in ,

შთამბეჭდავი გარდასახვა! ცოლ-ქმრის გაცვლილი როლები Indesit–ის ვიდეორგოლში

წარმოიდგინეთ მამაკაცი, რომელიც დილით ადრე იღვიძებს, არეულ სახლს ალაგებს, მეუღლისთვის და ბავშვებისთვის საუზმეს ამზადებს, ტანსაცმლის არჩევასა და ჩაცმაშიც კი ეხმარება. შემდეგ, პატარებს სკოლაში, ხოლო ცოლს სამსახურში ისტუმრებს, სახლში დარჩენილ საქმეს ბოლომდე აგვარებს და თავადაც სამსახურში მიდის. საღამოს ბავშვებს გაკვეთილების მომზადებაში ეხმარება, ისმენს მათ პრობლემებს, ამშვიდებს და ეთამაშება, სარეცხს რეცხავს და უკვე გარეცხილს აუთოებს, ყველაფრის მომთავრების შემდეგ კი, ცოლთან ერთად სავარძელში კომფორტულად მოკალათდება და ტელევიზორს უყურებს. ნამდვილად უჩვეულო, უცნაური და ამოუცნობი შემთხვევაა. ასეა თუ ისე, სწორედ ამ კუთხით გადაწყვიტა კომპანია Indesit-მა ქალბატონებზე მორგებული ყოველდღიური რთული, დამღლელი როლისა და საქმიანობების შეხსენება. წარმოიდგინეთ, ბევრი მამაკაცის გაკვირვება, როდესაც ამ რგოლს ნახავს. სარეკლამო კამპანიის მიზანიც, რომელზეც სააგენტო JWT Italy-მ იმუშავა,  სწორედ ეს გახლავთ, სხვა კუთხით დაანახოს საზოგადოებას ის შრომა, რაც ერთი შეხედვით ბევრს მარტივ მოვალეობად მიაჩნია. არადა, როგორი მარტივი იქნება ცხოვრება ამ საქმიანობების განაწილება თანაბრად რომ ხდებოდეს.

BOG
BOG

 

https://www.youtube.com/watch?v=fsK_ddq1b7Q

Disney–ს პერსონაჟები სრულიად განსხვავებულ ამპლუაში! – კრეატიული პოსტერები

ორი გენიალური მსახიობი და ერთი ჭიქა გემრიელი ყავა – Nespresso-ს ვარსკვლავური ვიდეორგოლი