in

მეცნიერებმა სისხლის ახალი ჯგუფი აღმოაჩინეს

სისხლის ჯგუფის ABO სისტემისა და დადებითი თუ უარყოფითი რეზუსის შესახებ ყველას გვსმენია, მაგრამ ადამიანებს რეალურად ბევრი განსხვავებული სისხლის ჯგუფის სისტემა აქვთ იმ პროტეინებისა და შაქრების მიხედვით, რომლებიც ჩვენი სისხლის უჯრედებს ფარავს. სხეული კი ამ ანტიგენებს, სხვა მიზნებთან ერთად, საიდენტიფიკაციო მარკერებად იყენებს… ხოლო, თუ ეს მარკერები არ ემთხვევა სისხლის გადასხმისას, ამ ტაქტიკამ, შესაძლოა, გარკვეული რეაქციები გამოიწვიოს ან სულაც ფატალურად დასრულდეს… 

M2
M2

1972 წელს კი მეტად საინტერესო რამ მოხდა — ორსულ ქალს სისხლის ანალიზი გაუკეთეს და აღმოაჩინეს, რომ მას ზედაპირული ფენის მოლეკულა აკლდა, რომელიც სხვა ყველა წითელ სისხლის უჯრედში იყო ნაპოვნი. ხოლო 50 წლის შემდეგ, ამ უცნაური მოლეკულის არარსებობამ გაერთიანებული სამეფოსა და ისრაელის მკვლევრები ადამიანებში ახალი სისხლის ჯგუფის სისტემის აღწერამდე მიიყვანა. 

ეს მნიშვნელოვანი მიღწევა და გუნდის მრავალწლიანი ძალისხმევის კულმინაციაა, რომ საბოლოოდ ჩამოვაყალიბოთ ახალი სისხლის ჯგუფის სისტემა და შევძლოთ საუკეთესო მკურნალობის შეთავაზება იშვიათი, მაგრამ მნიშვნელოვანი პაციენტებისთვის, — აცხადებს ლუიზ ტილი, ჰემატოლოგი.

საინტერესოა, რომ მთავარი სისხლის ჯგუფები მეოცე საუკუნეში აღმოაჩინეს, თუმცა ბევრიც მას შემდეგ — მაგალითისთვის Er სისხლის სისტემა პირველად მკვლევრებმა 2022 წელს აღწერეს და იგი ადამიანთა მცირე ჯგუფში გვხვდება. 

რაც შეეხება უახლეს კვლევას, გამოვლინდა, რომ ადამიანთა 99.9%-ს AnWj ანტიგენი აქვს, რომელიც 1972 წელს ორსული პაციენტის სისხლში არ იყო. ეს ანტიგენი მიელინისა და ლიმფოციტების ცილაზე ცხოვრობს, რის გამოც ახალ სისტემას MAL სისხლის ჯგუფი უწოდეს. 

ხოლო, როცა ადამიანს MAL გენის ორივე ასლის მუტაციური ვერსია აქვს, AnWj-უარყოფითი სისხლის ჯგუფს ატარებს ზუსტად ისე, როგორც ორსული პაციენტი. მკვლევრებმა ამ იშვიათი სისხლის ტიპით კიდევ 3 პაციენტი აღმოაჩინეს, რაც გვეუბნება, რომ ზოგჯერ, შესაძლოა, ანტიგენის დათრგუნვა სისხლის დარღვევებმა გამოიწვიოს.

MAL ძალიან პატარა ცილაა რამდენიმე საინტერესო მახასიათებლით, რაც ართულებს მის დადგენას და საჭიროს ხდის კვლევის ჩატარებას მტკიცებულებების შესაგროვებლად, რომელიც ამ სისხლის ჯგუფის სისტემის ჩამოსაყალიბებლად გვჭირდებოდა, — აცხადებს ტიმ სეტჩველი, უჯრედული ბიოლოგი.

იმის განსასაზღვრად, რომ მათ სწორი გენი ჰქონდათ, მრავალწლიანი კვლევის შემდეგ, გუნდმა ჩვეულებრივი MAL გენი სისხლის უჯრედში მოაქცია, რომელიც AnWj-ნეგატიური იყო. ასე კი AnWj ანტიგენი მან ეფექტურად მიაწოდა ამ უჯრედებს… როგორც ცნობილია, MAL პროტეინი მნიშვნელოვან როლს ასრულებს უჯრედის მემბრანის სტაბილურობასა და უჯრედის ტრანსპორტირებაში. მეტიც, კვლევამ აჩვენა, რომ AnWj არ გვხვდება ახალშობილ ბავშვებში, თუმცა დაბადებიდან მალევე იჩენს თავს. 

ახლა კი, რადგან უკვე მეცნიერებმა დაადგინეს MAL მუტაციის მიღმა არსებული გენეტიკური მარკერები, პაციენტებს შეუძლიათ, გაიტესტონ და ნახონ უარყოფითი MAL სისხლის ჯგუფი მემკვიდრეობითია თუ დათრგუნვის შედეგი, რაც, თავის მხრივ, სხვა სამედიცინო პრობლემის ნიშანიც შეიძლება, გახლდეთ.

დაბოლოს, შეგახსენებთ, რომ იშვიათ სისხლის ჯგუფებს, შესაძლოა, სავალალო გავლენა ჰქონდეს პაციენტებზე, ამიტომ რაც უფრო მეტს გავიგებთ მათ შესახებ, მით უფრო მეტი სიცოცხლის გადარჩენას შევძლებთ…

SS.ge ღონისძიება „homeis შეკრების“ პარტნიორია

Snapchat-მა ახალი AI და AR ფუნქციები წარადგინა