in

„მალონგო” – რჩეული ფრანგული ყავის არომატი 1934 წლიდან

ნიცა. 1934 წელი. ქალაქის შუაგულში პატარა ყავახანა გაიხსნა, რომლის არომატიც მალე მთელ ნიცას მისწვდა და ეს ადგილი ერთ-ერთ გამორჩეულ კაფედ აქცია, სადაც გემრიელი ყავის დაგემოვნება იყო შესაძლებელი. მას „მალონგო” ერქვა. აქ თავდაპირველად დღეში 25 კგ ყავას იხალებოდა, გახსნიდან ცოტა ხანში კი ეს რიცხვი 100 კგ-მდე გაიზარდა. ეს იყო საოჯახო ბიზნესი, რომელიც ხარისხიანი ყავის მარცვლების გარდა, ისეთ ბრენდულ ღირებულებებს იზიარებდა, როგორებიცაა: სოციალური პასუხისმგებლობა, ფრანგული კულტურა, ფერმერებთან თანამშრომლობა და საქმიანი ურთიერთობის ეთიკის დაცვა. თავიდანვე სწორი გათვლებით დაწყებულმა ბიზნესმა, რა თქმა უნდა, გაამართლა და დღეს, 2024 წელს „მალონგო” უკვე უზარმაზარ ისტორიას ინახავს, მისი ყავა კი მსოფლიოშია განთქმული, როგორც უმაღლესი ხარისხის ბიოპროდუქტი. მას სამართლიანი მოვაჭრის სტატუსი აქვს მოპოვებული, რაც იმას ნიშნავს, რომ ის თანამშრომლობს მცირე ფერმერებთან და მათ სამართლიან ფასებს სთავაზობს.

ქართველი მომხმარებლისთვის „მალონგო” 2021 წლიდან გახდა ხელმისაწვდომი, როცა ბრენდი ბაზარზე შემოვიდა. ის 48 სახეობის ყავის მარცვალს გთავაზობთ და მისი დაგემოვნება შესაძლებელია როგორც წამყვანი სასტუმროებისა და რესტორნების მაგიდებთან, ისე შეგიძლიათ, ისარგებლოთ B2C შეკვეთების სერვისით და ოფისში დაიდგათ მალონგოს ბიოყავის აპარატები. ეს პროდუქტი პესტიციდების გარეშე მზადდება და ამის დასამტკიცებლად ის <AB> სერტიფიკატს ფლობს. იმასაც გამცნობთ, რომ, მართალია, მალონგოს მთავარი ხაზი ყავაა, მაგრამ ის ჩაის მრავალფეროვან ასორტიმენტსაც გთავაზობთ, რომელშიც ასევე იგრძნობა ხარისხისა და გემოვნების ჰარმონია.

იმისთვის, რომ უკეთ შევიტყოთ, რას გვთავაზობს „მალონგო” საქართველოში, კომპანიის გენერალურ დირექტორს, ელენე ჯგერენაიას გავესაუბრეთ.

M: ელენე, რას სთავაზობს „მალონგოს” ყავის ბრენდი ქართულ ბაზარს და სად შეიძლება მისი შეძენა/დაგემოვნება?

ამ ეტაპზე კომპანია ორიენტირებულია ყავის დისტრიბუციაზე ჰორეკა მიმართულებით. ჩვენი ყავის დაგემოვნება შესაძლებელია წამყვან სასტუმროებსა და რესტორნებში, როგორებიცაა: პულმანი, გოლდენ ტულიპი, ფუნიკულიორის კომპლექსი, რესპუბლიკა და სხვა. რაც შეეხება B2C შეკვეთებს, შესაძლებელია ჩვენი ონლაინპლატფორმების გამოყენებით შეკვეთის გაკეთება. 

M: როგორ ასორტიმენტს სთავაზობს მალონგო მომხმარებელს და რომელი ყავაა ყველაზე მოთხოვნადი? 

მალონგო გამოირჩევა ყავისა და ჩაის დიდი ასორტიმენტით. ჩვენ გვაქვს 48 სახეობამდე ყავის მარცვალი და 20-ამდე სხვადასხვა დასახელების ჩაი. მომხმარებელს ვთავაზობთ ე.წ. single origin მარცვლებს, ანუ მარცვლებს, რომლებსაც აქვთ მხოლოდ ერთი წარმომავლობა, მაგალითად, ნიკარაგუა, ზიმბაბვე…ასევე გვაქვს მალონგოს განსაკუთრებული ბლენდები, რომლებიც შედგება სხვადასხვა სახეობის მარცვლისგან. გვაქვს რობუსტა/არაბიკის ნარევი ბლენდები და რამდენიმე არაბიკის ნარევი ბლენდები. 

