16
May
2017

დედა, მომიყევი, როგორი იყო მამაჩემი? – McDonald’s-ის ძალიან თბილი ვიდეორგოლი

16 May 2017



მამა ყველა შვილისთვის საუკეთესო მისაბაძი მაგალითია. სწორედ ეს გახდა McDonald’s-ის ახალი სარეკლამო ვიდეორგოლის მთავარი ინსპირაცია. ვიდეოზე სარეკლამო სააგენტო Leo Burnett-მა იმუშავა და როგორც ყოველთვის, მომხმარებელს ამჯერადაც ძალიან კარგი, თბილი სანახაობა შესთავაზა. პატარა ცელქი ბიჭი, რომელსაც არასდროს უნახავს მამა, ცდილობს დედისგან მის შესახებ რაც შეიძლება მეტი გაიგოს და საერთო თვისებებიც აღმოაჩინოს. მიუხედავად იმისა, რომ სისუფთავისა და სპორტის სიყვარულის მხრივ, მსგავსება ბევრი ვერ მოიძებნა, სამაგიეროდ, გოგონების მიმართ ინტერესი და McDonald’s-ის გემრიელი ბურგერების სიყვარული საერთო აღმოჩნდა.

 

განხილვა