ყველა მენეჯერის როლია, რომ კომუნიკაცია სიტუაციასა და გუნდს მოარგოს. მენეჯმენტის სტილები აღწერს განსხვავებულ მიდგომებს, რომლებსაც სხვადასხვა მენეჯერები იყენებენ გუნდის მუშაობის წარმართვისთვის. მენეჯმენტის სტილები აღწერს, თუ როგორ იყენებენ სხვადასხვა ტიპის მენეჯერები თავიანთ მენეჯერულ მიდგომას, გუნდის წევრების მოტივაციისთვის. სტილი სხვადასხვა შეიძლება იყოს. ყველა მენეჯერი ბუნებრივად იხრება მართვის რომელიმე ერთი სტილისკენ, მაშინაც კი, თუ ამას ვერ აცნობიერებს. ამ სტატიაში განვიხილავთ მენეჯმენტის სხვადასხვა სტილს, მათ დადებით და უარყოფით მხარეებს.
მენეჯმენტის ავტოკრატული სტილი
ასეთ დროს, მენეჯერები ცენტრალიზებულად იღებენ გადაწყვეტილებებს. გადაწყვეტილებების უმრავლესობას მენეჯერი საკუთარ თავზე იღებს, მათ შორის ყველა მოკლე და გრძელვადიან ამოცანას. ავტოკრატიული მართვის სტილის მენეჯერი შემდეგ სამუშაოს დელეგირებს გუნდის წევრს, რომელიც მათი აზრით, საუკეთესოდ შეეფერება სამუშაოს. ეს არის ზემოდან ქვევით მიდგომა.
უპირატესობები:
უფრო ადვილია სწრაფი გადაწყვეტილებების მიღება, რადგან გადაწყვეტილების მიმღები მხოლოდ ერთია.
მინუსები:
ავტოკრატი მენეჯერი ხშირად მიკრომენეჯმენტში გადადის.
ავტოკრატი მენეჯერების ქვეშ მყოფი გუნდის წევრები ნაკლებად წახალისებულნი არიან ინიციატივისკენ, რადგან გადაწყვეტილების მიმღები მხოლოდ ერთია.
გუნდის წევრები შემოქმედებით დაღლილობას გრძნობენ.
როცა გადაწყვეტილებების სწრაფად მიღებაა საჭირო და შეცდომის ადგილი ცოტაა. კრიზისულ სიტუაციებში ავტოკრატიული სტილი არის გზა.
მართვის დამაჯერებელი სტილი
ეს ავტოკრატული მენეჯმენტის ერთ-ერთი ტიპია. დამაჯერებელი მენეჯმენტის სტილი გადაწყვეტილების მიღებას მთლიანად მენეჯერების ხელში აყენებს, მაგრამ ამავდროულად, ხელს უწყობს მენეჯერებს, გაიზიარონ თავიანთი გადაწყვეტილებების მიღმა არსებული მოსაზრებები. ეს ეხმარება გუნდის წევრებს უფრო მეტად იგრძნონ კავშირი გადაწყვეტილების მიღების პროცესთან.
უპირატესობები:
მას შეუძლია დაეხმაროს სხვა დონის გუნდის წევრებს იმის გაგებაში, თუ რა შედის მენეჯერულ გადაწყვეტილებებში.
ეს აყალიბებს ნდობას გუნდსა და მენეჯერს შორის, რადგან გუნდს ეძლევა ახსნა-განმარტება ყველა გადაწყვეტილებაზე.
მინუსები:
სხვა ავტოკრატული სტილის მსგავსად, გუნდის წევრები აქაც განიცდიან შემოქმედებით დაღლილობას.
გუნდის წევრებმა შეიძლება იგრძნონ, რომ მათი ხმა არ ისმის, რადგან კომუნიკაცია მაინც ცალმხრივია.
ეს სტილი ამართლებს იმ მენეჯერებისთვის, რომლებიც ხელმძღვანელობენ გამოუცდელ გუნდს. ასეთ დროს, მენეჯერი უნდა იყოს გადაწყვეტილების ერთადერთი მიმღები საერთო გამოცდილებიდან გამომდინარე, თუმცა უნდა გაუზიაროს ახსნა-განმარტებები, რათა გუნდს ზრდაში დაეხმაროს.
პატერნალისტური სტილი
ავტოკრატული სტილის კიდევ ერთი ტიპია პატერნალისტური მენეჯმენტი. ესაა ცალმხრივი გადაწყვეტილების მიღების ფორმა, სადაც გუნდის საუკეთესო ინტერესები ყოველთვის არის მხედველობაში. გუნდის წევრებს უსმენენ და გადაწყვეტილებები მიიღება სწორედ მათი სურვილების გათვალისწინებით.
