in

მამუკა კიკალიშვილი – ენერგეტიკოსი, ფოტოგრაფი და ბიზნესმენი

კიკალა

მამუკა კიკალიშვილი პროფესიით ენრეგეტიკოსია, მოწოდებით კი ფოტოგრაფი, მან თავისი ჰობი ბაზრის მოთხოვნილებებს მოარგო და  წარმატებულ ბიზნესად აქცია.

კიკალა

კიკალა სტუდიოს იდეა ჯერ კიდევ შორეულ 90-იანებში დაიბადა, თუმცა მაშინ ქვეყანაში არც სათანადო გარემო იყო და ალბათ არც ბაზრის მოთხოვნა არსებობდა. 2005 წელს, როდესაც ქვეყაში მეტნაკლებად სტაბილური სიტუაცია შეიქმნა და არც კონკურენტები ჩანდნენ, მამუკა კიკალიაშვილმა სახლის სარდაფში გახსნა ფოტოსტუდია. ბიზნესი ძალიან მალე  მომგებიანი გახდა და კომერციული დაკვეთების ნაკადმაც არ დააყოვნა.

«წარმატების საწინდარი უპირველის ყოვლისა საქმისადმი სიყვარულია, რომ შუა  გზაზე არ მიატოვო იგი, ხარისხი რაც კონკურენტულ უპირატესობას მოგცემს, კარგი მენეჯმენტი და ბაზრის მოთხოვნების მუდმივი მონიტორინგი» — აღნიშნავს მამუკა კიკალიშვილი.

კიკალა სტუდიოს 7 წელი დასჭირდა რომ ქართულ ბაზარზე თავისი ადგილი დაემკვიდრებინა. მამუკა კიკალიშვილი მუდმივად სწავლობს ბაზრის მოთხოვნებს, სწორედ ამან განაპირობა ორი წლის წინ “Kikala Studio Family”-ის ბაზარზე შემოსვლა, რომლის სამიზნე აუდიტორიას წარმოადგენენ არა კომპანიები კომერციული დაკვეთით, არამედ ჩვეულებრივი ადამიანები, რომლებსაც სურთ განაახლონ საოჯახო თუ სხვა სახის ალბომები.

„Kikala Studio Family-ში დამკვეთს  მარტივად და საკმაოდ იაფად შეუძლია გადაიღოს  სასურველი ფოტო, ვინაიდან ყველაფერი კონვეერულ ხაზზეა აგებული.  ხშირად მესმის, რომ  არ შეიძლება ფოტოს გაყიდვა 5 ლარად, მაგრამ ჯამში კლიენტი არა ერთი ფოტოთი არამედ მთელი ალბომით მიდის; აქვე მინდა ავღნიშნო, რომ ეს უბრალოდ ბიზნესია».

კონკურენტული გარემო უზრუნველყოფს მაღალ ხარისხს, ხოლო ფოტო სტუდია «კიკალა» თავის პირველ ნაბიბჯს უკონკურენტო გარემოში დგამდა, რასაც მამუკა კიკალიშვილი საკმაოდ უარყოფით შეფასებას აძლევს.

მართვის თვალსაზრისით და ზოგადად ორგანიზაციის განვითარებისთვის  ბაზარზე კონკურენტების არარსებობა ცუდია, ამიტომაც ყველანაირად ვუწყობდი ხელს ფოტოგრაფებს,  არაერთ მათგანს დავეხმარე ფოტოსუდიის  მოწყობაში; მათ ფაქტობრივად ჩემს მიერ გაკვალულ  გზაზე გაიარეს».

მამუკა კიკალიშვილმა რამოდენიმე თვის წინ დიღომში ერთჭერქვეშ გახსნა ატელიე კიკალა და ფოტო სტუდიო. „Atelier Kikala“ – კიკალა სტუდიოს შვილობილი კომპანიაა, და როგორც თვით მამუკა აღნიშნავს,  კიკალა სტუდიოსთვის ერთგვარი ფანჯარა ევროპაში.

«ისევე, როგორც ფოტოს გარეშე ვერ განვითარდება მოდა,  ხარისხიანი ტანსაცმლის გარეშე ვერ განვითარდება ფოტოსამყარო. ატელიე კიკალა 3 თვეა რაც გავხსენით და უკვე საკმაოდ ცნობილი და მოთხოვნადია ქვეყნის ფარგლებს გარეთ. ანუ ხარისხიანმა ტანსაცმელმა და ხარისხიანმა ფოტომ განაპირობა წარმატება. კიკალა სტუდიოს მიერ გადაღებული ფოტო Harper’s Baazar-ში დაიბეჭდა,  თუმცა ინტერესი ატელიე კიკალამ გამოიწვია, მაგრამ დამეთანხმებით, რომ არა ფოტოს ხარისხი ის ასეთი დონის ჟურნალის გვერდებზე ვერ მოხვდებოდა,  ეს ორი ურთიერთდამოკიდებულია».

ბიზნესმენი მამუკა კიკალიშვილი ან უბრალოდ ფოტოგრაფი კიკალა დამწყებ ფოტოგრაფებს ურჩევს ძალიან ბევრი იმუშაონ საკუთარ თავზე, განვითარდნენ, მიიღონ გამოცდილება და მხოლოდ ამის შემდეგ აქციონ ჰობი ბიზნესად.

«რაც შეეხება ფინანსურ მხარეს, ამ უკანასკნელს ნუ ჩათვლიან სირთულედ,  თუ ფოტოგრაფი  დარწმუნებულია თავის თავში და პროდუქციის ხარისხზე, ბანკი ან ალტერნატიული გზები ყოველთვის მოიპოვება, მაგრამ სანამ საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებდეს,  ვურჩევ,  რომ კარგად აწონდაწონოს თავისი შესაძლებლობები,  რამდენად კარგია ის ამ საქმეში,  აქვს თუ არა მენჯმენტური უნარ-ჩვევები,  ვინაიდან საქართველოში არ არის მის ფუფუნება,  რომ იყო ფოტოგრაფი და გყავდეს  მენეჯერიც». 

 

 

 

 

 

 

 

 

 

მე ვისურვებდი რომ ჩემს ბიჭს კიბო ქონდეს!

თუ ბავშვი ჩაიფსამს Huggies-ის აპლიკაცია ტვიტს გამოგიგზავნით!