ცნობილი საფეხბურთო კლუბები ხშირად მონაწილეობენ სოციალურ კამპანიებში. მათ შორისაა მანჩესტერ იუნაიტედიც, რომელთან თანამშრომლობაც Adidas-მა და ორგანიზაცია Parley for the Oceans-მა ერთობლივი სოციალური კამპანიისთვის გადაწყვიტეს. იდეის მთავარი აზრი საზოგადოებაში გარემოს და განსაკუთრებით კი ოკეანის დაბინძურების მძიმე პრობლემის მიმართ ცნობიერების ამაღლებაა. ამისთვის Adidas-მა მანჩესტერ იუნაიტედისთვის ოკეანიდან მოპოვებული, შემდეგ კი გადამუშავებული პლასტმასით სპორტული ფორმები შექმნა.