უპირატესობა:
მენეჯერები თავიანთი გუნდის ინტერესების ერთგული არიან. გუნდის წევრების კეთილდღეობა ყველა გადაწყვეტილების საკვანძო ნაწილია.
სხვა ავტოკრატული სტილებისგან განსხვავებით, გუნდის წევრებს აქტიურად მოუწოდებენ, გამოხატონ თავიანთი სურვილები თავიანთ მენეჯერთან, მაშინაც კი, თუ მათ არ შეუძლიათ ითანამშრომლონ გადაწყვეტილების მიღების პროცესში.
მინუსები:
ლიდერობისადმი ლოიალობა აუცილებელია, რომ ეს სტილი ეფექტური იყოს. თუ გუნდი არ ენდობა მენეჯმენტს, ისინი ნაკლებად მოტივირებულნი იქნებიან ძლიერი შედეგების მისაღებად.
ეს სტილი კარგია ძლიერი კულტურის მქონე ორგანიზაციებისთვის. თუ ხელმძღვანელობას შეუძლია შექმნას ძლიერი შიდა კავშირები ორგანიზაციაში, გუნდის წევრებს ექნებათ ნდობა მენეჯმენტის მიმართ.
დემოკრატიული სტილი
დემოკრატიული მენეჯერები თანამშრომლობენ თავიანთი გუნდის წევრებთან გადაწყვეტილების მიღების პროცესში. ისინი ჩართულები არიან თავიანთი გუნდის კეთილდღეობასა და კარიერულ განვითარებაში. მენეჯმენტის ეს სტილი ხელს უწყობს შემოქმედებითობას და თანამშრომელთა ჩართულობას.
უპირატესობები:
გუნდის წევრებმა იციან, რა არის საჭირო წარმატების მისაღწევად.
დემოკრატიული მენეჯერების გუნდები ხშირად უფრო კრეატიულ იდეებს აგნებენ.
მენეჯმენტის ეს სტილი ხელს უწყობს მაღალ ჩართულობას და შესყიდვას.
გუნდის წევრებს უბიძგებს გამოიყენონ თავიანთი სრული პოტენციალი სამსახურში.
მინუსი:
ამ სტილს სხვაზე მეტი დრო და მოთმინება სჭირდება, შედეგის მისაღებად.
საკონსულტაციო სტილი
ის დემოკრატიულ სტილს მიეკუთვნება. ასეთ დროს, მენეჯერები მუდმივად ეძებენ უკუკავშირს თავიანთი გუნდისგან და ცდილობენ გააუმჯობესონ თავიანთი პოზიცია. ავტორიტეტული სტილისგან განსხვავებით, კონსულტანტი მენეჯერები იშვიათად იღებენ გადაწყვეტილებებს მარტო, რადგან ხელს უწყობენ თავიანთი გუნდის თანამშრომლობას.
უპირატესობები:
ის აყალიბებს ჯანსაღ კომუნიკაციას გუნდებს შორის.
ეს ხელს უწყობს აღმავალი გამოხმაურებას.
მინუსი:
ამ სტილმა შეიძლება განაპირობოს არაეფექტურობა და გადაწყვეტილების ნელი ტემპით მიღება, რადგან პროცესში ბევრი მონაწილეა ჩართული.
ტრანსფორმაციული სტილი
ესეც დემოკრატიული მენეჯმენტის კიდევ ერთი სახეობაა. ძირითადად, ის შემოქმედებით გუნდებში გამოიყენება. ტრანსფორმაციული მენეჯერები ცდილობენ შექმნან კულტურა, რომელიც წაახალისებს ადაპტირებას, ინოვაციას და პრობლემის გადაჭრას.
უპირატესობები:
ეს სტილი ძალიან კარგად მუშაობს გუნდის მოტივირებული წევრებისთვის, რომლებიც კარიერულ ზრდას ცდილობენ.
ხელს უწყობს პროექტების განხორციელებას და გუნდის წევრებს ეხმარება დაინახონ არსებული მოცემულობის უფრო ვრცელი სურათი.
მინუსი:
ეს სტილი ეყრდნობა რთული მიზნების დასახვას, ამიტომ შეიძლება საპირისპირო შედეგი მიიღოთ, თუკი თქვენი გუნდი საკმარისად მოტივირებული არ არის მიზნის მისაღწევად.
