადგილი
ABK – II ადგილი, “პაშა ბანკის” რჩეული
Saatchi & Saatchi – III ადგილი
Windfor’s
Elliot Webber
Switch Communications
Marmelads
branding.ge

მაკულატურის შეგროვების საჭიროებასთან დაკავშირებული PRINT კონკურსის შედეგები აისახა ACAG-ის რეიტინგებზე, რომელიც ასოციაციის წევრთა მიერ დადგენილი წესების მიხედვით წარმოებს. ACAG აწარმოებს ორ რეიტინგს; ერთში კომპანიები იბრძვიან წლის კრეატიული სააგენტოს, მეორეში კი – წლის დიზაინ სტუდიის ტიტულისთვის. შესაბამისად, წლის ბოლოს, ACAG-ის რეიტინგის მიხედვით, გამოვლინდება წლის კრეატიული სააგენტო და წლის დიზაინ სტუდია.

GENESIS G90-ის მძღოლისა და ფუმფულა ლეკვის სახალისო დაპირისპირება – Hyundai-ს ვიდეორგოლი

მინიმალისტური ტატუები წყვილებისთვის, როგორც საქორწინო ბეჭდების ალტერნატივა