in

ახალი კვლევა – “მალხენი აირი” დეპრესიისგან განკურნების საშუალებაა

კვლევა იმ მოხალისეებზე ჩატარდა, სტანდარტული ანტიდეპრესანტები არ მოქმედებდა

ჩიკაგოს უნივერსიტეტსა და ვაშინგტონის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლის მეცნიერებმა დეპრესიის მქონე პაციენტებზე ე. წ. “მხიარული გაზი” – იგივე მალხენი აირი გამოცადეს. როგორც შედეგებმა აჩვენა, მცირე დოზით შესუნთქვის შემთხვევაშიც კი ფსიქიკური აშლილობის სიმპტომები საგრძნობლად შეამცირა.

აზოტის ოქსიდი, რომელსაც მალხენ ან მხიარულ აირს უწოდებენ, უკვე დიდი ხანია, მეცნიერებმა აღმოაჩინეს. მცირე ხანში კი განწყობაზე მისი დადებითი გავლენის შესახებ გახდა ცნობილი, თუმცა მისი ეფექტი სწრაფად განლევადია. ამასთან, აზოტის ოქსიდი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული საანესთეზიო საშუალებაა, რომელსაც საავადმყოფოებში, სტომატოლოგიურ კლინიკებსა და პარამედიცინაში იყენებენ.

აირი ძირითადად თავის ტვინის ნერვული უჯრედების მოლეკულების ბლოკირებით მოქმედებს, რომელსაც N-methyl-D-aspartate (NMDA) რეცეპტორები ეწოდება. როგორც კი კეტამინის ანტიდეპრესანტული მოქმედებები გაჩნდა, მკვლევარი პიტერ ნაგელი დაინტერესდა, ჰქონდა თუ არა აზოტის ოქსიდს მსგავსი პოტენციალი.

უკვე 2014 წელს პიტერმა და მისმა კოლეგებმა დაადგინეს, რომ აზოტის ოქსიდის ერთ საათიან ინჰალაციას დეპრესიის მქონე ადამიანებში სიმპტომების შემცირება შეუძლია, თუმცა ეფექტი მხოლოდ ერთი დღის ვადაში მოქმედებდა. “ტვინში რაღაც ხდება, თითოს ჩამრთველის გადატრიალებას ჰგავს. თუმცა არავინ იცის, როგორ მუშაობს ეს” – აღნიშნავს ნაგელი.

ახალი კვლევის ფარგლებში განხორციელებული კლინიკური ტესტირების მეორე ეტაპის ფარგლებში კი ექსპერიმენტი 24 მოხალისეზე ჩაატარეს, რომლებზეც სტანდარტული ანტიდეპრესანტები არ მოქმედებდა. მათ ერთი თვის შუალედით მალხენი აირის 50 პროცენტიანი და 24 პროცენტიანი დოზები, შემდეგ კი პლაცებო მიიღეს. შედეგად, პაციენტთა მდგომარეობა საგრძნობლად გააუმჯობესა, რაც ორი კვირის თავზეც თვალსაჩინო იყო.

როგორც მკვლევრები აღნიშნავენ, სრული დოზით მკურნალობის შემდეგ, დეპრესიის სიმპტომები კიდევ უფრო შემცირდა, თუმცა განსხვავება ძალიან მცირე იყო. თანაც ნახევარი დოზის მიღების შემთხვევაშიც აღინიშნებოდა ისეთი გვერდითი მოვლენები, როგორებიცაა გულისრევა და თავის ტკივილი.

მეცნიერებმა თერმულად ყველაზე მდგრადი მასალა აღმოაჩინეს – -269-დან 1126°C-მდე ტემპერატურაზე მისი მოცულობა არ იცვლება!

შეცვალე PANDORA-ს ძველი სამკაული ახლით