Laissez-faire სტილი
Laissez-faire ფრანგული ენიდან სიტყვასიტყვით ითარგმნება როგორც „გაუშვი“. Laissez-faire-ის მენეჯერები ურჩევნიათ გუნდის წევრებს მიანიჭონ დიდი დოზით ავტონომია. ისინი, როგორც წესი, ხვდებიან გუნდის წევრებს ან მასპინძლობენ გუნდურ შეხვედრებს. მენეჯერი პროცესში ერევა მაშინ, როდესაც რაიმეს გამოსწორებაა საჭირო.
უპირატესობა:
გუნდის წევრები წახალისებულნი არიან კრეატიულობისა და საკუთარი იდეების გენერირებისკენ.
თვითმოტივირებული თანამშრომლები ეფექტურები არიან, ავტონომიურობიდან გამომდინარე.
მინუსები:
თუ გუნდის წევრები არ არიან ძალიან გამოცდილები, შეიძლება პირადი პრიორიტეტებისთვის დაიწყონ მუშაობა.
მენეჯერი არ ერთვება კონტექსტის განმარტებაში ან გუნდის წევრების პროაქტიურად მომართვაში.
მენეჯმენტის ამ სტილმა თანამშრომლებში მხარდაჭერის ნაკლებობა შეიძლება გამოიწვიოს და დააბნიოს.
მენეჯერი, რომელსაც აქვს Laissez-Faire მენეჯმენტის სტილი, შეიძლება არ ქმნიდეს თანამშრომლობის საუკეთესო გამოცდილების დანერგვას და თავადაც არ იყოს მაგალითი.
ვიზიონარული სტილი
აქ მთავარი აქცენტი არის ხედვაზე. ასეთი მენეჯერი დაინტერესებულია გუნდის წევრების სწავლებით, ორგანიზაციის უფრო ფართო ხედვის გაცნობით. ასეთი მენეჯერები უფრო მეტად ამოტივირებენ და შთააგონებენ და ნაკლებად აძლევენ მითითებებს, ყოველდღიური ამოცანების შესახებ.
უპირატესობები:
სწორი მართვისას, ამ სტილს შეუძლია ხელი შეუწყოს კრეატიულობასა და აზროვნებას.
ვიზიონარულ სტილს შეუძლია წაახალისოს თქვენი გუნდი უფრო მეტი მუშაობისკენ, რადგან ისინი გატაცებული არიან თავიანთი საქმით.
მინუსები:
ამ სტილის გამოყენებისას მოჩვენებით შთაგონებას ვერ შეძლებთ. ამ ეს მენეჯმენტი ეფექტურია მხოლოდ მაშინ, როდესაც მენეჯერი ნამდვილად არის შთაგონებული კომპანიის მისიით.
ეს მიდგომა უფრო ლიდერობაა, ვიდრე მენეჯმენტი. თუ ამ მეთოდს იყენებთ, დარწმუნდით, რომ თქვენი გუნდის მხარდაჭერასაც ახერხერბთ და არა უბრალოდ შთაგონებას.
დელეგაციური სტილი
ამ სტილში, გუნდის წევრებს აქვთ თავისუფლება, შეასრულონ დავალებები საკუთარი მიდგომით. ვიზიონარი მენეჯერების გუნდების მსგავსად, წევრებს, როგორც წესი, აქვთ სამუშაოს კარგი ცოდნა და იციან, როგორ უნდა შესრულდეს ამოცანები. ამ დროს, მენეჯერები და გუნდის წევრები ურთიერთობენ მხოლოდ მაშინ, როდესაც მენეჯერები დავალებებს აძლევენ. პროექტის დასასრულს კი, მოდის მენეჯერი, განიხილავს სამუშაოს და ციკლი განახლდება.
უპირატესობები:
გუნდის წევრებს შეუძლიათ მაქსიმალურად გამოავლინონ კრეატიულობა თავიანთ საქმეში.
ამ სტილში მიკრომართვის რისკი არ არსებობს. შედეგად, გუნდის წევრები თავს დამოუკიდებლად გრძნობენ თავიანთ მუშაობაში.
მინუსები:
პროექტის სასიცოცხლო ციკლის განმავლობაში, მკაფიო უკუკავშირის პროცესის გარეშე, საბოლოო შედეგი შეიძლება არასასურველი იყოს.
მენეჯერი მხოლოდ დელეგირებისთვის არსებობს, კონფლიქტის მოგვარების პროცესი მას არ ეხება.
წყარო: asana