in

რა არის „კორპორაციული ოფსაიტი“ და როგორ გვეხმარება ეს შესაძლებლობა

ლიდერები თავს ჩიხში გრძნობენ. იციან, რომ კოლექტივი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სამუშაოს შესასრულებლად, განსაკუთრებით ცოდნაზე დაფუძნებულ კომპანიებში, სადაც გამოცდილება განაწილებულია თანამშრომლებს შორის. თუმცა დისტანციურმა და ჰიბრიდულმა მუშაობამ საკმაოდ გაართულა კოლეგებს შორის ურთიერთობის დამყარება. ზოგიერთმა კომპანიამ ოფისში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო, რაც არაერთგვაროვნად იქნა აღქმული თანამშრომლებისა და საზოგადოების მიერ. ათწლიანი კვლევა გვთავაზობს ალტერნატივას, რომელიც აუმჯობესებს შედეგებს და თანამშრომლებს მნიშვნელოვანი თანამშრომლობითი ქსელების შექმნაში ეხმარება, მოდით, ამას კორპორაციული ოფსაიტი ვუწოდოთ.

ოფსაიტი არ არის ახალი პრაქტიკა. თუმცა, კვლევა გვთავაზობს მკაცრ ემპირიულ მტკიცებულებას იმისა, რომ ეს შეიძლება იყოს მძლავრი სტრატეგიული ინსტრუმენტი მენეჯერებისთვის. უფრო კონკრეტულად, ეს საშუალებას აძლევს მათ გადააწყონ თანამშრომლების არაფორმალური ორგანიზაციული ქსელები იდეებისა და გამოცდილების უკეთესი გაზიარებისთვის.

რატომ ოფსაიტი?

თანამშრომლებს შორის ურთიერთობა აუმჯობესებ როგორც ინდივიდუალურ, ისე კომპანიის შედეგებს. ნდობაზე დაფუძნებული კრიტიკული კავშირების შექმნის ორგანული შესაძლებლობები გაცილებით ნაკლებია, როდესაც ბევრი თანამშრომელი მუშაობს სახლიდან. ორგანიზაციულ იერარქიებსა და განყოფილებებსაც კი შეუძლიათ ხელი შეუშალონ თანამშრომლების უნარს გამოიყენონ კოლეგების მრავალფეროვანი ცოდნა და უნარები.

ოფსაიტი – კომპანიის მიერ დაფინანსებული, ხშირად მრავალდღიანი ღონისძიებებია, რომლებიც თანამშრომლებს ოფისს გარეთ აერთიანებს – ის ადამიანებს აძლევს ისეთი ურთიერთობების შესაძლებლობას, რომლებიც სხვაგვარად ვერ შედგებოდა. ოფსაიტები ქმნის უნიკალურ შესაძლებლობებს თანამშრომლებისთვის პირადად ეურთიერთონ ერთმანეთს, შექმნან ახალი კავშირები და გააძლიერონ არსებული.

გლობალურ კომპანიასთან ერთად ჩატარებული უახლესი კვლევა იკვლევს გადაწყვეტას მუდმივად აქტუალურ კითხვაზე: როგორ დავიწყოთ თანამშრომლობა. მკვლევრებმა შეისწავლეს კომპანიის ყოველწლიური ოფსაიტების რვა წლის მონაცემები. ასევე გააანალიზეს ფორმალური სამუშაო ურთიერთობების 350,000-ზე მეტი შემთხვევა, 750-ზე მეტი თანამშრომლის სამუშაო ჩანაწერებზე დაყრდნობით. შეისწავლეს ურთიერთობები ოფსაიტამდე და მის შემდეგ პერიოდებში და აღმოჩნდა, რომ:

ოფსაიტებს აქვს შედეგი

ამ კომპანიაში ოფსაიტი დაეხმარა ურთიერთობის ჩამოყალიბებას იმ თანამშრომლებს შორის, რომლებსაც ადრე ერთად არ უმუშავიათ. ეს არ იყო მხოლოდ სოციალური კავშირები: ახალი ადამიანები რეალურად გაერთიანდნენ. მათ ნახეს უდიდესი სარგებელი თავიანთ კოლექტივში. ღონისძიების შემდეგ მათ მიიღეს 24%-ით მეტი ახალი სამუშაო მოთხოვნა ოფსაიტამდე პერიოდთან შედარებით. ეს ზრდა ყველაზე თვალსაჩინო იყო მათთვის, ვინც კომპანიაში ხუთ წელზე ნაკლები ხნის განმავლობაში მუშაობდა. ხოლო მოთხოვნები, რომლებსაც ისინი იღებდნენ, სავარაუდოდ, სხვა ბიზნეს განყოფილებიდან მოდიოდა.

ოფსაიტის მონაწილეებს შესაძლებლობა აქვთ წარმოაჩინონ თავიანთი გამოცდილება და დაამყარონ უშუალო ურთიერთობები ორგანიზაციის ყველა განყოფილებაში. ეს გაზრდილი ხილვადობა აადვილებს მათ მოძიებას თანამშრომლობისთვის.

მოკლედ, ოფსაიტებმა წაახალისა ახალი კავშირები, რაც ხაზს უსვამს დასწრების მნიშვნელობას, განსაკუთრებით მათთვის, ვინც ახალია კომპანიაში და ინტეგრირებას ცდილობს  თანამშრომელთა წრეში.

ოფსაიტი სასარგებლო აღმოჩნდა მათთვისაც კი, ვინც არ დაესწრო

ოფსაიტის სარგებელი არ შემოიფარგლებოდა მხოლოდ იმ ადამიანებით, ვინც დაესწრო. შედეგებმა აჩვენა, რომ ეფექტები გავრცელდა მთელ ფირმაში. ეს ნიშნავს, რომ ოფსაიტის შემდეგ, ყველამ, მათაც კი, ვინც არ დაესწრო, მეტი ახალი ურთიერთობის ინიცირება დაიწყო. რატომ?

ერთი მხრივ, „არდამსწრეებმაც“ გაიგეს, რომ თანამშრომლობა მნიშვნელოვანია და სურდათ თავიანთი ერთგულება ეჩვენებინათ მთლიანი გუნდის წევრებისთვის. შესაბამისად, მათაც მიიღეს სარგებელი გაუმჯობესებული კოლექტიური გაგებისგან იმის შესახებ, ვინ რა იცის კომპანიაში. არდამსწრეებმა, სავარაუდოდ, ახალი თანამშრომლები აღმოაჩინეს ოფსაიტის შემდეგი რეკომენდაციების მეშვეობით, რადგან მათ არ ჰქონდათ იგივე შესაძლებლობა თავად შეხვედროდნენ მათ. ოფსაიტის ჩატარებამ კომპანიის მასშტაბით თანამშრომლობითი აქტივობა მნიშვნელოვნად გაზარდა და ორგანიზაციული ქსელის გადაწყობას შეუწყო ხელი.

წყარო: HBR



როგორ იყენებენ გენერაციულ ხელოვნურ ინტელექტს არქიტექტურაში

წარმოგიდგენთ განახლებულ ელიტს