in

მალე ლონდონში ბუნება „გაველურდება“

გარემოსდამცველები მიზნად ბიომრავალფეროვნების აღდგენას ისახავენ

ბიომრავალფეროვნების აღსადგენად ლონდონში, ანუ იქ, სადაც ბოლო 400 წლის განმავლობაში არცერთ თახვს უცხოვრია, ცხოველთა წყვილი სახელად ჯასტინი და სიგურნი გაუშვეს… ამასთან, მოხალისეებმა ბოლო ორი წლის მანძილზე ტყის ძველ ტერიტორიაზე 100 000 ხე დარგეს. ზოგიც კი მდინარე ტემზაზე ზრუნავდა. წლების წინ თუ იქ არაფერი ხდებოდა, ახლა ისეთ ცხოველთა სახეობებს ზრდიან, როგორიც ზღვის ცხენთევზები და სელაპებია.

M2
M2

ამას გარდა, ექსპერტთა ჯგუფი კიდევ უფრო დიდი გეგმების შესრულებას აპირებს. ისინი მიზნად ლონდონის მახლობლად ჭაობებისა და ტყეების აღდგენას ისახავენ. საინტერესოა ისიც, რომ ქალაქის ოფიციალური პირები მოქალაქეებს საკუთარ ბაღებსა თუ სახლების სახურავებზე ბიომრავალფეროვნების შექმნაში დაეხმარებიან.

ბოლო 30 წლის განმავლობაში ზოგიერთი სახეობა მკვეთრად შემცირდა, მაგალითად, თუ ადრე გუგული თითქმის ყველგან გვხვდებოდა, ახლა მისი რაოდენობა 90%-ით შემცირებულია. ჩვენ საკმაოდ ბევრი რამ დავკარგეთ, ასე რომ, თუ ბუნება გიყვართ, მისი დამცველიც უნდა გახდეთ, — განაცხადა გარემოსდამცველმა ბენ გოლდსმითმა

ამ მიზნის მისაღწევად Rewild London-ის ფონდისთვის 748 000 აშშ დოლარიც გამოიყო, რითაც 20-30-მდე ადგილის აღდგენას შეძლებენ. მაგალითად, ველობილიკების ირგვლივ მცენარეებს გააშენებენ, ცხოველებისთვის სამ საძოვარს აღადგენენ, Get inVOLED-ის პროექტით კი, წყლის ბუჩქებს თავის ბუნებრივ საცხოვრებელში დააბრუნებენ და მათ თვალყურს კამერებითა და ბიოაკუსტიკური ჩამწერი მოწყობილობებით ადევნებენ…

ლონდონის ველური ბუნების დაბრუნების იდეა იმ პროცესების აღდგენას მოიცავს, რომლებიც ინგლისში საუკუნეების მანძილზე არც კი არსებობდა… ამიტომ, ეს საკმაოდ ოპტიმისტური ხედვაა, — განმარტავს გოლდსმითი.

მისივე თქმით, ბევრი ისეთი სივრცეც არსებობს, რომელიც უბრალოდ ცარიელია, მათი გამოყენება კი ბიომრავალფეროვნებისთვის ხელსაყრელი იქნება. აქ სახლის სახურავების გამწვანებაზეც საუბრობს. საინტერესოა ისიც, რომ ამ საკითხზე Wild West End-ის პროექტი უკვე 2015 წლიდან მუშაობს და იგი ადამიანებს სახურავების გამწვანების მომსახურებას სთავაზობს. გოლდსმიტი არქიტექტურასაც დიდ ყურადღებას უთმობს და აგურების დამზადების ისეთ იდეას გვიზიარებს, რომელთა გამოყენებასაც ფრინველები ბუდეების მსგავსად შეძლებენ.

ხოლო იმის გამო, რომ ბუნების აღდგენამ ქალაქს მრავალი სარგებელი შეიძლება მოუტანოს, ეს პროცესი უკვე ბევრ ქვეყანაში წარმატებით მიმდინარეობს. მაგალითად, ლოს-ანჯელესში რვაზოლიან ავტომაგისტრალზე ველური ბუნების მქონე ხიდის აშენება მთის ლომების საცხოვრებლების დასაკავშირებლად გადაწყვიტეს. სეულში კი ურბანულ ტყეებს ჰაერის ხარისხის გასაუმჯობესებლად აშენებენ, როცა ოსლოში ამას ნახშირბადნეიტრალური სტატუსის მოსაპოვებლად აკეთებენ. მართალია, კონკრეტული პროექტები უკვე ლონდონშიც მიმდინარეობს, მაგრამ გოლდსმითის აზრით, აქ ბევრად სწრაფი ტემპია საჭირო.

Glovo X Travelfy: საქართველოში პირველად, სამოგზაურო სერვისების მიღება, უკვე აპლიკაციითაა შესაძლებელი!

ნუცა ხვედელიძე ბერკლის მუსიკალურ კოლეჯში მოხვდა!