in

იტალიაში მამაკაცი სამსახურის მიტოვებიდან 15 წელი კვლავ იღებდა ანაზღაურებას

ასევე, ბრალდებულია კიდევ 6 ადამიანი

veon
veon

არის ხოლმე შემთხვევები, როდესაც ადამიანებს ერთმანეთის მიმართ გარკვეული პროტესტი უჩნდებათ – “მე უფრო მეტს ვმუშაობ, მაგრამ სხვას უფრო დიდი ანაზღაურება აქვს”; “ორი დიპლომი მაქვს და სამსახურს ვერ ვშოულობ, სხვას კი ორი სამსახური აქვს”… და სხვ. თუმცა, შემთხვევა, რომელზეც ახლა გიამბობთ, “უსამართლო ანაზღაურების” ასპექტში მართლაც უპრეცედენტოა!

იტალიის ერთ-ერთი საავადმყოფო პიროვნებას ბრალს დებს, რომ ის15 წლის განმავლობაში სრულ ანაზღაურებას იღებდა, როდესაც რეალურად აღარ იყო დაწესებულება Ciaccio-ს თანამშრომელი. მან, სავარაუდოდ, 2005 წელს შეწყვიტა მუშაობა, თუმცა თაღლითობის გზით მთელი ეს წლები ჩვეულებრივ იღებდა ხელფასს, რამაც საბოლოოდ 538 000 ევრო შეადგინა.

გარდა ამისა, გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კლინიკაში 6 მენეჯერი იყო ამ თაღლითობაში ჩართული. თუმცა როგორც ერთ-ერთი მათგანი ირწმუნება, მამაკაცი მას ემუქრებოდა შესაბამისად, თაღლითობაშიც იძულებით ჩაერთო.

საუკეთესო გადაწყვეტილებაა, არ გაჩერდე!

BTU და საქართველოს ეროვნული მუზეუმი Centrica-ს მასტერკლასს უმასპინძლებენ