in

“მალე” – ადგილზე მიტანის ინოვაციური სერვისი

ქართულ ბაზარზე ადგილზე მიტანის ახალი სერვისი „მალე“ გამოჩნდა. როგორც სახელიდან ჩანს, კომპანია მომსახურების სისწრაფეზეა ორიენტირებული, რაც ქართულ ბაზარზე ბოლო წლების განმავლობაში დიდ პრობლემას წარმოადგენს.

BOG
BOG

კონკურენტებისგან განსხვავებით, „მალე“ საშუალებას გაძლევთ თვალი ადევნოთ თქვენი შეკვეთის ადგილმდებარეობას რუკაზე, შესაბამისად გეცოდინებათ სად არის კურიერი და რამდენ ხანში მიიღებთ შეკვეთას.

„მალე“ ბაზარზე კიდევ ერთ პრობლემას აგვარებს და ადგილზე მიტანის სერვისს მომხმარებლისთვის კიდევ უფრო კომფორტულს ხდის. მომხმარებლის მსგავსად, კვების ობიექტებიც ხედავენ კურიერის ადგილმდებარეობას, შესაბამისად ცდილობენ კურიერს შეკვეთა დროულად დაახვედრონ, ან პირიქით, არ მოამზადონ ის ნაადრევად და მომხმარებლამდე შეკვეთა ცხელ-ცხელი გააგზავნონ.

გარდა მომხმარებლის კომფორტისა, „მალე“ კვების ობიექტებზეც ზრუნავს, ამიტომაც ის მათ ყველაზე დაბალ პროცენტს და განსაკუთრებულად კარგ პირობებს სთავაზობს.

კომპანია მიმზიდველია დასაქმების მხრივაც, ის კურიერებს საშუალებას აძლევს იმუშავონ იმდენ ხანს, რამდენ ხანსაც თავად ისურვებენ მუშაობას, რაც უფრო მეტ დროს ატარებენ ისინი სისტემაში, მით უფრო მეტ ბონუსს იღებენ. „მალე“ პირველია, ვინც კურიერებს სკუტერითა და მანქანით გადაადგილების გარდა, ველოსიპედით მუშაობასაც სთავაზობს. ამას ორი მიზეზი აქვს: გარემოზე ზრუნვა და მომხმარებლის კომფორტი – კურიერს საცობიც კი ვერ შეაჩერებს!

http://male.ge

[R]

აირჩიე, როგორი გინდა იყოს პირველი არხის ახალი შენობის დიზაინი!

მეტი ღიმილი! – კიდევ ერთი ემოციური ვიდეორგოლი “ვარდისფერი ოქტომბრისთვის”