in

მალაიზიის პოლიცია დრონს მოსახლეობის ტემპერატურის გასაზომად იყენებს!

გადაწყვეტილება კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით მიიღეს

veon
veon

როგორც მალაიზიის ადგილობრივი მედია იტყობინება, პოლიცია მაღალი ტემპერატურის მქონე ადამიანების საიდენტიფიკაციოდ, დრონს იყენებს. უკანასკნელი სამი დღის განმავლობაში უსაფრთხოების ამ მეთოდს ტერენგანუს შტატში მიმართეს.

პოლიციის უფროსის თქმით, დრონს სხეულის ტემპერატურის დადგენა 20 მეტრიდან შეუძლია – 37.5 და მეტი გრადუსი ცელსიუსის დაფიქსირების შემთხვევაში, მოწყობილობა ავტომატურად ასხივებს წითელ შუქს. შედეგად, დრონმა საცდელ ვადაში საკმაოდ ეფექტურად შეასრულა დავალება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია კორონავირუსის დაძლევის თვალსაზრისით.

საგულისხმოა, რომ ინდოეთის, იტალიის, ომანის, აშშ-სა და ჩინეთის ხელისუფლებამ პანდემიის საწყის ეტაპზევე გადაწყვიტა დრონის გამოყენებით ტემპერატურის მონიტორინგი. თუმცა ამ მეთოდმა დიდი კრიტიკა დაიმსახურა…

მიუხედავად ნეგატიური გამოხმაურებისა, კონექტიკუტის პოლიციამ დრონები სოციალური დისტანციის დაცვის გასაკონტროლებლად გამოიყენა. ხოლო პირველი ლოკდაუნის დროს მალაიზიის პოლიცია სწორედ დრონების მეშვეობით მოუწოდებდა მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ.

WordPress-ის ეკოსისტემის შემოსავალი ნახევარ ტრილიონზე მეტს აღწევს!

24 000 წლის წინ გაყინული მრავალუჯრედიანი ორგანიზმები გაცოცხლდნენ და კლონები წარმოქმნეს