29
Jan
2019

“დეკორაციების ასაწყობად ნებისმიერ მასალასა და ტექნოლოგიას ვიყენებთ” – Malibu Flowers

29 Jan 2019

Startauperi
Startauperi


Malibu Flowers 2014 წელს შექმნილი ყვავილების ონლაინ მაღაზიაა, რომელიც მომხმარებლებს მრავალფეროვან ყვავილებთან ერთად, კორპორატიული საღამოების, დაბადების დღეებისა თუ ქორწილების გაფორმებას სთავაზობს. მასთან დაკავშირებით, Marketer.ge მის დამფუძნებლებს, ლიკა ჯიღაურსა და მარიამ კლდიაშვილს გაესაუბრა:

M: საიდან გაჩნდა ბრენდის შექმნის იდეა და როდის შეიქმნა იგი?

2014 წელი აღმოჩნდა ჩვენი კომპანიისთვის ის პერიოდი, როდესაც საშუალება მოგვეცა დაგროვილი ცოდნის და იდეების რეალიზება მოგვეხდინა. ბრენდის შექმნის იდეა, ალბათ, მაინც უფრო ჩვენი პიროვნული ინტერესების შეჯამებით მივიღეთ. ეს იყო ორი ერთმანეთისგან განსხვავებული ინტერესის გაერთიანება, რამაც საშუალება მოგვცა დაგვეკმაყოფილებინა ჩვენი ,,შინაგანი მე“, სურვილები, რის შემდეგაც დავიწყეთ ზრუნვა,  როგორ გვექცია რეალობად უკვე არსებული იდეები. გვინდოდა მიგვეღო ისეთი ,,ქორწილის დღე“, სადაც წარმოჩენილი იქნებოდა კონკრეტული წყვილის ინდივიდუალიზმი. სწორედ ეს ხდის ჩვენს თითოეულ ქორწილს მკვეთრად განსხვავებულს ერთმანეთისგან და იქმნება თითოეული მათგანის ისტორია.

M: კონკრეტულად, რა პროდუქციას ქმნით და სთავაზობთ მომხმარებელს?

ჩვენი სამუშაო სფერო არ შემოიფარგლება მხოლოდ ქორწილებზე მუშაობით. Malibu Flowers-ი კიდევ უფრო მეტია და ჩვენი კომპანია თავის თავში მოიცავს კორპორატიული წვეულების, დაბადების დღის, საახალწლო დეკორაციების, ნებისმიერი სახის დღესასწაულების ორგანიზება/გაფორმებას, ასევე პარალელურად ვმუშაობთ როგორც ყვავილების ონლაინ მაღაზია, აქტიურად ვამზადებთ სასაჩუქრე/საქორწილო თაიგულებს და კომპოზიციებს. ასევე, ვაპირებთ კიდევ დამატებით სერვისების შეთავაზებას მომხმარებლისთის, რომ უფრო მოსახერხებელი იყოს მათთვის სასურველი პროდუქტის მიღება.

M: რა მასალას და ტექნოლოგიას იყენებთ მათ დასამზადებლად ?

ვფიქრობთ, რომ ჩვენი გუნდის ერთ-ერთი უპირატესობა არის ის, რომ ვიყენებთ ნებისმიერ მასალას და ტექნოლოგიას დეკორაციების ასაწყობად და გასაფორმებლად. ხე, მეტალი, ქსოვილი, სარკე, მინა, ძველი ნივთები, რაც ახლა ძალიან აქტუალურია – არის ის მცირე ჩამონათვალი, რაც  ძირითად სამუშაო მასალად შეიძლება ჩაითვალოს და  შეგვიძლია ისეთი სახით შევთავაზოთ მომხმარებელს ქორწილის დეკორაციაში, რაზეც თვითონ არასოდეს უფიქრია.

M: როგორ ფიქრობთ, რით არის თქვენი პროდუქცია ბაზარზე გამორჩეული ?

ჩვენი დამოკიდებულება არის ის, რაც ჩვენს პროდუქციას სხვა კომპანიებისგან გამორჩეულს ხდის. ინდივიდუალური მიდგომა თითოეული წყვილის მიმართ, მათი ყველა ინტერესის გათვალისწინება და შეთავაზება მათზე მორგებული იდეების.

M: როგორია კომპანიის სამომავლო ხედვა?

სამომავლო გეგმებს რაც შეეხება, გვაქვს პროექტები, რომელთა განხორციელებასაც ვაპირებთ მომავალში. წლევანდელი წელი გარდამტეხია ჩვენი კომპანიისთვის, რადგან ვგეგმავთ არა მხოლოდ ერთი მიმართულებით მუშაობას, არამედ განსხვავებული ხაზების დამატებას.

M: რაიმე პროექტსა ან კამპანიაში, ხომ არ ყოფილხართ ჩართული?

ყოველი სეზონის დასაწყისში ვცდილობთ, რომ აქტიურად ვიყოთ ჩართული სხვადსახვა კამპანიაში.
ერთ-ერთი ასეთია ბოლო პროექტი, რომელზეც ვიმუშავეთ რამდენიმე უცხოურ კომპანიასთან ერთად, პროეექტი  პოპულარიზაციას უწევდა საქართველოს , როგორც რეგიონს, რომ წლევანდელი სეზონისთვის მოვიზიდოთ კიდევ უფრო მეტი უცხოელი წყვილი და სურვილი გაუჩნდეთ მათთვის მნიშვნელოვანი დღე დაუკავშირონ ჩვენს ქვეყანას.

M: კონკრეტულად, როგორი სერვისებით შეუძლია მომხმარებელს თქვენი პროდუქციის შეძენა?

ამ ეტაპზე მომხმარებელთან კომუნიკაცია გვაქვს სოციალური ქსელის საშუალებით, რის შემდეგაც, ხდება ინდივიდულირი შეხვედრები და მოლაპარაკებები კონკრეტულ წყვილთან, რათა მოხდეს მეტი დეტალური ინფორმაციის მიღება, რაც აუცილებელია საბოლოო და სასურველი შედეგის მისაღებად.

M: როგორ ფიქრობთ, ვისზე/რა სეგმენტზეა თქვენი პროდუქცია გათვლილი?

სეგმენტს რაც შეეხება, თუ ჩვენს ოთხწლიან საქმიანობას თვალს გადავავლებთ, მივხვდებით, რომ ჩვენი მომხმარებელი ისეთივე განსხვავებული და ინდივიდუალურია, როგორც ჩვენი ნამუშევრები. გვითანამშრომლია ყველა ასაკის, სხვადასხვა ეროვნების და წარმომავლობის, რელიგიის, გემოვნების ადამიანებთან. მათ ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი დღე იქმნება Malibu Flowers-ში.

განხილვა