in

ფინეთში “მანათობელი” საღებავები ირმებს ავტოკატასტროფისგან იცავს!

ამ გზით ძუძუმწოვარი უფრო ადვილად შესამჩნევია

veon
veon

ღამით ავტომობილის მართვის დროს თითქმის შეუძლებელია გზაზე გარეული ცხოველის დაფიქსირება, რაც სამწუხარო შედეგებს იწვევს. მაგალითად, ფინეთის შეფასებით, ავტოკატასტროფის შედეგად ყოველწლიურად 4000-ზე მეტი ირემი იღუპება. სწორედ ამან შთააგონა Finnish Reindeer Herders Association ერთი მარტივი, მაგრამ გენიალური იდეა – ირმის სხეულის გარკვეული ნაწილების ამრეკლავი საღებავით დაფარვა, რომელიც სინათლესთან სინთეზში ბრწყინავს.

2014 წელს ასოციაციამ საღებავები ძუძუმწოვრების სხვადასხვა ნაწილზე გამოიყენა, რაც საკმაოდ ეფექტური აღმოჩნდა – ირმები უფრო თვალსაჩინო გახდა სატრანსპორტო საშუალებებისთვის. მძღოლს მანქანის შენელების დრო აქვს, ცხოველი კი ფატალურ შემთხვევას აღწევს თავს.

“ამჟამად სპრეის ტესტირება ბეწვზე ხდება, მაგრამ ეს, შესაძლოა, რქებზე უფრო ეფექტური იყოს” – ამბობს ასოციაციის თავმჯდომარე ანე ოლილა. მართალია, გამძლეობასა და სასარგებლო თვისებასთან დაკავშირებით, რამდენიმე პრობლემა არსებობს, მაგრამ პროდუქტის განვითარება ჯერ კიდევ გრძელდება.

ამ ეტაპისთვის ეს ერთ-ერთი საუკეთესო გზაა ცხოველების უსაფრთხოების შესანარჩუნებლად. თუმცა ასევე, საგულისხმოა ამ არსებებისთვის განკუთვნილი სპეციალური გადასასვლელების კონცეფცია, რომელიც მათ დატვირთული გზებისგან თავის არიდებაში დაეხმარება.

„აიაქსმა“ ახალი ფორმა წარადგინა – „ზურგზე გვარებს არ დავაწერთ“

როგორ ავაშენოთ ბედნიერი ორგანიზაცია, „კრაკენის“ გზა – თორნიკე ტურიაშვილი