in

როგორ მივიღოთ და ვმართოთ უკუკავშირი ოლიმპიელი ათლეტივით

2012 წლის ლონდონის ოლიმპიადაზე, გუნდის წევრმა ნიკოლ დევისმა გააზიარა ინფორმაცია იმ დაუნდობელი უკუკავშირის სისტემის შესახებ, რომელიც მართავდა მის, როგორც ოლიმპიელი ათლეტის ყოველ ნაბიჯს: „რვა წლის განმავლობაში, ყოველი ბურთი, რომელსაც შევეხე ან არ შევეხე, ყველა გადაწყვეტილება, რომელიც მივიღე მოედანზე, ყველა საათი, რომელიც დავყავი დარბაზში, დაკვირვებული და აღრიცხული იყო. ეს ყველაფერი იქცა ჩემი პროგრესის საზომად და ჩემი პოტენციალის მაჩვენებლად, რომ ოლიმპიურ კვარცხლბეკზე ავსულიყავი“.

ეს უკუკავშირი არ შემოიფარგლებოდა მხოლოდ თამაშის ფიზიკური ასპექტებით. ნიკოლის დიეტა, ძილის განრიგი, ფსიქიკური ჯანმრთელობა და თვით მისი თავისუფალი დროის აქტივობებიც კი მისი პერფორმანსის პოტენციური ზეგავლენის პრიზმაში განიხილებოდა. „დასვენების დღის“ კონცეფცია უცხო გახდა. დასვენების დღეები იყო სტრატეგიული მნიშვნელობის. მისი შვებულებები ხშირად უფრო მეტად იყო აღდგენისა და ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის, ვიდრე დასვენებისთვის. ნიკოლი ამბობს, რომ მუდმივი წნეხი, შეენარჩუნებინა და გადაეჭარბებინა საკუთარი შედეგების სტანდარტებისთვის, ნიშნავდა, რომ მისი ყველა ცხოვრებისეული არჩევანი უნდა ყოფილიყო მიმართული ოლიმპიური წარმატების მიზნისკენ.

მუდმივი შემოწმებისა და შედარების პირობებში ცხოვრება ამ ათლეტებს ასწავლის არა მხოლოდ იმას, თუ როგორ მიაღწიონ წარმატებას თავიანთ სპორტში, არამედ იმასაც, თუ როგორ გამოიყენონ ეფექტურად უკუკავშირი მუდმივი გაუმჯობესებისთვის. სწავლა იმისა, თუ რომელი უკუკავშირი მიიღონ და რომელი გაფილტრონ, ხდება აუცილებელი არა მხოლოდ გადარჩენისთვის, არამედ წარმატებისთვისაც.

რატომ არის უკუკავშირის მიღება ასეთი რთული

უმეტესობისთვის უკუკავშირის მიღება რთულია, რადგან როდესაც თვითშეფასება დაკავშირებულია შედეგებთან, ის აღიქმება როგორც პირდაპირი თავდასხმა ჩვენზე და არა როგორც სასარგებლო ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ გავხდეთ უკეთესები. ჩვენი იდენტობა ხშირად ვიწროდ არის დაკავშირებული იმასთან, თუ როგორ შედეგებს ვდებთ კონკრეტულ სფეროში.

თავის დასაცავად ჩვენ ხშირად ინსტინქტურად უარვყოფთ ან ვამცირებთ ამ უკუკავშირს, მაგრამ ამით ვკარგავთ ფასეულ ცოდნას, რომელიც შეიძლება დაგვეხმაროს ზრდასა და გაუმჯობესებაში. პროგრესზე ფოკუსირებისა და ჩვენი მიზნების აქტიურად მიდევნების ნაცვლად, ჩვენ ვხდებით შეპყრობილნი წარუმატებლობის თავიდან აცილებით, რაც საბოლოოდ ხელს გვიშლის მივაღწიოთ იმ წარმატებას, რომელსაც ვესწრაფვით.

თავდაცვით რეაქციაში იკარგება იმის აღიარება, რომ უკუკავშირი რეალურად ეხება ქცევას და არა პიროვნებას.

შექმენით მრჩეველთა წრე, რომელთა უკუკავშირსაც ენდობით

ოლიმპიელთა უკუკავშირის სტრატეგიის საფუძველია ვალდებულება, გახდე უკეთესი ყოველდღე. ოლიმპიელები აღიარებენ ისეთი გუნდის ყოლის სარგებელს, რომელსაც შეუძლია დაინახოს მათი ბრმა წერტილები და აიძულებენ მათ აიღონ პასუხისმგებლობა და ფოკუსირება მოახდინოს საკუთარ ძალისხმევაზე. იმისათვის, რომ შეკრიბოთ გუნდი, რომელსაც შეუძლია მოგაწოდოთ მკაფიო, პატიოსანი და კეთილი უკუკავშირი, შეარჩიეთ ადამიანები, რომელთა რჩევასაც ენდობით. ისინი  შეიძლება იყვნენ ოჯახის წევრები, მეგობრები, კოლეგები, მენტორები ან ექსპერტები. სია მცირე შეინარჩუნეთ. დარწმუნდით, რომ თითოეული ადამიანი მომართულია თქვენს მხარდაჭერაზე.

გამოყავით სასარგებლო უკუკავშირი პირადი აზრებისგან

აზრი და უკუკავშირი შეიძლება ჰგავდეს, მაგრამ აზრები ძირითადად ასახავს გამცემის ფიქრებსა და პერსპექტივებს, ხოლო უკუკავშირი გამიზნულია მიმღების სარგებლისთვის.

აზრები ასახავს ინდივიდუალურ შეხედულებებს, გაზიარებულს პირადი ფიქრებისა თუ გრძნობების გადმოსაცემად და ხშირად დაუკითხავად არის მოწოდებული. ამის საპირისპიროდ, უკუკავშირი კონკრეტულია, ეფუძნება ახლო დაკვირვებას, ორიენტირებულია მოქმედებაზე და გაცემულია ზრდის ხელშეწყობისათვის.

ოლიმპიელები არ განსხვავდებიან. ისინი ყურს უგდებენ იმათ უკუკავშირს, ვინც იცნობს მათ – და დანარჩენი ხმაურად იქცევა.

წყარო: HBR



Global Finance-მა საქართველოს ბანკი ქვეყანაში ბიზნესისთვის საუკეთესო ციფრულ ბანკად აღიარა

სიახლეები The Made by Google 2024-დან