in ,

მამა-შვილის ურთიერთობა და ემოციური კავშირი ძველ ავტომობილთან, Volkswagen-ის ვიდეორგოლში

მამისთვის უძვირფასესი ძველი, თითქმის უკვე ანტიკვარად ქცეული ავტომობილი და შვილისთვის გაუგებარი დამოკიდებულება. Volkswagen-ი თავის ახალ ვიდეორგოლში იმ ოჯახურ პრობლემას ეხება, რაც მამა-შვილს შორის ასაკისა, თუ განსხვავებული შეხედულებების გამო არსებულ ურთიერთ გაუგებრობას გულისხმობს. ბრენდის ვიდეოში მოხუცი მამა თავის ძველ “მეგობარს” კვლავ დიდი სითბოთი და ყურადღებით ექცევა, მაშინ, როდესაც შვილისთვის ეს ყოვლად მიუღებელი და გაუგებარია, ხშირად მათი სერიოზული დაპირისპირების საბაბიც კი ხდება. თუმცა, როდესაც საქმე მოგონებებს და ოჯახის ისტორიებს ეხება, აქ უკვე  პრიორიტეტების გადახედვის დროც დგება. Volkswagen-ის ეს ემოციური ვიდეორგოლი არაჩვეულებრივად გამოხატავს ბრენდის ღირებულებებს და მომხმარებლის იმ ერთგულებასაც კარგად უსვამს ხაზს, რაც მათ ავტომობილების მწარმოებელ ამ კომპანიასთან აკავშირებთ.

BOG
BOG

 

ლევან მდინარაძე (Rembo) – #პირველისამსახური

საშიშროება, რომელსაც წვიმა უქმნის ავტომფლობელებს! – Audi-ს ორიგინალური პრინტ კამპანია