12
Mar
2019

3 შეცდომა, რასაც მენეჯერები პირისპირ შეხვედრისას უშვებენ

12 Mar 2019

ლეგენდარულმა დიზაინერმა კარლ ლაგერფელდმა ერთხელ თქვა “მე არ ვატარებ შეხვედრებს”. პრინციპში, კარლ ლაგერფელდი რომ იყოთ, ამის საჭიროება არც გექნებოდათ, თუმცა, დანარჩენი “უბრალო მოკვდავებისთვის” ეს საქმის შესრულების მნიშვნელოვანი ნაწილია. არ აქვს მნიშვნელობა, რა აზრის ხართ შეხვედრებზე, რეგულარული, კონცენტრირებული და პროდუქტიული საუბრები ერთი-ერთზე, კრიტიკულად მნიშვნელოვანია. შეხვედრების შედეგად, გეძლევათ შესაძლებლობა, მოამზადოთ კონტექსტი გასანაწილებელი სამუშაოსთვის, შესთავაზოთ სამუშაოს შესრულების ალტერნატივა, გაუზიაროთ მოსაზრება, თუ რა მნიშვნელობა აქვს ამ საუბარს თქვენთვის, გააცნოთ სიახლეები და თავადაც გაეცნოთ (მის სიახლეებს), გაუზიაროთ მომავლის ხედვა, შთააგონოთ და აუმაღლოთ მოტივაცია, ასწავლოთ ახალი უნარები, თანაუგრძნოთ, მოუსმინოთ…

pasha-statiebi
pasha-statiebi


თუმცა, ასეთი შეხვედრები ხშირად ტარდება ბუნდოვანი მოლოდინებით, მოუმზადებლად და ენთუზიაზმის გარეშე. ნაცნობი სიტუაციაა? თუკი გსურთ ეს მოსაწყენი საუბრები საინტერესოდ აქციოთ, გაითვალისწინეთ ეს რჩევები:

არ უსმენთ

რა თქმა უნდა, სიახლეები გაქვთ, რომელზეც უნდა ისაუბროთ, საქმე – დაავალოთ, უკუკავშირი – მოისმინოთ. მაგრამ თუკი მხოლოდ თქვენ საუბრობთ, კარგავთ ყველაზე მნიშვნელოვანს – რაღაც ახლის სწავლის შანსს. მაგალითად? მაგალითად, რატომ არ სძინავს თქვენს თანამშრომელს ღამით? რა მოსწონს და იზიდავს? რა სურს ყველაზე მეტად? საამისოდ, ერთ-ერთი საუკეთესო გზა არის მოსმენა – გულისყურით მოსმენა, სანამ თქვენი კოლეგა საუბრობს. როგორც მალკოლმ ფორბსი იტყოდა, “საუბრის ხელოვნება მოსმენაშია.”

ჭორაობა და სხვა ადამიანებზე წუწუნი

“ჭორაობა? მე არ ვჭორაობ!” შესაძლოა ამის მართლაც გჯერათ. მოდით, განვმარტოთ, რა არის ჭორაობა? ესაა არაფორმალური და შემფასებლური საუბარი ორგანიზაციაში, როგორც წესი, რამდენიმე ადამიანის გარემოცვაში, ამავე ორგანიზაციის იმ წარმომადგენელზე, რომელიც იმ მომენტში ადგილზე არ იმყოფება”.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თუკი პირადი შეხვედრისას დროს წუწუნსა და სხვის განხილვაში ხარჯავთ, ჩათვალეთ, ჭორაობთ! შეგიძლიათ ეს სასარგებლოდ მიიჩნიოთ, მაგრამ გახსოვდეთ, რომ თქვენი თანამოსაუბრე ამ დროს ფიქრობს: “ნუთუ, მეც ასე განმიხილავს სხვასთან?!”

გეჩქარებათ ან აუქმებთ შეხვედრას

შესაძლოა, პირადი შეხვედრები, უბრალოდ, სასარგებლოდ მიგაჩნიათ, თუმცა, ეს აუცილებელია. არ შეიქმნათ ილუზია, რომ ამ შეხვედრების გადადების ფუფუნება გაქვთ. რაკი ეს უბრალო თანამშრომელია და არა აქციონერი, მიგაჩნიათ, რომ მასთან შეხვედრის გადადება ჩვეულებრივი ამბავია? შესაძლოა, ასე თვლით, მაგრამ ეს დიდი შეცდომაა.

კვლევები გვიჩვენებს, როდესაც მენეჯერი ხშირად ესაუბრება თანამშრომლებს განვითარებაზე, ისინი უფრო მოტივირებულები არიან. შეხვედრის გადადება ან გაუქმება კი უსიამოვნო განცდას ტოვებს. ჩათვალეთ, რომ ეს საუბრები ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორიც უფრო მეტი კლიენტების მოზიდვაა. ერთი-ერთზე შეხვედრა ზრდის, ახლის სწავლისა და განვითარების შესაძლებლობაა თქვენი თანამშრომლებისთვის. ამიტომ, არ დაიშუროთ დრო და ენერგია ამისთვის.

წყარო: inc



განხილვა