in

საფეხბურთო კლუბების მინიმალისტური ლოგოები

BOG
BOG

თუ თქვენი დასვენების დღეები ჩემპიონთა ლიგის დაწყებასთან ერთად იწყება, მაშინ ეს სიახლე თქვენთვის საინტერესო იქნება.

პალესტინის დიზაინ სტუდია Manara-მ საფეხბურთო კლუბების მინიმალისტური ლოგოს პრეზენტაცია გააკეთა. ჩვეული ლოგოებისგან განსხვავებით Manara-ის ლოგოებს არა აქვს წარწერა, ლოგოზე მხოლოდ საფეხბურთო კლუბის ფერები ან სიმბოლოა.

“ფეხბურთი მეტია, ვიდრე უბრალოდ სპორტი, ხოლო საფეხბურთო კლუბები ბრენდებად იქცნენ. როგორც ბრენდის ცნობა შეგვიძლია მხოლოდ მისი ფერებით, ასეა მათი ლოგოებიც. ფეხბურთის მოყვარული საყვარელ კლუბს ზედმეტი წარწერების გარეშეც ცნობს, ეს ლოგოები უკვე ისეთი პოპულარულია, რომ თავის თავზე თვითონ შეუძლიათ ლაპარაკი, ზედმეტი დახმარების და წარდგენის გარეშე.

მაგალითისთვის, მანჩესტერ იუნაიტედის და რეალის თამაშის დროს უბრალოდ მათი ფერები რომ აჩვენონ,  ყველა მიხვდება ვინ თამაშობს და მათ სახელს ნებისმიერი დაასახელებს. ევროპული ფეხბურთის ფერი ბრენდი გახდა ”  – დიზაინ სტუდია Manara

Manchester United F.C. & Portsmouth F.C.

Liverpool F.C. & VfB Stuttgart

FC Bayern München & A.C. Milan

AS Saint-Étienne & Real Madrid C.F.

FC Barcelona & Manchester City F.C.

ACF Fiorentina & Valencia CF

Celtic F.C. & Juventus F.C.

მარკეტინგი და მენეჯმენტი მოკვდა

”ყარა ყალღანის ” ანუ ”შავფაროსნებისა” და ლუდი ”მთიელის” ტანდემი