ამ ეტაპზე განსაკუთრებული პოპულარულობით ჩვენი ორი პროდუქტი სარგებლობს. ესენია მალონგოს საფირმო ბლენდი „გრანდ რეზერვი”, რომელიც არის 6 არაბიკის ნარევი და „ლ’იტალიენი”, რომელიც არის რობუსტისა და არაბიკის ნარევი. ასევე მინდა ხაზი გავუსვა ჩვენი უკოფეინო ხაზის გემოვნურ თვისებებს, რომელიც დამზადებულია წყლის ჭავლის მეთოდით, რაც გარანტიას გვაძლევს, რომ გემოვნური თვისებები შენარჩუნებული იქნება კოფეინის გამოცლისას. საინტერესოა ასევე, რომ ვახსენოთ ჩვენი ყველაზე განსაკუთრებული მარცვალი Jamaica Blue Mountain, რომელიც მოიპოვება იამაიკაში ლურჯ მთაზე. ის მოაზრებულია, როგორც ყველაზე იდეალური კლიმატური პირობების მქონე ადგილი ყავის გასაზრდელად. მოსავალი დაახლოებით 3 წელიწადში ერთხელ მოდის, რაც მარცვალს უფრო განსაკუთრებულს ხდის, ზრდის მასზე მოთხოვნას და შესაბამისად, ფასს. 

M: რატომ არის მნიშვნელოვანი მომხმარებლისთვის იმის ცოდნა, რომ მალონგო არა ჩვეულებრივი, არამედ ბიოყავაა?

დღევანდელ დღეს, სამწუხაროდ, ხშირად ვხვდებით პროდუქტებს, რომლებიც ბიოლოგიურად არ არის მოპოვებული. შედეგად ვიღებთ და ვხვდებით ჯანმრთელობის პრობლემებს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, მომხმარებელს შევთავაზოთ პროდუქტი, რომელიც მისი განუმეორებელი გემოს გარდა, იქნება სრულიად უსაფრთხო და არასაზიანო. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის, რომ ყავის სფეროში, სამწუხაროდ, ხშირად ვერ ვხვდებით ბიოპროდუქტებს, მით უმეტეს, თუ განიხილავთ ე.წ. ხსნად ყავას. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია, ვიყოთ ერთ-ერთი პიონერები ამ სფეროში. 

M: რა გზას გადის მალონგოს ყავის მარცვლები, სანამ ჩვენს ფინჯანში მოხვდება? 

როგორც უკვე ვახსენეთ, ყავის მოპოვება ხდება ბევრი სხვადასხვა ქვეყნიდან, რაც მოიცავს თითქმის ყველა კონტინენტს, დაწყებული სამხრეთ ამერიკით – დამთავრებული აზიით. მალონგოს ყველა ქვეყანაში აქვს თავისი ყავის პლანტაციები, საიდანაც  ადგილობრივი ფერმერები მოიპოვებენ ყავის მარცვალს. მალონგოს დევიზიც „პლანტაციიდან ყავის ფინჯნამდე“ მიუთითებს იმას, რომ ჩვენ ვცდილობთ, მოგაწოდოთ უნიკალური პროდუქტი. მოპოვების შემდეგ ყავის მარცვლები იგზავნება ჩვენს სათავო ქარხანაში, ქალაქ ნიცაში, სადაც მწვანე მარცვალი იხალება და შემდეგ ფასოვდება სხვადასხვა ზომის ქილებში. პროცესი ძალიან საინტერესო და საფრთხილოა. მნიშვნელოვანია აღვნიშნო ისიც, რომ ჩვენი მარცვლები ყოველი მოსავლის შემდეგ ლაბორატორიულ ტესტირებას გადის,რათა ნამდვილად შემოწმდეს, რომ არანაირი ქიმიკატები არ იყო გამოყენებული და რომ გემოვნური თვისებები უცვლელია. მნიშვნელოვანია, მარცვალი მოიხალოს სწორი ტემპერატურით და სწორი დროის ინტერვალით. დაფასოების შემდეგ მარცვლები გამოდის ქალაქ ნიციდან და მიემართება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. შემდეგ უკვე ჩვენი ჯადოქარი ბარისტებისა და გამორჩეული ტექნიკის საშუალებით ხვდება თქვენს ფინჯნებში. 

M: კიდევ რას სთავაზობს „მალონგო საქართველო” მომხმარებელს გარდა ყავისა? 

გარდა ყავისა, ჩვენ მომხმარებელს ვთავაზობთ ბიოჩაის, როგორც ასაწონი, ისე ერთჯერადი სახით. შეგვიძლია თამამად განვაცხადოთ, რომ ჩაის მიმართულებითაც ერთ-ერთი ყველაზე ფართო არჩევანი გვაქვს. დასაყენებელი ჩაის სახით შეგვიძლია მომხმარებელს შევთავაზოთ 10-ამდე სახეობა, ხოლო ერთჯერადი ჩაის სახით შეგვიძლია შევთავაზოთ 8-მდე სახეობა. ასევე გვაქვს კაკაოს ფხვნილი, რომლითაც ვამზადებთ განუმეორებელ ცხელ შოკოლადს. ჩვენს პარტნიორ ობიექტებზე კი შეგიძლიათ, დააგემოვნოთ ჩვენი დარიჩინისა და ნუშიც ორცხობილები. 

[R]

როგორ შევქმნათ უძრავი ქონების წარმატებული საინვესტიციო პორტფელი

კვლევამ ადრეული დემენციის 15 რისკ-ფაქტორი გამოავლინა