მშობლისთვის ყოველთვის საკმაოდ რთულია ის პერიოდი, როდესაც შვილი იზრდება მისგან ყურადღება და სითბო კი მცირდება. სწორედ ამ საკმაოდ ემოციურ თემაზეა შექმნილი კომპანია Elisa-ს ახალი სარეკლამო ვიდეორგოლი, რომელიც მისთვის სააგენტო Bob the Robot-მა მოამზადა. მართალია, უმეტესად მოზარდი შვილის ინტერესები მამასთან ერთად ტელევიზორის ყურებასა თუ სათევზაოდ წასვლას სცდება ხოლმე, თუმცა მიუხედავად ამისა ყოველთვის არის მომენტები, როდესაც სწორედ მშობლის გვერდში დგომა ხდება ნებისმიერი ახალგაზრდას მთავარი პრიორიტეტი.
https://www.youtube.com/watch?v=T_qkwlMRuqM