Lamborghini-ს მოდელის შესაქმნელად 65 დღე საკმაოდ ამბიციური პერიოდია, განსაკუთრებით მაშინ, თუ მარტო მუშაობთ… თუმცა Văn Đạo-მ Sian Roadster-ის მინიატურული რეპლიკა თავისი შვილისთვის სწორედ ამ ინტერვალში შექმნა.
გარდა იდეალური ვიზუალური მხარისა, მოდელი ჩვეულებრივ მუშაობს და მისი მეშვეობით გასეირნებაც კი შესაძლებელია. მანქანა აღჭურვილი ავტომატური კარებით, LED ფარებით, უკანა შუქებით, უკანა ხედვის სარკეებით, საჭით, გასაღებით და სრულიად ყველაფრით, რაც რეალურ მანქანას სჭირდება. მართალია, სავარძლებს ღვედები არ აქვს, მაგრამ სიმართლე რომ ითქვას, სიჩქარის გადაჭარბების საშიშროება ნამდვილად არ არსებობს…
ორიგინალის მსგავსად, ხის კონსტრუქციისგან შექმნილი მოდელი ელექტროძრავით მუშაობს. აქ მართლაც ყველა დეტალი ზუსტადაა გათვლილი, დაწყებული ლოგოდან, დამთავრებული მანქანის სანომრე ნიშნით.
რაც მთავარია, Văn Đạo-მ თავის იუთუბ-არხზე მოდელის შექმნის სრული პროცესის ამსახველი ვიდეო გამოაქვეყნა, რაც სხვა ადამიანებსაც დაეხმარება მსგავსი მანქანის შექმნაში. აღსანიშნავია, რომ მან წასულში BMW 328 Hommage-ის, Ferrari Aperta-ს და Bugatti Centodieci-ს ბავშვის ზომის ასლების დამზადებაც შეძლო.