in

მენეჯმენტის რჩევები 2023 წლის მიწურულს

წლის ბოლოს, მენეჯმენტით დაინტერესებულ ადამიანებს სასარგებლო რჩევებს გიზიარებთ.

თუკი სამსახურში თავს გარიყულად გრძნობთ

სრულიად ნორმალურია, რომ სამსახურში დროდადრო ფსიქიკურად გადაღლილად იგრძნოთ თავი. ეკონომიკური გაურკვევლობის დროს, როდესაც თქვენი სამუშაო სტაბილურობა შეიძლება კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს, მნიშვნელოვანია თქვენს პროფესიულ რეპუტაციას ხელახლა გადახედოთ.

დაიწყეთ თქვენი კარიერული ვალდებულებების განსაზღვრით. ჰკითხეთ საკუთარ თავს: „რით მინდა ვიყო ცნობილი სამსახურში?“ შესაძლოა, ეს არის თქვენი ენთუზიაზმი, კომუნიკაციის შესანიშნავი უნარები, საიმედოობა ან სხვა რამ. ასევე, ეს შეიძლება იყოს ახალი უნარები, რომელთა ათვისებაც გსურთ, ან ძველი, რომლის დახვეწა ან გაუმჯობესებაც გინდათ.

ლიდერობა არ არის თქვენი სამუშაო პოზიციის დასახელება

არ არის აუცილებელი გეკავოთ მაღალი პოზიცია, რომ იყოთ ლიდერო ლიდერისთვის. გაგაცნობთ სამ ქმედებას, რომლითაც შეგიძლიათ გამოავლინოთ თქვენი ლიდერობის უნარი.

განავითარეთ არსებული ძლიერი მხარეები. დაფიქრდით, რომელი ამოცანებია სამსახურში თქვენთვის საინტერესო, ბუნებრივი და მამოტივირებელი? რომელი პროექტები განიჭებთ სიამოვნებას? რა უნიკალური ხედვა შეგაქვთ პროექტში? თქვენი ძლიერი მხარეები, იდენტობა და ინტერესები არის ის, რაც გამოგარჩევთ. რაც მეტად გესმით საკუთარი თავი, მით უკეთ შეძლებთ ლიდერის ნდობის მოპოვებას.

დრო დაუთმეთ ყოველდღიურ განვითარებას. თქვენი უნარების გაუმჯობესება დაგეხმარებათ გააფართოოთ თქვენი გავლენა. მაგალითად, შესაძლოა, თქვენი ორგანიზაცია აფასებს ლიდერებს, რომლებსაც შეუძლიათ თავიანთი იდეების გამყარება მყარი მონაცემებითა და შეხედულებებით, ან მათ, ვინც გამოხატავს ცნობისმოყვარეობასა და თანაგრძნობას. რაც არ უნდა იყოს, გაითვალისწინეთ და პრიორიტეტი მიენიჭეთ ამ უნარების განვითარებას.

ეკონტაქტეთ ადამიანებს. იმის მიუხედავად, ინტროვერტი ხართ თუ ექსტროვერტი (ან სადღაც ამ ორს შორის), შეგიძლიათ დაამყაროთ ისეთი მნიშვნელოვანი ურთიერთობები, რომლებიც საკვანძოა თქვენს გუნდში გავლენის მოსაპოვებლად. იყავით ავთენტური და ემპათიური თქვენს კოლეგებთან ურთიერთობისას.

დაუსვით ეს კითხვები ხელმძღვანელს, მომდევნო შეხვედრისას

თქვენი აზრით, რამდენად ხვდება მენეჯმენტი თქვენს საჭიროებებს? რამდენად იღებთ მათგან საჭირო ინფორმაციას? რამდენად ხვდება თქვენს გამოწვევებს?

ითხოვეთ რჩევა ამოცანებისა და პროექტების შესახებ:

* მაქვს გარკვეული გამოწვევები X-თან. შეგიძლიათ დამეხმაროთ, როგორ მოვიქცე ეფექტურად?
* რას ფიქრობთ ჩემს იდეაზე? გაქვთ რაიმე რჩევა, როგორ გავაუმჯობესოთ, ან ალტერნატიული იდეა, რომელიც გამომადგება?

დააზუსტეთ პრიორიტეტები და მოლოდინები:
* არსებული მოცემულობით, რას უნდა მივანიჭო პრიორიტეტი?

* რა შემიძლია გავაკეთო, რომ უფრო დიდი შესაძლებლობებისთვის ვიყო მზად?

* რაზე სჯობს მივმართო ჩემი კარიერული ძალისხმევა?

* როგორ მირჩევთ განვითარებას?

როგორ მოვიქცეთ, როცა გუნდური განწყობა შესუსტებულია?

თუკი გუნდი ემოციურ სტაგნაციას განიცდის, შესაძლოა, ამის მიზეზი კოლექტიური მიზნის შეგრძნების დეფიციტი იყოს. ან ინტერპერსონალური დაძაბულობა. ნორმალურია, როცა გუნდის დინამიკა დროთა განმავლობაში იკლებს და დინებას მიყვება. იფიქრეთ, რას გრძნობენ ადამიანები. შემდეგ კი გადაწყვიტეთ, რას საჭიროებს თქვენი გუნდი გამოსაცოცხლებლად.

დაიწყეთ მანდატებისა და მიზნების გადახედვით. ჰკითხეთ საკუთარ თავსა და გუნდს: რა ტენდენციებს უნდა მოერგოთ? როგორ უნდა შეიცვალოს ჩვენი გუნდის როლი და ღირებულებები, როდესაც ორგანიზაცია ვითარდება ჩვენს გარშემო? შესაბამისად გადაახალისეთ მიზნები და მეტრიკა – თქვენი სტრატეგიები, სამუშაო პროცესები და ინდივიდუალური პასუხისმგებლობები.

ესაუბრეთ გუნდს გენერაციული AI-ის გამოყენებაზე. შორს არაა ის დრო, როცა ამ ყველაფრის ყოველდღიურობაში დანერგვა დაგჭირდებათ.

განავითარეთ გადაწყვეტილების მიღების უნარები.

როცა საქმე მენეჯმენტს ეხება, მნიშვნელოვანი ნაწილია სტრესის მართვა. როგორ შეგიძლიათ დაიცვათ თავი გადაწვისგან? ჩამოწერეთ სტრესფაქტორები, მიუწერეთ მათ სიძლიერე (0-10 ქულამდე), დაფიქრდით – რა განაპირობებს მას. ამ საკითხის რიცხობრივი შეფასება დაგანახებთ ფართო სურათს.

წყარო: HBR



მეცნიერებმა სიმსივნური უჯრედების 99% გაანადგურეს

მარილის, წყლისა და ფქვილისგან „მოზელილი” მსოფლიო ბრენდი