in

ვინტაჟითა და დასავლური მოტივებით შთაგონებული ბრენდინგი — Mamauki

ტეხასის შტატში Mamauki უნიკალური ყავის სახლი და კრეატიული ცენტრია, რომელიც, თავისი ბრენდინგით, ძველი სამყაროს ნოსტალგიისა და თანამედროვე სტილის მომხიბვლელ ნაზავს წარმოადგენს. ეს მიმზიდველ ატმოსფეროს ქმნის ყავის მოყვარულთათვის და შემოქმედებითი გონებისთვის. ვინტაჟური პრინტებით, დასავლური მოტივებითა და პერუს მთებზე ქარავნის ექსპედიციით შთაგონებული, ბრენდი მრავალფეროვან ხასიათს ასახავს.

ახლა Mamauki აპირებს, პერუს ყავის მარცვლებზე დაფუძნებული ცივი სასმელების კოლექცია გამოუშვას — ამისათვის კი ახალი შეფუთვის ვიზუალური იდენტობა სჭირდებოდათ. რეტრო ესთეტიკით გაჟღენთილი ბრენდინგი ვინტაჟური პრინტებითა და ვესტერნის მოტივებითაა ინსპირირებული, რაც ყავის სახლს თავგადასავლისა და ძიების გრძნობით ავსებს. ვიზუალური იდენტობა აერთიანებს ელემენტებს, როგორებიცაა უდაბნოს პეიზაჟების ხელით დახატული ილუსტრაციები, კოვბოის ქუდები და კაქტუსები.

აქვე აღსანიშნავია, რომ დაწესებულების დამფუძნებლებმა პერუს ანდებში საქარავნო ექსპედიცია წამოიწყეს, რათა რეგიონის მდიდარ კულტურაში „ჩაძირულიყვნენ“. როგორც ამბობენ, ამ გამოცდილებამ მათზე წარუშლელი კვალი დატოვა და შთააგონა, შესანიშნავი გემოები პროდუქტებში გამოეყენებინათ — განწყობა კი ვიზუალურად ეთარგმნათ.

მაიკროსოფტის Clippy დაბრუნდა, როგორც AI ასისტენტი

„დრესაპ ჯგუფი“ ბათუმში 150 სამუშაო ადგილს ქმნის!