in

მენეჯერებო, თანამშრომლებს პანდემიის ემოციური და კოგნიტური „გადასახადების“ გადახდა უჭირთ… დაეხმარეთ!

სახლიდან, დისტანციურად მუშაობა ბევრი დასაქმებული ადამიანისთვის ახალი და საინტერესო გამოცდილება აღმოჩნდა. იმ პირობებში, რომ ზოგს ოთახის მეზობელთან, მეუღლესთან, შვილებსა თუ ოჯახის სხვა წევრებთან ერთად უწევს თანაცხოვრება და იმავე სივრცეში მუშაობაც, არსებობს მოსაზრება, რომ ადამიანები, ვინც მარტო ცხოვრობენ და დისტანციური მუშაობის მოდელს ცდიან, ბევრად უფრო პროდუქტიულები არიან.

pasha-statiebi
pasha-statiebi

თუმცა ეს ასე არ არის და მიზეზი არა დისტანციური მუშაობის მოდელი (პირიქით, არაერთი კვლევითაა გამყარებული, რომ ასე მუშაობით ადამიანები უფრო პროდუქტიულები არიან), არამედ მიმდინარე დაძაბული პერიოდია, რომელიც ჩვენთვის ემოციურად, გონებრივად თუ ფიზიკურად დამღლელია.

დღეს, უმრავლესობა ჩვენგანი რამდენიმე არამატერიალური გამოწვევის წინაშე ვართ, რაც ჩვენს მუშაობის შესაძლებლობებს მნიშვნელოვნად ამცირებს:

ემოციური და კოგნიტური გადაღლა
პანდემიამ შექმნა ერთგვარი ემოციური და კოგნიტური „გადასახადი“, რომლის გამოც ჩვენი ტვინი მუდმივად სტრესის ქვეშაა და ყურადღების მოკრება და კონცენტრირება უჭირს.

ზედაპირულად, ბევრი ამბობს, რომ თავს კარგად გრძნობს, თუმცა შინაგანად ყველანი ვღელავთ საკუთარ კეთილდღეობაზე, საყვარელი ადამიანების ჯანმრთელობაზე, ოჯახის წევრების ზრუნვაზე, მომავალზე, რომლის შესახებაც არავინ არაფერი ვიცით.

შფოთი, მწუხარება, დანაშაულის გრძნობა, რომ რაღაც შეგვიძლია, მაგრამ ამისთვის ენერგია არ გვაქვს. მოკლედ, ზოგიერთ ჩვენგანს COVID-19-მა თითქოს დააჯერა, რომ უნებისყოფო ადამიანები ვართ, მაგრამ ეს ასე არაა და გახსოვდეთ, რომ დროებითია.

თანაგრძობით გადაღლა
კიდევ ერთი ფენომენი, რომელმაც შეიძლება, ჩვენი გონება წალეკა, რაც უნდა გასაკვირი იყოს, თანაგრძნობით გადაღლაა. პროცესი, როცა სხვა ადამიანის მდგომარეობაში უკეთ შესასვლელად და მის მხარდასაჭერად, ჩვენს მთელს ენერგიას ვხარჯავთ. ერთ-ერთი მენეჯერი, ტრიშა ამბობდა, რომ თანამშრომლების კეთილდღეობაზე ზრუნვამ საერთოდ გამოფიტა და ენერგია საერთოდ აღარ შერჩა.

მოკლედ, ისეთი შემთხვევებიც კი, რომლითაც ადამიანები, ზოგადად, სიამოვნებას ვიღებთ ხოლმე – სხვისი დახმარება, ემპათია, მზრუნველობა, დღეს შეიძლება, ამისთვის უფრო მეტი ძალისხმევა გვჭირდებოდეს ნურც ამის გამო დაიდანაშაულებთ თავს.

ფიზიკური გადაღლა
ის ფაქტი, რომ ჩვენი ემოციური მდგომარეობა პირდაპირ გავლენას ახდენს ჩვენს ფიზიკურ კეთილდღეობაზე, არაერთხელ დადასტურდა. გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ექიმთან ფიზიკური სიმპტომების გამო ვიზიტების 80% სოციალურ-ემოციური პრობლემისგანაა გამოწვეული.

პანდემიამ, განუსაზღვრელი მომავლის გამო, დეპრესიისა და შფოთვის მომატება გამოიწვია. მრავალი ადამიანისთვის ამ კარჩაკეტილმა ცხოვრებამ ფიზიკური და უფრო მეტიც, ქრონიკული დაღლილობის შეგრძნება მოიტანა. მეხსიერება, ძილი გაგვიუარესდა და შესაბამისად, ნაკლებად პროდუქტიულებიც გავხდით.

ნებისმიერმა კარგმა მენეჯერმა იცის, რომ სიტუაციას რამენაირად უნდა მოერგოს და როცა ვახსენებთ სიტყვას „მორგება“ ვგულისხმობთ, მოკლევადიან პერიოდში, მოლოდინების გადაფასებას.

და მიუხედავად იმისა, რომ მენეჯერიც ადამიანია და ისიც ჩვენთან ერთად, COVID-19-ის გავლენის ქვეშ ცხოვრობს, თავს უფლებას მივცემთ, მაინც გაგიზიაროთ:

რა შემიძლია, როგორც მენეჯერს, გავაკეთო:

  • გადავხედო პრიორიტეტულ პროექტებს და თუ შემიძლია, გადავწიო ვადები – გავარკვიო, რისი გადადება შეიძლება, ან თუნდაც, გაუქმება;
  • ხელახლა შევაფასო ამ პროექტებისთვის საჭირო დეტალების ან ხარისხის დონე და განვსაზღვრო, რა არის საკმარისი ან უფრო რეალისტური დღეს, ამ ვითარებში, მისი წარმატებით დასრულებისთვის?
  • დრო დავუთმო, პიროვნულად, ინდივიდუალური გამოწვევების გარკვევას და განსხვავებული შესაძლებლობებიც გავითვალისწინო;
  • არ მქონდეს მოლოდინი, რომ თანამშრომლებს იმავე დონეზე ექნებათ რეაგირება და ისევე ხელმისაწვდომები იქნებიან, როგორც ადრე;
  • მიუხედავად იმისა, რომ მე, როგორც მენეჯერმა, შევძელი და პანდემიის პერიოდი პროდუქტიულად გამოვიყენე, არსებობენ ადამიანები, რომლებიც კრიზისულ პერიოდს უფრო რთულად უმკლავდებიან, ამიტომ სუბიექტური პერსპექტივით ნუ შევაფასებ მოცემულობას;
  • მხარდაჭერა გამოვუცხადო თანამშრომლებს და ნებართვა მივცე, რომ თავიანთ პრობლემებზე გახსნილად ისაუბრონ.

კიდევ ერთხელ, სიტუაციაზე მორგება არ ნიშნავს, რომ მენეჯერებმა თავიანთი იდეები, პროექტები, მიზნები დათმონ და სამუდამოდ გვერდზე გადადონ. ეს პანდემია ყველასთვის გამოწვევაა და მენეჯერებმა, ამ შემთხვევაში,  სჯობს, იზრუნონ, რომ დამატებით სტრესად არ იქცნენ თანამშრომლებისთვის.

დათმობებზე წასვლა ახლა, გრძელვადიან პერსპექტივაში უფრო მოგებიანი იქნება.

წყარო: HBR



Protected: „კამარა“ – ქართული ქვის საწარმო მსხვილი ექსპორტისთვის ემზადება

ისინი ჩვენი ნაწილი იყვნენ! – McDonald’s-ის ანტირასისტული კამპანია