in

მამუკა გორგოძე დაბრუნდა და რაგბის წესებს გვასწავლის! 100%-ი ექსკლუზივი

როცა „იცი 100% – ქომაგობ 100%“-ი! მარკეტერი ექსკლუზიურად წარმოგიდგენთ „ლუდ „ნატახტარის“ კამპანიას, რომლის მთავარი გმირიც მამუკა გორგოძეა და იგი რაგბის წესებს ყველასთვის გასაგები მაგალითებით ხსნის.  პროექტზე სარეკლამო სააგენტო Saatchi & Saatchi-მ იმუშავა. ნახეთ სახალისო ვიდეოები და გაიგეთ რას ნიშნავშ თამაშში “შერკინება, ბოჭვა, მოლი და აუტი.


#1 შერკინება და მანქანის მიწოლა რომ ერთმანეთს ჰგავს, ფაქტია. თურმე, სანამ შესაბამისი სავარჯიშო დანადგარები შეიქმნებოდა, სწორედ ასე ვარჯიშობდნენ მიწოლაში.


#2 მეტისმეტად ხელიხელგადახვეულ წყვილებზე ბოჭვა გაგვახსენდა.


#3 მოლში, ჩოჩქოლში ყველანი ვართ ნამყოფი ერთხელ მაინც, მეტროში, ხომ? და ამაზე რა გაგახსენდათ?


#4 პატარძალი თაიგულს ისვრის და სტუმრები დაჭერაში ეჯიბრებიან, ესეც ჩვენი აუტი.

რას ამობენ ნატახტარში?

ნატახტარი უკვე ათი წელია ხელს უწყობს ქართული რაგბის პოპულარიზაციას, ჩვენი მთავარი ფოკუსი ქომაგების წახალისება და ქომაგობის კულტურის ხელშეწყობაასაკმაოდ ბევრი ვიფიქრეთ თუ როგორი უნდა ყოფილიყო რაგბის წლევანდელი კამპანია, რადგან სხვა კამპანიებისგან განსხვავებით, ამჯერად განსაკუთრებულ მოვლენასთან ვქონდა საქმე და ბორჯღალოსნების გამგზავრება მსოფლიო ჩემპიონატზე უფრო საინტერესოდ აღგვენიშნა.

ბოლოს მივედით საინტერესო მიგნებამდე, რომლის ირგვლივაც ავაგეთ სააგენტოს დავალება:

მიგნება კი მარტივია: რაგბის წესების ცოდნის გარეშე რთულია უგულშემატკივრო შენს ნაკრებს, ანუ იმისათვის, რომ ქართველებმა უფრო თავდაჯერებულად უყურონ რაგბის და უქომაგონ ბორჯღალოსნებს გააზრებულად, ჩვენ უნდა აუხსნათ მათ რაგბის წესები.

რაგბის წესების ასახსნელად ჩვენ სხვადასხვა გზა გამოვიყენეთ –  შევქმენით ნატახტარის განსაკუთრებული შეფუთვა, რომელიც მხოლოდ რაგბის მსოფლიო ჩემპიონატის დროს იქნება ხელმისაწვდომი, გადავიღეთ სარეკლამო რგოლები, სავაჭრო ქსელშიც საკმაოდ საინტერესო საჩუქარს ვუმზადებთ რაგბის ქომაგებს და ძალიან აქტიურად ვიყენებთ ციფრულ მედია არხებს.


კამპანიაზე სააგენტო Saatchi&Saatchi Tbilisi-მ იმუშავა და როგორც სააგენტოს წარმომადგენლები ამბობენ, ბრენდის მიერ დასმული ამოცანა შემდეგნაირად გადაჭრეს: რაგბის წესები ყოველდღიურ ცხოვრებაში გააცოცხლეს:

როცა ყველა დაფა წესებით და მათი ანალოგებით გავავსეთ,  საბოლოო არჩევანი წესის მნიშვნელობისა და მოვლენაში არსებული იუმორისტული პოტენციალის მიხედვით გავაკეთეთ.

ასე გაჩნდა იდეა –  „იცი 100% – ქომაგობ 100%“, რომლის მეშვეობითაც ნატახტარი და ქართული რაგბის 100%-იანი ლეგენდა, მამუკა გორგოძე სხვადასხვა გზებით გვასწავლიან, ან შეგვახსენებენ  რაგბის წესებს, რომლებიც აუცილებლად უნდა ვიცოდეთ, თამაშის ყურებით 100% სიამოვნება რომ მივიღოთ.

ვიდეორგოლების უშუალო პროდაქშენზე Funky Productions Studio-მ იზრუნა, რეჟისორ ვლადიმერ ვაულინთან ერთად.

კამპანიის შემქმნელები ამბობენ, რომ მუშაობის პროცესში, ქვეყანასა და კონკრეტულად, SAATCHI & SAATCHI თბილისს, როგორც მინიმუმ, სამი ახალი რაგბის ექსპერტი შეემატა, დანარჩენს კი დრო გვაჩვენებს.

Credits:
Client: Natakhtari
Agency: Saatchi&Saatchi Tbilisi
Creative Director: Gvantsa Datuashvili
Copywriter: Sandro Gachechiladze
Art Director: Luka Ivanidze
Account Team: Ekaterine Ebanoidze, Zizi Nasrashvili, Sally Dadiani, Elene Sabashvili, Salome Martiashvili
Graphic Design: Ilia Shakulashvili, Marta Ghudushauri
Illustration: Dartset
CG : Saba Chkhaidze
Project Consultant: Vakho Chikvaidze
Production Company: Funky production house
Producer: Ringailė Leščinskienė
Line Producer: Sophie Zhvania
Director: Vladimer Vaulin
DoP: Goga Devdariani
1st AD: Ani Kashia
Focus Puller: Manu Elijarashvili
Production Manager: Giorgi Gurgenadze
Location Manager : Giorgi Gurgenadze
Gaffer: Misho Saganelidze
Production Design: Mamuka Esadze, Giorgi Gogorikidze
Wardrobe Stylist: Ika Bobokhidze
Wardrobe Stylist assistant: Elene Zvanbaia
Casting: Eko Kordzaia, Teo Pirveli
Make up: Renata Korosenko
File Manager: Saveliy Sharkov
Post-Production:
Editing Director: Saveliy Sharkov
Color-Grading: Levan Amashukeli
Sound Design: Post Red Audio
CG & VFX : 1+1 media (Ukraine)
VFX: Be no, Bernadras Andriušis

2 რამ, რაც კონცენტრირებაში ყველაზე მეტად გვიშლის ხელს

თბილისი MANHATTAN SHORT-ს – ფილმების პირველ გლობალურ ფესტივალს უმასპინძლებს!