in

მენეჯმენტი სილამაზის ინდუსტრიაში – „ექსპოჯორჯიაში“ უკრაინელი სპეციალისტების მასტერკლასები გაიმართება

8 ნოემბერს, Beauty Exhibition 2019-ის ფარგლებში, გაიმართება კონფერენცია – მენეჯმენტი სილამაზის ინდუსტრიაში. ღონისძიება მათთვის არის, ვინც ახლა აპირებს ამ სფეროში საქმიანობის დაწყებას, ან უკვე არის სილამაზის სალონის, სილამაზის ცენტრის, ესთეტიკური მედიცინის ცენტრის თუ სასწავლო ცენტრის მფლობელი/მენეჯერი/ადმინისტრატორი. კონფერენცია, საგამოფენო ცენტრ „ექსპოჯორჯიას“ მე-11 პავილიონში გაიმართება და დასწრება მხოლოდ წინასწარი რეგისტრაციით არის შესაძლებელი.

პირველ საგამოფენო დღეს, უკრაინიდან მოწვეული სპიკერები ისაუბრებენ სილამაზის ინდუსტრიაში არსებულ გამოწვევებზე.

სპიკერები

ვიჩესლავ დიუდენკო – სილამაზის სალონების DYUDENKO ART of hair, D2 და სტილისტების პროფესიული სკოლის ” DYUDENKO KIEV”-ის მფლობელი. არის პროფესორი, სამეცნიერო და გამოყენებითი მიმართულებით “კულტურა და ხელოვნება იმიჯ-დიზაინის მოდელირების  ტექნოლოგიების სფეროში”. ასევე, სილამაზის სალონების სტანდარტების კომიტეტის საბჭოს (KSSK) თავმჯდომარე; საერთაშორისო დონის მასტერ-ექსპერტი. 1991 წლიდან აქვს გამოცდილება სალონების მართვაში, არის შევალიეს ორდენის მფლობელი.

ვიჩესლავ დიუდენკო გამართავს მასტერკლასებს თემებზე:

  • ხელმძღვანელი, როგორც ბრენდი – როგორ მოქმედებს ხელმძღვანელის ცნობადობა და მომხმარებელთან ურთიერთობა ბიზნესის წარმატებაზე.
  • კრიზისების მართვა სილამაზის სალონების ბიზნესში.

ოლეგ მოსკალიონოვი – The Girls Hairdressers (სალონების ქსელი, დისტრიბუცია, სასწავლო ცენტრი, კონსალტინგი) – მფლობელი. მას აქვს დიდი გამოცდილება ბიზნესის სისტემატიზაციაში, სტანდარტიზაციასა და ეფექტური ბიზნეს მოდელების შექმნაში. მისი სალონი The Girls Hairdressers მოხვდა საუკეთესო Beauty კომპანიების  ტოპ ათეულში, საერთაშორისო პრემიის Stella Beauty Awards 2018-ის მიხედვით. ოლეგ მოსკალიონოვი უკრაინის საუკეთესო სილამაზის სალონების დირექტორების ათეულში შედის.

ოლეგ მოსკალიონოვი გამართავს მასტერკლასებს თემებზე:

  • ქაოსიდან სისტემამდე, 30 დღეში. ეფექტური და გამოცდილი 7 ეტაპიანი სტრატეგია.
  • ბონუს თემა – რომელი ანაზღაურების ტიპია უფრო ეფექტური – ფიქსირებული ხელფასი თუ პროცენტი შემოსავლიდან?

ოქსანა პალაგეჩა –  Beauty HR Center-ის, უკრაინის პირველი ცენტრი კადრების შერჩევასა და ტრენინგში სილამაზის ინდუსტრიაში, დამფუძნებელი და დირექტორი. არის პრაქტიკოსი HR სპეციალისტი კადრების შერჩევის 15 წლიანი გამოცდილებით, აქედან 9 წელი სილამაზის ინდუსტრიაში. ოქსანა პალაგეჩა ასევე არის კონსულტანტი, სტატიებისა და ტრენინგების ავტორი სილამაზის ინდუსტრიაში ყველა საფეხურის პერსონალის შერჩევასა და მენეჯმენტში. ასევე – „Active Beauty” კონფერენციისა და  “Beauty Business Speed-Dating” – (უნიკალური ბიზნეს „ნეთვორქინგის“ ღონისძიება, ინოვაციური შეხვედრების ფორმატში სილამაზის სალონებსა და პროფესიონალური კოსმეტიკის მომწოდებლებს შორის) ორგანიზატორი. მისი ორგანიზებულია WOW Beauty Forum; Clear Beauty Business; Intercharm Ukraine – სილამაზის ინდუსტრიის გამოფენების ფარგლებში დაგეგმილი კონფერენციები.

ოქსანა პალაგეჩა გამართავს მასტერკლასებს თემებზე:

  • რატომ არის HR-მარკეტინგი აუცილებელი სალონების ბიზნესში?
  • როგორ შევმქნათ  სალონის ბრენდი და  შევინარჩუნოთ სპეციალისტები

კონფერენციის პროგრამა:

12:00 – 12:40 – რატომ არის HR-მარკეტინგი აუცილებელი სალონების ბიზნესში?

12:50 – 13:30 – როგორ შევქმნათ სალონის ბრენდი და შევინარჩუნოთ სპეციალისტები

13:40 – 14:20 – ხელმძღვანელი, როგორც ბრენდი – როგორ მოქმედებს ხელმძღვანელის ცნობადობა და მომხმარებელთან ურთიერთობა ბიზნესის წარმატებაზე.

14:30 – 15:10 – კრიზისების მართვა სილამაზის სალონების ბიზნესში

15:10 – 15:25 – შესვენება

15:30 – 16:10 – ქაოსიდან სისტემამდე, 30 დღეში. ეფექტური და გამოცდილი 7 ეტაპიანი სტრატეგია.

16:20 – 17:00 – რომელი ანაზღაურების ტიპია უფრო ეფექტური – ფიქსირებული ხელფასი თუ პროცენტი შემოსავლიდან?

[R]

„მაკდონალდს საქართველომ“ USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამასთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა

TOYOTA-ს ჰიბრიდული ტესტ-დრაივი შემოდგომის კახეთში