24
Jul
2019

მალაიზიამ ტურისტული ლოგო შეცვალა

24 Jul 2019

გასულ წელს, ინტერნეტ მომხმარებლების ყურადღება მალაიზიის ტურისტული კამპანიის ლოგომ მიიპყრო. სიმბოლო უფასოდ იყო შექმნილი. ლოგომ ნეგატიური გამოხმაურება მიიღო, მასზე გამოხატული ცხოველების და მთლიანი ვიზუალის კლიპ არტთან მსგავსების გამო. ტურიზმის და კულტურის მინისტრი აცხადებდა, რომ ლოგოს შეცვლა მის გეგმებში არ შედიოდა, თუმცა, ამბავი იმდენად გახმაურდა, რომ ნაზრი აზიზს პოზიციის შეცვლა მოუწია.

როგორც იქნა, ლოგო შეიცვალა და მასზე ჰიპსტერის ფორმაში გამოწყობილი ცხოველების ნაცვლად, მალაიზიური სტილი აქვს. ლოგოზე გამოხატულია წყვილრქოსანი კალაო, ჰიბისკუსის ყვავიი და ველური მცენარეები. რედიზაინის ავტორი გრაფიკოსი დიზაინერი ალფრედ ფუაა. ნამუშევარი მან მალაიზიის ტურიზმის ცენტრის კონკურსისთვის შექმნა და ასობით ნამუშევარს შორის გაიმარჯვა. ადგილობრივებმა ახალი ლოგო მოიწონეს. თუმცა, დიზაინერმა ყველას გული მაინც ვერ მოიგო და ლოგოს “შედარებით უკეთესის” შეფასება მისცეს. ლოგოსთან ერთად, შეიქმნა სლოგანი “ეწვიე ნამდვილ აზიას მალაიზიაში 2020 წელს”. 2020 იმიტომ, რომ რებრენდინგი სწორედ მომავალი წლის ტურისტული კამპანიის ნაწილი იქნება.

განხილვა