in

მამონტის ხორცის ბურთულები, როგორც ალტერნატიული საკვების ახალი ეპოქა

რამდენიმე დღის წინ მთელი მსოფლიო იმაზე საუბრობდა, რომ მეცნიერებმა გადაშენებული ბეწვიანი მამონტის დნმ-ის საფუძველზე საკვები ხორცი შექმნეს. ინიციატივაზე ავსტრალიური კომპანია Vow მუშაობდა, რომელიც უკვე ყველა უცხოურ მედიაში მიიწვიეს — პიარ მენეჯერის, ჯესიკა ჰარტლის თქმით, პირველივე კვირაში 250 ინტერვიუ ჩატარდა მათი მონაწილეობით და 2 250 სტატია თუ პოსტი დაიწერა.

M2
M2

„მამონტის ხორცის ბურთულების პროექტმა უკვე მიაღწია თავის მიზანს. მეინსტრიმულ მედიაში შევიჭერით და იმაზე მეტმა ადამიანმა დაიწყო ხელოვნურად გამოყვანილ ხორცზე საუბარი, ვიდრე აქამდე“, — ამბობს ჯესიკა.

„მამონტის კამპანია“

დაახლოებით 5-წუთიან ვიდეორგოლში მამონტის ხორცის ბურთულების შემუშავებაზეა საუბარი და ამავდროულად, საუბრობენ კრიზისზე, რომლის წინაშეც კაცობრიობა და ცხოველები აღმოჩნდებიან, თუ კვების ჩვევებს არ შევცვლით. სწორედ ამ საკითხის ხაზგასმას ემსახურებოდა ინოვაციური პროექტი, რათა არასტანდარტული პროდუქტით მაინც მიექციათ ფართო მასების ყურადღება.

„მამონტის ხორცის ბურთულები გვაჩვენებს, რომ როდესაც კრეატიულობა ხვდება ტექნოლოგიებს, მომავალიც იცვლება. ჩვენი მიზანია, დღესვე დავიწყოთ საუბარი იმაზე, თუ რას ვჭამთ, როგორ ვჭამთ და როგორია მომავლის ალტერნატივები. ვფიქრობთ, კულტივირებული ხორცი ერთ-ერთი განუყოფელი ნაწილი იქნება“, — აცხადებენ კომპანიაში.

ამ გადმოსახედიდან, კულტივირებულ ხორცს კულინარიული ინოვაციების საზღვრების შეცვლა შეუძლია. და თუ გადაშენებული სახეობის დნმ ამგვარ შესაძლებლობებს იძლევა, მეცნიერებს ნამდვილად ფართო გასაქანი აქვთ იდეების განსახორციელებლად. „არსებული პროდუქტების უბრალოდ გამეორების ნაცვლად, ეს ტექნოლოგია გვთავაზობს შესაძლებლობას, შევქმნათ რაღაც მართლაც უნიკალური და უკეთესი“.

Tinder 500-დოლარიანი, ყოველთვიური პაკეტის დამატებას გეგმავს

„მელოუ“: „ბავშვებისთვის პრემიუმ ხარისხის ეკო-მეგობრული სამოსის საზღვარგარეთიდან გამოწერა აღარ მოგიწევთ“