in

Mammut – 160-წლიანი ისტორია, თოკების წარმოებიდან სალაშქრო ბრენდამდე

თავგადასავლების მოყვარულებს უსათუოდ ეცნობათ ბრენდი Mammut. შვეიცარიული ბრენდი საუკუნოვან ისტორიას მოითვლის და დღემდე ინარჩუნებს პოპულარობას. სანამ თქვენ დილის გემრიელ ყავას შეექცევით, ჩვენ Mammut-ის წარმოშობაზე გიამბობთ.

Mammut-ის ისტორია 1862 წლიდან იწყება შვეიცარიაში, დინტიკონში. სანამ სამთო და სათავგადასავლო მაღალი ხარისხის ეკიპირებას შექმნიდა, კომპანიის თავდაპირველი პროდუქტი თოკების წარმოება იყო. Mammut ოჯახური ბიზნესი იყო. მას საფუძველი კასპარ ტანერმა ჩაუყარა და თოკების ბიზნესი ჩამოაყალიბა. სახელწოდება Mammut სიმტკიცესა და ძალას აღნიშნავს, რაც აგრიკულტურასა და სამთო სპორტში თანაბრად მნიშვნელოვანია. პატარა ოჯახური ბიზნესი ეტაპობრივად გაფართოვდა და გლობალურ კომპანიად იქცა, რომელიც 40-ზე მეტ ქვეყანაში 800-ზე მეტ თანამშრომელს აერთიანებს.

თავდაპირველად, კასპერ ტანერის მიერ შექმნილი პროდუქტი სოფლის მეურნეობაზე იყო გათვალისწინებული. თოკის სიმტკიცე ძლიერ სეზონურ ცვლილებებზე იყო გათვლილი. შემდეგ, მეორე მსოფლიო ომმა ცვლილებები შეიტანა ბიზნესში და საწარმოო ძალები ალპინიზმისა და ნაოსნობისკენ წარმართეს, რაც ოჯახური ბიზნესის საყრდენად იქცა. 1950 წლებში, შვეიცარიულმა კომპანიამ პირველად შექმნა მყინვარის პირობებისთვის შესაბამისი თოკი ნეილონის ძაფისგან, რითაც ალპინიზმის სფეროში უსაფრთხოების ახალი სტანდარტი შეიტანა.

შემდეგ, ოჯახმა ახალი პროდუქტები შექმნა, ალპინისტებისათვის: ხარისხიანი თოკები, ფეხსაცმელები, საძილე ტომრები, ზურგჩანთები… ხარისხმა ბრენდის პოპულარობაზე იქონია ზეგავლენა და Mammut-მა უფრო მეტად გაზარდა ასორტიმენტი. მისმა სამთო და სპორტულმა პროდუქტებმა რევოლუციური გავლენა იქონია ბაზარზე – 1978 წელს, ბრენდმა წარადგინა Altitude-ის ქურთუკები და Gore-Tex მასალით დამზადებული შარვალი, რომელმაც მალევე მოიპოვა პოპულარობა და დღეს, ალპინიზმი წარმოუდგენელია რბილი მასალის გარეშე.

საოჯახო ბიზნესი დღემდე ვითარდება და კვლავაც იცნობენ თანამედროვე და ინოვაციურ კომპანიად, რომელიც ინდუსტრიის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მოთამაშეა.

რუბრიკის „ყავასთან საკითხავი“ წარმდგენია Dunkin’.

საუკეთესო ხელსაწყოები Landing Page-ის შესაქმნელად

„გაზარდე შენი ბიზნესი“ — კამპანიის ფარგლებში ლიბერთი სამეგრელოს რეგიონის აგრო და ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდა