in

ლათინური ანბანით მოთხრობილი კამასუტრა – ფრანგი არტისტის წიგნი

„ყოველთვის ვიცოდი, რომ ასონიშნებით რაღაცის გაკეთება მინდოდა, მაგრამ ჯადოსნური ფორმულის საპოვნელად შვიდი წელი დამჭირდა. იდეა სანდრა ცისნეროსის ეროტიკული ლექსის წაკითხვის დროს გამიჩნდა. მისი რითმა ისეთი ლამაზი, სექსუალური და თანამედროვე იყო… იდეალურად ემთხვეოდა ჩემს ილუსტრაციებს. სწორედ იმ მომენტში გადავწყვიტე, რომ თითოეული ასო-ბგერა ეროტიკულ ნაწყვეტთან ასოცირებულიყო“, – მალიკა ფავრი.

Kama Sutra A-Z” ფრანგი გრაფიკოს არტისტის, მალიკა ფავრის ტიპოგრაფიული ილუსტრაციების წიგნია, რომლითაც ის პატივს მიაგებს ვატსიანა მალანგას ძველინდურ სანსკრიტულ ტექსტს სექსუალობისა და ეროტიზმის შესახებ.

თითოეულ ასონიშანს თან ახლავს ეროტიკული ამონარიდები ქალი პოეტების, მათ შორის: სანდრა ცისნეროსის, იუზეფ კომუნიაკასა და სტეფანი ბარტის ლექსებიდან.

2013 წელს, მალიკამ ‘Kama Sutra A-Z’, როგორც არტ პროექტი შექმნა, თუმცა 2020 წელს გადაწყვიტა, ნამუშევრები წიგნად შეეკრა.

წიგნი Counter-Print-მა გამოსცა და იტალიაშია დაბეჭდილი.

კითხვაზე, რომელია მალიკა ფავრის საყვარელი ასონიშანი?

არაფერია იმაზე თავხედური, ვიდრე ადამიანს, რომელიც თვეების განმავლობაში სქესობრივი აქტის პოზებს ასონიშნებად აქცევდა, ჰკითხო, ყველაზე მეტად რომელი მოსწონს. თუმცა მე ვიტყოდი, რომ ორი რჩეული მაინც მყავს: O – ვიზუალური წონასწორობისა და მგრძნობიარობის, ხოლო V თავხედური კუთხი გამო, – მალიკა ფავრი.

“Kama Sutra A-Z-ის” ვებგვერდზე, ასევე, ხელმისაწვდომია ნამუშევრების ანიმირებული ვერსია, რომელზეც პატრიკ სმიტმა იმუშავა.

მალიკა გავრის შესახებ
მალიკა ფავრი ლონდონში მოღვაწეობს. მის თამამ, მინიმალურ სტილს ხშირად აფასებენ, როგორც პოპ- და ოპ-არტის სინთეზს.

სწორედ მისი უნიკალური ხელწერის გამო, დღესდღეობით, გაერთიანებული სამეფოს ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი გრაფიკოს-დიზაინერია. მალიკას კლიენტებს შორისაა: The New Yorker, Vogue, BAFTA, Sephora, Penguin Books და სხვა მრავალი.

“თუ არ დაიწყებ, ვიღაც სხვა მოიფიქრებს, გააკეთებს და გული დაგწყდება” – “ბაბისიას” ილუსტრირებული ჩარჩოების ამბავი

SpaceX-ის Starship მიწაზე დაშვებისას აფეთქდა